"6 წლის წინ რომ დაიბადა, თეთრი, ბუთქუნა თოვლის გუნდა იყო,თავიდანვე საშინლად მაზალო, ყველაფერს სასაცილოდ აკეთებდა , უფრო მშვიდი ლევანიკოს ფონზე ნამდვილი მეორედ მოსვლა გაჩნდა.მანქანით საათობით ვატარებდით რომ როგორმე დაეძინა.
ჰერკულესის ტანით და კუნთების კონტურებით ზღვაზე განსაკუთრებით საყვარელია.ბიბიკოს ისე ადვილად შეუძლია ნებისმიერ თხოვნაზე დაგითანხმოს უსაყვარლესი ხმის ტემბრით,მასში პატარა კნუტი და ჯიუტი ხარი ერთდროულად
უშიშარი აპოლონი არ ერიდება არაფერს. მასთან ერთად ნებისმიერ ადგილას დაუვიწყარ დროს გაატარებთ. ხშირად სჯიან სკოლაში სიცელქის გამო, ხან კარადაში იმალება, ხან ეზოში დაუკითხავად დარბის, მაგრამ მაინც კარგად სწავლობს და უყვარს ბევრი კითხვა. ერთხელ ცურვაზე მისი მასწავლებელი რომელიც სპორტულებით იდგა და მითითებებს აძლევდა ცურვის დროს, წყალში ჩააგდო.
ვერ ამიხსნა რატომ. ძალიან მინდოდა ბოქსზე ევლო, მაგრამ რომ წარმოვიდგინე ნასწავლი ილეთებით რა დღეს გვაყრიდა ხატვა ვარჩიეთ.
პატარა გულივერია დიდი გულით, სადაც ყველას სიყვარულისთვის რჩება ადგილი. ბიბიმ უკვე მოაგროვა ბევრი მეგობარი, საყვარელი მასწავლებლები და ასევე უამრავი სასაცილო ისტორია. ჩვენს ოჯახში აუღებელ ციხე-სიმაგრეა. ოცნებობს რომ მილიონი ძაღლი ჰყავდეს. აი ასე ფერადი და ძალიან ნათელი სამყაროთი უკვე 6 წლის გახდა!".