ნანკა კალატოზიშვილმა კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციასა და ამის საწინააღმდეგოდ გამართულ აქციებზე გადაცემა „360 გრადუსში“ ისაუბრა.
„მე ვფიქრობ, რომ ამ მოცემულობაში ბექა წიქარიშვილს სხვა რამის გაკეთების საშუალობა არ ჰქონდა, რადგან 10 საათზე მეტი, აქციის მონაწილეები იყვნენ ალყაში.
ჩემი აზრით, მოხდა ძალის დემონსტრირება, რადგან როდესაც კლუბში შევიდნენ, უკვე დაკავებულები ჰყავდათ რეალიზატორები და რომც არ ჰყოლოდათ, მათ ხომ იცოდნენ, ვინ იყვნენ ეს
მეორე დღესაც ძალის დემონსტრირება იყო „ქართული მარშის“ თუ ნეონაცისტების მხრიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩემთვის წარმოუდგენელია ის, რომ ქალაქში დარბოდნენ და გაჰკიოდნენ სისხლს დავღვრითო. პირველად არ ხდება ეს და ამის უფლებას რატომ აძლევენ, წარმოუდგენელია“, – აღნიშნა ნანკა კალატოზიშვილმა.