03 თებერვალი, 2014
სად შეხვდა შორენა ბეგაშვილი პუტინის ფავორიტ ქართველ ძიუდოისტს?
წლების წინ, 2006 წელს ჩემპიონატის შემდეგ ვლადიმერ პუტინმა თეონას პირადად მიულოცა წარმატება და აკოცა კიდეც შორენა ბეგაშვილის და ირაკლი ნანაძის სიყვარულის ისტორიის შესახებ უკვე დიდი ხანია რაც საზოგადოებისთვის ცნობილია. მართალია, ხშირად ვრცელდება ჭორი მათი დაშორების შესახებ, მაგრამ ფაქტია, რომ ისევ ერთად არიან და ხშირად სტუმრობენ რუსეთის დედაქალაქს.

ირაკლი ნანაძეს მოსკოვში საკუთარი სახლი აქვს და წყვილი სხვადასხვა დროს ტოვებს თბილისს და ერთმანეთს რუსეთის დედაქალაქში ხვდება. რამდენიმე დღის წინ, შორენა ისევ გაემგზავრა საყვარელ ადამიანთან შესახვედრად.

Rating

მსახიობი და
ტელეწამყვანი ყოველთვის ცდილობს, რომ ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე არ გამოაქვეყნოს მოსკოვში გადაღებული სურათები, მაგრამ ამჯერად სულმა წასძლია და სოციალურ ქსელში, მოსკოვში მოღვაწე ქართველ ძიუდოისტ, თეა დონღუზაშვილთან ერთად გადაღებული სურათი გამოაქვეყნა.

მალე მსახიობმა სურათი ''ფეისბუქის'' პირადი გვერდიდან წაშალა. ალბათ მიხვდა, ბევრი ამოიცნობდა, სურათი მოსკოვში რომ გახლდათ გადაღებული. შორენამ და თეამ სავარაუდოდ სასტუმროში იპოზიორეს.

თეა დონღუზაშვილი 78 წონით კოტეგორიაში რუსეთის ერთ-ერთი საუკეთესო ძიუდოისტია რუსეთში. დაიბადა მცხეთაში და ძიუდოს 13 წლიდან მისდევს. საქართველოში ექვსჯერ გახდა ჩემპიონი. შემდეგ ვლადიკავკაზში მოღვაწეობდა, მოგვიანებით კი სანქტ-პეტერბურგში.

მისი მშობლები საქართველოდან არ წასულან და არც პრეტენზიები გამოუთქვამთ, როდესაც მათი შვილი სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობდა ამა თუ იმ ჩემპიონატში.

Rating

წლების წინ, 2006 წელს ჩემპიონატის შემდეგ ვლადიმერ პუტინმა თეონას პირადად მიულოცა წარმატება და აკოცა კიდეც. ერთ-ერთ ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვაზე -იცნობ თუ არა პუტინს, თეონა პასუხობს:

- ძალიან ახლოს. ხშირად ვხვდებით ხოლმე ერთმანეთს. ივანოვს ვიცნობ კარგად... რამდენჯერმე პუტინმა მოსკოვის მახლობლად, საკუთარ რეზიდენციაში მიგვიწვია. რამდენჯერმე კი ჩვენს გამოსვლასაც დაესწრო, დაჯილდოებებზე იყო. ხშირად არაფორმალურადაც ვხვდებით ერთმანეთს – ჩვენს კლუბში, დარბაზში... მოყვარულის დონეზე საკმაოდ კარგად ფლობს ძიუდოს. რომ ვთქვა, "სუპერ-პუპერ" ძიუდოისტია, არა, მაგრამ კარგად ვარჯიშობს. მსუბუქ წონით კატეგორიაში ვარჯიშობს სამოყვარულო დონეზე. ჩემთან არ უსპარინგია (იცინის). ურთიერთობებში ძალიან კარგი ადამიანია. დიდ ყურადღებას გვაქცევს და ხშირად მოდის. განსაკუთრებით მე ვგრძნობ მისგან ყურადღებას. მაგალითად, სხვა გოგოებს ხელს ჩამოართმევს, მე გადამკოცნის, ძალიან თბილად მომიკითხავს...
-ქართულ-რუსული ომის დროს როგორი ურთიერთობა გქონდათ?
-ჩვეულებრივი. ჩვენ პოლიტიკაზე არასოდეს ვსაუბრობთ, მით უმეტეს ამ თემაზე. პირველად რომ ვნახე, ძალიან გაკვირვებული დავრჩი. ხომ ტანდაბალი მამაკაცია, იმხელა ენერგია აქვს და იმხელა სიძლიერეს ასხივებს თვალებიდან, გავოცდი.

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის



FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 43 /
დიანა დონღუზაშვილი
მივმართავ მაკუნას - სანამ თეას ქონებსა და სოფლელობაზე ილაპარაკებ იქნებ გაგვეცნო თქვენ რომელი მეგაპოლისიდან ხართ, ასეთ შხამს რომ აფრქვევთ. ნონას - თეას თქვენი წონა დიპლომები აქვს და ეს ის პიროვნებაა რომელსაც მთელი მსოფლიო ქედს უხრის და პატივს სცემს,არამარტო მისი ძალის,არამედ პიროვნული თვისებების გამო."ისტორიკოს" მიშას - იქნებ უფრო ღრმად გამოიძიოთ ჩვენი გვარის ისტორია, მინიშნებას მოგცემთ,"დონ" რას ნიშნავს ჯერ ის გაიგეთ.და კიდევ მინდა რომ იცოდეთ, ვინც თეას არ იცნობთ მასზე ნუ ილაპარაკებთ და სააკაშვილის წაგებულ ომს მას ნუ დააბრალებთ, თეა საქართველოს არცერთ მთავრობას არასდოს გახსენებია და ზოგ-ზოგებივით არ გაუნებივრებია.
19:29 / 05-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ეთერი
რას გვანან, ან ეს შორენა, ან ეგ ძიუდოისტი, ანდ ირაკლი. ერთმანეთზე უკეთესები არიან ))))))))
19:19 / 05-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ანა
ირაკლი სახლში ამბობს თურმე ცოთა მაცალეთ, გულს ვიჯერებ და დავანებებ თავსო. პარალელურად კი მაინც დაყავს მოსკოვში და ხალხს აცნობს. ვერაფერი ვერ გავიგე.
14:46 / 05-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ირაკლის ოჯახს
დაგერხათ: ეხლა ნახეთ თეა შორენას ძიუდოს რამდენ ილეთს ასწავლის. აბა კიდევ ერთხელ ცადეთ შორენასთან მივარდნადა თმებით თრევა ნახეთ რაც მოგივათ
09:08 / 05-02-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკუნა
რას გვანან ეს ქალები ორივე, ერთი ქონით არის გაბერლი, მეორე სილიკონით. ორივე სოფლელია და გაუნათლებელი.
08:05 / 05-02-2014
გამოხმაურება / 0 /
გოჩა
მაგარი ღადაობაა რომ დაუდია და მოუხსნია ეს სურათი შორენას თავის ფეისბუკზე. ალბათ ირაკლიმ გაუგო და მოახსნევინა, ჩემი ცოლი ნახავსო :)))))
23:23 / 04-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ნიტას
როგორც ხედავ კვლავ დაყავს მოსკოვში შორენა ირაკლის. როგორც ჩანს ირაკლი მართლა მაგარი შეყვარებულია რადგან აღარაფრად აგდებს ოჯახს და ცოლ-შვილს. საბოლოოდ ალბათ ცოლადაც მოიყვანს.
23:09 / 04-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ანია
გული ამიჩუყდა პირდაპირ, რა კარგი ყოფილა ძია ლენინი, ბოდიში, პუტინი! მეხი დაეცეს რუსეტს და ქვეშ მოიყოლოს პუტინი და ლავროვი, ივანოვიც და ყველა ვინს საქარტველოს მტრობს! ისე სსრკს დაშლამ ჩვენ მხოლოდ ცუდი მოგვიტანა, ვყოფილიყავიტ, რუსები გვინახავდნენ, რა გვინდოდა, ახლა რომ გშიატ და ნაგავს ქექავტ ეგ სჯობს?
14:19 / 04-02-2014
გამოხმაურება / 0 /
.......................................
პუტინს უყვარს ქართველები და მალე ყველაფერი კარგად იქნება
13:05 / 04-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ჯ.ჩ.
თეა მსოფლიო და ოლიმპიური თამაშების მრავალზის პრიზიორია.თუ არ ვცდები დღეს რუსეთის ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელია.
12:28 / 04-02-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS