01 მაისი, 2018
დათო ევგენიძე თამთა გოდუაძესთან და სექსუალურ კონკურსანტებთან ფლირტს არ ერიდება (ვიდეო ფაქტები)
გასულ კვირას "იმედის" ეთერში სტარტი აიღო მუსიკალურმა შოუმ "იქს ფაქტორმა". საზოგადოების ყურადღება ახლა სწორედ "იქს ფაქტორის" მიმართ არის მიპყრობილი, კონკურსანტების გარდა, ხალხისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ჟიურის წევრები და წამყვანები.

წინა კვირას ნანიკო ხაზარაძის რეპლიკას დიდი განხილვა მოჰყვა, მას მენსონის მაკიაჟზე ლელა წურწუმია გაახსენდა.

ამჯერად კი მაყურებლის ყურადღება დათო ევგენიძემ მიიპყრო, ის თამთა გოდუაძეს აშკარად ეფლირტავება.



გოდუაძის გვერდით ჯდომა ფლირტის გარეშე წარმოუდგენელია, თუმცა, დათო ევგენიძე საკუთარ ემოციებს აშკარაა, რომ არ ფარავს.



როგორც ჩანს, მუსიკოსს სექსუალური ქალები ისე
იზიდავს, რომ საერთოდ ავიწყდება უმშვენიერესი მეუღლე ნინა, რომელიც საკუთარი გარეგნობითა და დახვეწილობით თბილისში გამორჩეული მანდილოსანია.

ჯერჯერობით უცნობია, რა რეაქცია ექნება მას მეუღლეზე, რომელიც სექსუალურ გოგონებს ეფლირტავება.





გუშინდელ გადაცემაში დათო ევგენიძე ერთ-ერთმა კონკურსანტმა ელენკა მაისურაძემ მოხიბლა. მუსიკოსის მიმართ არც ელენკა დარჩა გულგრილი, მან ევგენიძეს ჯერ მაგიდასთან უმღერა, შემდეგ კი სცენიდან.



ელენკა მასიურაძემ, ფლირტაობის მიუხედავად, დათო ევგენიძის კი ვერ დაიმსახურა, ის ჟიურის სხვა წევრებსაც არ მოეწონათ და პროექტში ვერ მოხვდა. თუმცა, თამთა გოდუაძე და ცნობილი მუსიკოსი ერთად მუშაობას განაგრძობენ და იმედია, ქართველი პრიმადონას გამო, დათო ევგენიძის ოჯახში სკანდალი არ მოხდება. 

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS