15 მაისი, 2018
სკანდალი გრძელდება: სასურველია ასეთ პროექტებში ჟიური დაკომპმლექტებული იყოს ისე, რომ გამორჩეული ნიჭის მქონე ახალგაზრდები არ შეეწირონ მათ გადაწყვეტილებებს!
მაკა ზამბახიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
"ყველას,ვინც მომწერეთ, გაიზიარეთ და უგულშემატკივრეთ Salome Chitadze - ს უღრმესი მადლობა. მადლობა მენტორებს და განსაკუთრებით - დათო ევგენიძეს, რომელმაც ჩემთვის, როგორც მუსიკოსისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი შეფასება მისცა, რომ სალომემ იმღერა ურთულესი კომპოზიცია და კაცის ნამღერი უნიკალური სიმღერა აქცია ქალის ნამღერ ფანტასტიურ ვერსიად!

რომელიც ჩემდა გასაკვირად ტელევიზიით ვერ მოვისმინე მაშინ, როდესაც ყველა ბავშვზე თითოეული მენტორის შეფასება სრულად იყო გაჟღერებული.

ჩანაცვლებებს რაც შეეხება, ბევრი მეკითხება როგორც მუსიკოსს, ამიტომ ჩემს აზრს დავაფიქსირებ, რომ
შეფასება უნდა ხდებოდეს სიმღერის სირთულის და შესრულების ხარისხის მიხედვით. აქედან გამომდინარე, ჩემთვის გულდასწყვეტი და გასაკვირი იყო მარიტა ცეცხლაძისა და სალომე ჩიტაძის პროექტიდან გამოთიშვა. 

P.S. სასურველია ასეთ პროექტებში ჟიური დაკომპმლექტებული იყოს ისე, რომ გამორჩეული ნიჭის მქონე ახალგაზრდები არ შეეწირონ მათ გადაწყვეტილებებს! აქვე, წარმატება მინდა ვუსურვო ყველას, განსაკუთრებით კი ,,კატეგორია 17 წლამდე" მონაწილეებს." - წერს ზამბახიძე.
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
ana
და უკაცრავად, მაკა, შარშან თქვენი მეგობრის ლელა წურწუმიას გადაწყვეტილებას რომ შეეწირნენ ნიჭიერი ახალგაზრდები, არაუშავს? საერთოდ უნდა გესმოდეთ, რომ თქვენნაირი წარმატებული მშობლების შვილებს, რომლებიც იგივე სფეროში მოღვაწეობენ, რაშიც მშობლები, გაცილებით მეტი გასაქანი აქვთ (თუ საერთოდ რამე გასაქანია ამ ქვეყანაში), სხვა შესაძლებლობები პიარის და ნაცნობობის თვალსაზრისით (არავითარ შემთხვევაში არ ვგულისხმობ მატერიალურ შესაძლებლობებს), ასე რომ, იქნებ სხვა უცნობ და არანაკლებ ნიჭიერ ბავშვებს დავუთმოთ ეთერი? ყველას არ ჰყავს მაია კაჭკაჭიშვილი და მაკა ზამბახიძე სახლში, რომ ბავშვობიდან შესაფერისი განათლება მისცეს, ზოგის დედას საერთოდ არასერიოზულად მიაჩნია შვილის გატაცება სიმღერით და ამ ბავშვებს ბევრის დამტკიცება უწევთ. თქვენი შვილები უდავოდ უნიჭიერესები და უფანტასტიურესები არიან, ბუნებრივადაც და შრომის შედეგადაც, მაგრამ ისინი კონკურსის გარეშეც შეძლებენ ამ პატარა ქვეყანაში თავის დამკვიდრებას, თუ მოინდომებენ!
11:54 / 16-05-2018
გამოხმაურება / 0 /
???
აბა სკანდალი???
02:18 / 16-05-2018
გამოხმაურება / 0 /
მაია
რამდენიმე წლის წლის მაიკო კაჭკაჭიშვილი იგივე ტექსტებს ამბობდა თავის უდავოდ ნიჭიერ შვილზე, მაგრამ ბოლოს ხშირად მაინც ყველაზე ღირსეული იმარჯვებს. წარმატებებს ვუსურვებ ყველას. ნამდვილად გულდასაწყვეტია, მაგრამ კონკურსში ყველაფერი ხდება
19:11 / 15-05-2018
გამოხმაურება / 0 /
გუკა
სერიოზული პრეტენზია და განაცხადია, ყოჩარ მაკა...
18:06 / 15-05-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS