თამთა საქართველოში პირველად 2014 წელს დაბრუნდა. ქართული „იქს ფაქტორის“ ჟიურიში გამოჩენამ, საქართველოში მის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაზარდა. თამთას ჟურნალისტებთან კონტაქტი არ უყვარს, თუმცა, პრესას მისი ცხოვრების საინტერესო დეტალები უყურადღებოდ არც
მომღერალს ჰყავს 23 წლის ქალიშვილი, რომელიც დედასთან ერთად საჯარო ადგილებში იშვიათად ხვდება. თამთა ერთადერთი ქალიშვილის ფოტოებს სოციალურ ქსელშიც იშვიათად ავრცელებს.
ანა ხაჭვანი თბილისში ზაფხულობით ჩამოდის და მამის ახალ ცოლთან მეგობრობს კიდეც.
თამთა გოდუაძის პირადი ცხოვრება მუდმივად გასაიდუმლოებულია, თუმცა, ორი წლის წინ, პაპარაცებს მისი და მილიარდელ პარის ლაცის რომანტიკული კოცნა შეუმჩნეველი არ დარჩენიათ.
„პრინცი და პრინცესა“ სწორედ ამ სათაურით გაჩნდა მაშინ სტატიები ბერძნულ მედიაში. პარის ლაცი მსოფლიოს უმდიდრესი ოჯახის შთამომავალია. ის პერის ჰილტონსა და ნიკი რიდს ხვდებოდა. თუმცა, ნიკი რიდი თამთას გამო მიატოვა და ქართველ მომღერალს გაუმიჯნურდა.
წყვილი პრესასთან ურთიერთობას ყოველთვის გაურბოდა, თუმცა, მათ ხშირად აფიქსირებდნენ ერთად, ისინი ხშირად დადიოდნენ სამოგზაუროდ და დასასვენებლადაც. თამთასა და პარისის ურთიერთობა დიდხანს გაგრძელდა, თუმცა, ბოლო ერთი წელია, მათი ურთიერთობის შესახებ პრესაში არაფერი დაწერილა, შესაბამისად უცნობია, დაშორდნენ თუ ისევ ერთად არიან.
მომღერალი „იქს ფაქტორის“ ჟიურის წელს ისევ დაუბრუნდა და ახალ ტალანტებს ამჯერად ნანიკო ხაზარაძესთან, დათო ევგენიძესთან და სტეფანესთან ერთად „იმედზე“ არჩევს.
ის ყოველთვის თვალისმომჭრელად გამოიყურება, ქართველი ჟურნალისტები მუდმივად ცდილობენ მასთან ინტერვიუს ჩაწერას, თუმცა, მისი მენეჯერის გადაწყვეტილებით, მას ინტერვიუების მიცემა აკრძალული აქვს.