"ქართული მარშის წევრის საოცარი წერილი უპოვიათ გუშინ რუსთაველზე.
„დედა, გაოგნებული ვარ, დედა! როგორ მჯეროდა, რომ პედარასტებს ცხვირპირს ჩავუმტვრევდით, ნეკნებს დავულეწავდით, პირებიდან და ყურებიდან სისხლს ვადენდით, მაგრამ მინისტრმა გვიღალატა, დე. მან მოულოდნელად მოლაპარაკება წამოიწყო აქციის მონაწილეებთან. როგორ გვჯეროდა, რომ ნარკომანები არ დათანხმდებოდნენ, გაჯიუტდებოდნენ, არ დაიშლებოდნენ და ახლა მაინც დავუბეჟავდით ლოყებს, ზემოდან დავაწვებოდით და გავსრესდით, თმებს დავაგლეჯდით, სხეულებს დავუკბენდით...
ისინი კი
ერთადერთი რაც მოვახერხეთ, მანამდე ხე მოვგლიჯეთ, მაგრამ ეგ წვეთია ზღვაში. ჩემმა მეგობარმა სიმწრისგან ტანსაცმელიც კი შემოიხია, მაგრამ არც ამან გვიშველა - განწირულნი ვიყავით.
გაოგნებულნი ვიდექით, გაყინულნი, სიცარიელე ვიგრძენი. დე, ისეთი სიცარიელე და სიმარტოვე ვიგრძენი, რომ, აი, ნახე, წერა დავიწყე. ალბათ გიკვირს, რადგან მანამდე მე ასოებსაც ვერ ვცნობდი და აქ კი ნახე, რა ეგზისტენციალურ ტკივილს შევეჭიდე.
წერა იქვე დავიწყე. შემდეგ კი მოულოდნელად გოგო დავინახე, მტრის ბანაკიდან. თავის ჯგუფს ჩამორჩენილმა, თავდახრილმა და შეცბუნებულმა გვერდით ჩაგვიარა... ჩემები დაედევნენ... რაღაცამ გაიღვიძა ჩემში - ხელი გაუშვით, დავიყვირე. გოგონას გადავეფარე და ხელი გადავხვიე.
დედა, მინდა გითხრა, მინდა გაგაოცო, რომ ყველა შეღებილი გოგო ბოზი არ არის. დედა, ყველა საყურიანი პედარასტი არ აღმოჩნდა, არც ყველა პედარასტია პედარასტი. ეს გოგოც ადამიანი აღმოჩნდა.
დედა, უფრო მეტად მინდა გაგაოცო: რაც წერა დავიწყე და რაც ის გოგო გავიცანი, მივხვდი, რომ ჩემი ღიპი უფრო სამარცხვინო რამეა, ვიდრე საყურე. დედა, ჩემი ღაბაბი უფრო სამარცხვინო რამ აღმოჩნდა, ვიდრე გრძელი თმა.
დედა, ის გოგო შემიყვარდა, მის გვერდით მინდა ყოფნა, ვკითხე, როგორ მოვიქცე, აქ რომ აღარ ვიდგე-მეთქი და წამოდი, ჩემთან ერთად და კლუბში იძიგძიგეო.
დედა, ხვალიდან მარშიდან გავდივარ და საცეკვაოდ მივდივარ კლუბში.
P.S. დედა ბარიდან გწერ უკვე. აქ როგორ ყოფილა იცი, გინდა იცეკვებ, გინდა არა, გინდა დალევ, გინდა არა, გინდა მოწევ, გინდა არა, გინდა დარჩები, გინდა სახლში წახვალ. დედა მიყვარხარ, სუფრა გაშალე, შეყვარებული უნდა გაგაცნო. ოღონდ, ზინა დეიდას ჯერ არ დაუძახო რა, არ შეეშინდეს... ჩემს გოგოს ცისფერი თმა აქვს, იასამნისფერი ტუჩები, მწვანე თვალები, დახეული ტანსაცმელი აცვია და როცა ვხუმრობ, ისე იღიმება, რომ სულ მინდა ვიხუმრო..." - წერს შუღლაძე.