15 მაისი, 2018
რა გზა გაიარა მელორ ვაჩნაძემ ფეხსაცმლის ქურდობამდე
ცნობილი აქტივისტი მელორ ვაჩნაძე აქტუალურობას თითქმის არასდროს კარგავს. მისი პოპულარობა წლების წინ, "ჯეობარში" დაიწყო. მაშინდელი მელორ ვაჩნაძე ამ მელორ ვაჩნაძისგან რადიკალურად განსხვავდება.

სიმპატიური ახალგაზრდა ბიჭის პროექტში გამოჩენა, რა თქმა უნდა, შეუმჩნეველი არავის დარჩა, ყურადღება მის მიმართ იმანაც გაამძაფრა, რომ შოუსთვის მან რამდენჯერმე მოირგო დღეს უკვე მისთვის მიუღებელი იმიჯი, რის გამოც ახლა თბილისის ქუჩებში აქციებს აწყობს.

სოციალურ ქსელში ისევ აქტუალური გახდა მელორ ვაჩნაძის ვიდეო ჯეობარიდან, სადაც მას თმას ვარცხნიან, მანქანებზე საუბრობს და დედას უთახნმდება, რომ მისი
უცნაური იმიჯის გამო, მამა არ გაგიჟდეს.





წინა ხელისუფლების დროს, მელორ ვაჩნაძე პროტესტს უცხადებდა რეჟიმს, აწყობდა საპროტესტო აქციებს, ის დაკავებულიც იყო, რასაც ხელისუფლებისადმი პროტესტს უკავშირებდა. 

მელორ ვაჩნაძე 2012 წელს ხელისუფლების ცვლილების შემდეგაც არაერთხელ იყო დაკავებული. 



სულ ცოტა ხნის წინ, "ტაბულამ" ფოტო გაავრცელა, რომელიც "გალერიში" არის გადაღებული. გამოცემის ცნობით, ფოტო სოციალურ ქსელში 2017 წელს თავად მელორმა გაავრცელა.

მელორ ვაჩნაძეს კლუბური გართობა უყვარს, ის სხვადასხვა დროს "დიდ გალერიშიც" ყოფილა გასართობად. 

შეგახსენებთ, მელორ ვაჩნაძე გუშინ 14 მაისს გამართულ ქსენოფობიური ულტრანაციონალისტური ჯგუფების აქციაში მონაწილეობდა.

ის რამდენჯერმე სიტყვითაც გამოვიდა. ამ აქციის ერთ-ერთი მოთხოვნა, კლუბ "ბასიანისთვის" სახელის გადარქმევასთან ერთად, კაფე გალერის მის მიერ დაკავებული ადგილიდან გამოსვლა იყო.

Rating


რამდენიმე თვის წინ, მელორ ვაჩნაძემ საქართველო დატოვა და გერმანიაში წავიდა ოჯახთან ერთად. როგორც ამბობენ, მელორ ვაჩნაძეს გერმანიაში პოლიტიკურ დევნილად ჩაბარება სურდა.
დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ ის გერმანულმა პოლიციამ დააკავა. "ამბები.გე"- ინფორმაციით შემთხვევა ათი დღის წინ მოხდა. იხილეთ სრულად:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მესამე ზო
იმენა პიტალო არც მეტი არც ნაკლები მამალი პიტალო
13:36 / 16-05-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS