15 მაისი, 2018
"მაკას შვილიც ისეთივე შვილია, როგორც ლიას და მარინას შვილი" - ნანიკო ხაზარაძის პასუხი მაია კაჭკაჭიშვილს და სხვა კრიტიკოსებს
„რეიტინგის“ მიერ მოპოვებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მაკა ზამბახიძის ქალიშვილი „იქს ფაქტორში“ ვერ მოხვდა, გუშინდელ გადაცემაში გამართლდა. სალომემ პროექტი ნანიკო ხაზარაძის გადაწყვეტილებით დატოვა და ამ ფაქტს სოციალურ ქსელში ნეგატიური გამოხმაურებებიც მოჰყვა.

სალომეს გამოსვლა კომპოზიტორმა მაია კაჭკაჭიშვილმაც გააზიარა და შემდეგი სახის პოსტი გამოაქვეყნა.


„არ შეარცხვინე დედა სალომე პირიქით აამაყე მერწმუნე ტყუილად არ ვისვრი სიტყვებს !!!! მეც ვამაყობ რომ ჩემი მეგობრის შვილი ხარ ვისითაც ჩაგანაცვლეს ის გოგო ბევრი ამეცადინოს ნანიკომ, რომ შენი ერთი ბგერა გააჟღეროს, ბავშვს არაფერს
ვერჩი... ჩვენთან პროფესიონალების დეფიციტია გიხაროდეს რომ ჩაგანაცვლეს ესეიგი მაგარი ხარ და ბევრს მიაღწევ მე და ჩემი ოჯახი შენს გვერდით ვართ წინ და წინ, ეს იყოს სტიმული დიდი წარმატებისაა.

„რეიტინგი“ ნანიკო ხაზარაძეს დაუკავშირდა და შეეცადა გაერკვია, ნანობს თუ არა ის პროექტიდან სალომე ჩიტაძის გაშვებას.

- მარტო სალომე ჩიტაძის დედა არის აქტუალური? სხვა ბავშვებს დედები არ ყავთ? ყველა დედა გამორჩეული და უნიკალურია, ამიტომ კომენტარს აღარ გავაკეთებ ამ საკითხზე. მაკას შვილიც ისეთივე შვილია, როგორც ლიას და მარინას შვილი.

- ნანობ თუ არა პროექტიდან სალომეს, როგორც კონკურსანტის გაშვებას, რადგან ამას სოციალურ ქსელში დიდი უკმაყოფილება მოჰყვა...

- მაგ ბავშვის გარდა 6 ბავშვი გავუშვი სახლში. გაცნობიერებული მაქვს ჩემი პასუხისმგებლობა და არაფერს ვნანობ. მიხიარია, რომ მაგარი გუნდი მყავს.

- მაია კაჭკაჭიშვილმა გირჩიათ, სალომე რომელი კონკურსანტითაც ჩაანაცვლეთ, ის ბავშვი კარგად ამეცადინოთ, სალომეს ერთი ბგერა მაინც რომ გააჟღეროს, წაიკითხეთ კაჭკაჭიშვილის პოსტი?

- არ მინახავს, რა დაწერა კაჭკაჭიშვილმა. გადაეცით მაია კაჭკაჭიშვილს, რომ ვამეცადინებ მაგ ბავშვს.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 5 /
Doni Brasco
ნანა ხაზარაძეს მუსიკის ისე ესმის,როგორ ვირს სალამური..
17:32 / 20-05-2018
გამოხმაურება / 0 /
მაკა
კი მაგრამ,12 წლის გოგო უბადლოდ რომ ასრულებდა,ის გაუსჰვეს,და რა გასაკვირი იკო რომ 4 სკამმა ამდენი ნიცჰიერი ბავსვი ტუ ვერ დაიტია,ვამაკობ ბავსვებო რომ ასეტი ტაობები გვეზდება
01:29 / 20-05-2018
გამოხმაურება / 0 /
ნინო
მაკას გამო დაეტოვებინა არავინ ამბობს მავრამ არც მაკას ფაქტორის გამო არ უნდა გაეშვა..
16:31 / 16-05-2018
გამოხმაურება / 0 /
ალამარია
რატომ ვკამათობთ სულ და მუდმივად?? გასაგებია რომ ნანიკო არ არის მუსიკოსი, მაგრამ ეს ხომ კონკურსია და როგორი სახის? შოუა პირველ რიგში, ადგილი კი 4 იყო ხო? ვინც გაუშვა რა ისინი ცუდები იყვნენ? არა, ვეღაც წავა და უკმაყოფილო ყველა შეიძლება ყოფილიყო. არც კაჭკაჭიშვილის ბიჭი იყო ცუდი ან სუსტი მაგრამ მხოლოდ რომ ცნობილის შვილი ხარ მარტო ამის გამო ხაზის გასმა არ შეიძლება , ამ შეთხვევაში სწორია ნანიკო, მას მისცეს უფლება როგორც უნდა ისე იმოქმედოს და აკეთებს ძალიან მშვიდად.და ვაცალოთ მაშინ. თუ თავიდან იცოდით რომ არაკომპეტენტურები იყვნენ ჟიურიში, მაშინ რას აღებინებთ ამ ბავშვებს მონაწილეობას??
10:58 / 16-05-2018
გამოხმაურება / 0 /
kato
მაია გაცუმდეს სჯობია.რა რაკი მაკას სჰვილი იყო უნდა დარცჰენილიყო და უკეტესი გაესჰვატ? ნანიკო მოიქცა სამარტლიანად.ვაფასებდი როგორც უნიციერესს,ახლა უფრო მეტად სჰემიყვარდა.წარმატებები.წინ გამარჯვებისკენ.
22:57 / 15-05-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS