09 მაისი, 2018
"ქართული მომხიბვლელობა და იტალიური ბრწყინვალება" - GQ კახა კალაძის ნარინჯისფერ სამოსზე წერს
კახა კალაძის ჩაცმულობა მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში კვლავ მოხვდა. ამჯერად, GQ-ს რუსულენოვანი ბიურო აქვეყნებს თბილისის მერის ფოტოს, რომელიც კალაძემ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე განათავსა.

„თბილისის მერი კახა კალაძე ნარინჯისფერი კოსტიუმის დემონსტრირებას ახდენს“, - წერს "GQ".
ფოტოს უამრავი მოწონება აქვს. ერთ-ერთი მომხმარებელი წერს, რომ ქართული მომხიბვლელობა და იტალიური ბრწყინვალება არაჩვეულებრივ ნაზავს ქმნის.

GQ აღნიშნავს, რომ კახა კალაძეს იტალიური ბრენდის, "ბარბანერას" ფეხსაცმელი აცვია. კომპანიის ოფიციალურ საიტზე განთავსებული ფეხსაცმელების საშუალო ფასი 500 ევროა.


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS