01 თებერვალი, 2014
დღეს „ეტალონში“ საზღვაო აკადემიის წარმატებული კურსანტები მიიღებენ მონაწილეობას
„ეტალონს“ საზღვაო აკადემიის კურსანტების მონაწილეობით 1-ელ თებერვალს იხილავთ. გადაცემა „პირველ არხზე“ 19:00 სთ-ზე დაიწყება. მედიაპროექტ „ეტალონის“ დღევანდელი გადაცემა ბათუმის საზღვაო აკადემიის წარმატებულ კურსანტებს მიეძღვნათ. სტუდიაში მათ აკადემიის რექტორი ირაკლი შარაბიძე, აკადემიის პროფესორ-მასწავლებლები, ასევე, ეკონომიკის სამინისტროს ტრანსპორტის პოლიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლები ქეთევან სალუქვაძე და დავით ჯავახაძე გულშემატკივრობდნენ. კურსანტების მხარდასაჭერად სტუდიაში სპეციალურად მივიდა გაერთიანებული შტაბის უფროსი გენერალი ვახტანგ კაპანაძე.

მაყურებელთა და მონაწილეთა განწყობაზე გადაცემის დასაწყისში ბათუმის საზღვაო აკადემიის ბენდმა იზრუნა, სტუდენტებმა ენერგიული სიმღერა _ აკადემიის ჰიმნი შეასრულეს. გადაცემის
ბოლოს კი ანსამბლმა „მეტეხმა“ პოპულარული სიმღერა შემოგვთავაზა.

„ეტალონს“ საზღვაო აკადემიის კურსანტების მონაწილეობით 1-ელ თებერვალს იხილავთ. გადაცემა „პირველ არხზე“ 19:00 სთ-ზე დაიწყება.

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
TOPS