- გია, ნახეთ ''ნანუკა შოუს'' გადაცემა, სადაც ერთმანეთს თეონა კონტრიძე და ნინო ქათამაძე ''შეეჯიბრნენ''? ნანუკამ მოგვიანებით ''ფეისბუქზე'' დაწერა, რომ გადაცემას რეიტინგით ორმა თურქულმა სერიალმა აჯობა და ''რომ იცოდეთ, ამ
- გადაცემა არ მინახავს, ასეთი გამოხმაურება თუ მოჰყვა არ ვიცოდი. ჩემი რეიტინგები წინ მიდის, ისედაც ვიცი, რადგან რომელ გადაცემაშიც მივდივარ სტუმრად, მისი წამყვანები მეუბნებიან, რომ ძალიან რეიტინგული იყო ჩემი სტუმრობა.
- ნანუკამ სავარაუდოდ ის იგულისხმა, რომ მათი შემოქმედება უფრო ხარისხიანია, ვიდრე თქვენი.
- თეონა სულ სხვა ჟანრში, ხოლო ნინო სხვა სტილში მღერის. მე კი სულ სხვა რამეს ვმღერი. ვის უფრო მაღალი რეიტინგი აქვს ეს მაყურებელმა უნდა განსაჯოს. ყველამ თავის მამიდას მიხედოს, მე ასე ვიტყოდი. სხვა კომენტარს ამ თემაზე არ გავაკეთებ. თქვენგან გავიგე, რომ ნანუკას ასეთი რამ უთქვამს, რადგან ჩემი საქმით ვარ დაკავებული და მიფასდება. კონცერტებზე გამოვდივარ, კლუბში ვმღერი თუ რესტორანში, მე ჩემი მსმენელი მყავს. მე მაინც ვიტყოდი, რომ ყველა ჟურნალისტს თავისი ხელწერა აქვს, მაგრამ მაინც სჯობს, რომ თავი შეიკავონ ასეთი კომენტარებისგან, რადგან არასასიამოვნოა. არც ერთმა ჟურნალისტმა არ უნდა მიაყენოს შეურაცხყოფა და არ უნდა თქვას, ვინ რატომ უყვართ და რატომ - არა. ქიშპობის საგნად ნუ გახდიან ხოლმე თუნდაც ჩემს და სხვა მომღერლების ურთიერთობას.
- ნანუკას თუ მიუწვევიხართ გადაცემაში?
- ორჯერ ვყავდი მიწვეული. მაგრამ მის შოუში ვერც ერთხელ ვერ მოვახერხე მისვლა. ერთხელ ისრაელში მივდიოდი გასტროლებზე, ხოლო შარშანწინ რატომ არ მივედი მის გადაცემაში ნამდვილად აღარ მახსოვს - მგონი, გადაცემის თემა არ მომეწონა. ალბათ ნანუკა ჟორჟოლიანის პრობლემაა, რატომ არ არის მისი გადაცემა რეიტინგული.
- ნინო ქათამაძეს და თეონა კონტრიძეს პირადად იცნობთ?
- ნინოს კარგად არ ვიცნობ, მასთან ხშირი შეხება არ მქონია. თეონა კი ძალიან ბევრი წლის წინ გავიცანი. მოსკოვშიც შევხვდით რამდენჯერმე ერთმანეთს. მათი შემოქმედება ძალიან მომწონს. ყველას ღმერთმა გადმოხედოს და ყველა რეიტინგული გამხდარიყოს და რაც შეეხება ნანუკას გადაცემას, მეგონა, რომ აქამდე სულ რეიტინგული იყო.
სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის




















