ახალგაზრდა დიზაინერმა არც ამჯერად უღალატა ტრადიციას და სტუმრებს დაუვიწყარი სანახაობა შესთავაზა.
დათუნა სულიკაშვილის ჩვენება ცოცხალი მუსიკის ფონზე წარიმართა, რომელსაც ორკესტრი ასრულებდა.
ჩვენების კულმინაცია პოდიუმზე ნანი ბრეგვაძის გამოჩენა იყო. ქართული ესტრადის უდიდესმა ვარსკვლავმა, დახვეწილმა და განუმეორებელმა ნანი ბრეგვაძემ პოდიუმზე ვაჟა აზარაშვილის სიმღერის "დღეები მიდიან" ჰანგების ფონზე გაიარა.