ირაკლი ნანაძეს მოსკოვში საკუთარი სახლი აქვს და წყვილი სხვადასხვა დროს ტოვებს თბილისს და ერთმანეთს რუსეთის დედაქალაქში ხვდება. რამდენიმე დღის წინ, შორენა ისევ გაემგზავრა საყვარელ ადამიანთან შესახვედრად.

მსახიობი და
მალე მსახიობმა სურათი ''ფეისბუქის'' პირადი გვერდიდან წაშალა. ალბათ მიხვდა, ბევრი ამოიცნობდა, სურათი მოსკოვში რომ გახლდათ გადაღებული. შორენამ და თეამ სავარაუდოდ სასტუმროში იპოზიორეს.
თეა დონღუზაშვილი 78 წონით კოტეგორიაში რუსეთის ერთ-ერთი საუკეთესო ძიუდოისტია რუსეთში. დაიბადა მცხეთაში და ძიუდოს 13 წლიდან მისდევს. საქართველოში ექვსჯერ გახდა ჩემპიონი. შემდეგ ვლადიკავკაზში მოღვაწეობდა, მოგვიანებით კი სანქტ-პეტერბურგში.
მისი მშობლები საქართველოდან არ წასულან და არც პრეტენზიები გამოუთქვამთ, როდესაც მათი შვილი სხვა ქვეყნის სახელით ასპარეზობდა ამა თუ იმ ჩემპიონატში.

წლების წინ, 2006 წელს ჩემპიონატის შემდეგ ვლადიმერ პუტინმა თეონას პირადად მიულოცა წარმატება და აკოცა კიდეც. ერთ-ერთ ინტერვიუში ჟურნალისტის კითხვაზე -იცნობ თუ არა პუტინს, თეონა პასუხობს:
- ძალიან ახლოს. ხშირად ვხვდებით ხოლმე ერთმანეთს. ივანოვს ვიცნობ კარგად... რამდენჯერმე პუტინმა მოსკოვის მახლობლად, საკუთარ რეზიდენციაში მიგვიწვია. რამდენჯერმე კი ჩვენს გამოსვლასაც დაესწრო, დაჯილდოებებზე იყო. ხშირად არაფორმალურადაც ვხვდებით ერთმანეთს – ჩვენს კლუბში, დარბაზში... მოყვარულის დონეზე საკმაოდ კარგად ფლობს ძიუდოს. რომ ვთქვა, "სუპერ-პუპერ" ძიუდოისტია, არა, მაგრამ კარგად ვარჯიშობს. მსუბუქ წონით კატეგორიაში ვარჯიშობს სამოყვარულო დონეზე. ჩემთან არ უსპარინგია (იცინის). ურთიერთობებში ძალიან კარგი ადამიანია. დიდ ყურადღებას გვაქცევს და ხშირად მოდის. განსაკუთრებით მე ვგრძნობ მისგან ყურადღებას. მაგალითად, სხვა გოგოებს ხელს ჩამოართმევს, მე გადამკოცნის, ძალიან თბილად მომიკითხავს...
-ქართულ-რუსული ომის დროს როგორი ურთიერთობა გქონდათ?
-ჩვეულებრივი. ჩვენ პოლიტიკაზე არასოდეს ვსაუბრობთ, მით უმეტეს ამ თემაზე. პირველად რომ ვნახე, ძალიან გაკვირვებული დავრჩი. ხომ ტანდაბალი მამაკაცია, იმხელა ენერგია აქვს და იმხელა სიძლიერეს ასხივებს თვალებიდან, გავოცდი.
სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის




















