31 იანვარი, 2014
''მიყვარხარ, შე ჩემა'' - ქარიზმის ამარა დარჩენილი თეონა კონტრიძე და ხმაშემოძარცვული ნინო ქათამაძე
შესაძლოა, ნანუკას ძალიანაც უნდა, რომ თავისი მეგობრები, როგორც თანამედროვე დროის ლეგენდები, ისე გააპიაროს, მაგრამ გააჩნია, ამას საზოგადოება როგორ მიიღებს გასული ოთხშაბათიდან მოყოლებული, აქტუალობას არ კარგავს ''ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ'', რომელმაც ერთად, არც მეტი არც ნაკლები, ნინო ქათამაძე, თეონა კონტრიძე და ნიკოლოზ რაჭველი შეკრიბა.

გადაცემას ისეთი იდუმალი და მისტიკური ანონსი ჰქონდა, თავიდან მაყურებელმა იფიქრა, რომ ერთად ლეგენდარული ადამიანები შეიკრიბებოდნენ, რომლებიც საზოგადოებას დიდი ხანია არ უნახავს, ყოველ შემთხვევაში, ერთ შენობაში და ტელეკამერების წინ.

რადგან ანონსი თეატრალურ სივრცეში იყო
ჩაწერილი, ვიფიქრეთ, რომ რობიკო სტურუა და გია ყანჩელი ხომ არ იქნებოდნენ გადაცემის სტუმრები. ზოგი სულ სხვა მიმართულებით წავიდა და საკუთარი ვერსიები ჰქონდა.

მოკლედ, ნანუკას ანონსმა ნამდვილად ძალიან გაამართლა და ამ კუთხით ტელეწამყვანის გუნდს კარგად უმუშავია, თუმცა, მეორე მხრივ, გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ ეს მოლოდინი საპნის ბუშტივით გასკდა.

კარგად გამოჩნდა ერთი რამ, ის, რაზეც საზოგადოება ლაპარაკობს აღტაცებით და მართლა ლეგენდებად მიაჩნია და ''ნანუკას შოუს'' ღირებულებები მთლად არ ემთხვევა ერთმანეთს. ნინო ქათამაძის, თეონა კონტრიძისა და ნიკოლოზ რაჭველის ტრიო რომ ასეთი განსაკუთრებული არ არის, ამაზე ალბათ კამათი შეიძლება.

შესაძლოა, ნანუკას ძალიანაც უნდა, რომ თავისი მეგობრები, როგორც თანამედროვე დროის ლეგენდები, ისე გააპიაროს, მაგრამ გააჩნია, ამას საზოგადოება როგორ მიიღებს.

ნინოსა და ნიკოლოზის პროდუქტიულობის, მათ მიერ ჩატარებული კონცერტების, ნინოს სასიამოვნო, ჰიტებად ქცეული სიმღერების თუ ნიკოლოზ რაჭველის ურიცხვი რაოდენობის ნამუშევართა მიუხედავად, არ გვგონია, რომ მათ სატელევიზიო კონცერტს ასეთი ხმამაღალი წარდგენა შეესაბამებოდეს.

რაც შეეხება თეონა კონტრიძეს, მან საქართველოში სწორედ ''ნანუკას შოუში'' ჩაატარა თავისი პირველი კონცერტი. მანამდე კი ამის საშუალება, სამწუხაროდ, არ მიეცა. თეონა საკმაოდ ნიჭიერ შემსრულებლად არის ცნობილი, მაგრამ ნანუკასთან ინტერვიუშიც აღნიშნა, რომ დღესდღეობით მისი მთავარი კოზირი სულაც არ არის ხმა.

რასაკვირველია, ეს სრული სიმართლეა. ვისაც ჯაზის მიმდინარეობა ოდნავ მაინც ესმის, თეონას მიერ ''ნანუკას შოუში'' შესრულებული რამდენიმე ჯაზსტანდარტი აუცილებლად მოჰგვრიდა ღიმილს.

მომღერლისთვის ქარიზმა მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ ქარიზმის ამარა დარჩენილი შემსრულებელი არცთუ საინტერესოა. მით უმეტეს, როცა ქარიზმა დიდი მკერდის ფრიალში და ნინო ქათამაძისთვის სცენიდან ''მიყვარხარ, შე ჩემას'' ძახილში გამოიხატება...

რაც შეეხება ნინო ქათამაძეს, რომელიც ქვეყნის საზღვრებს გარეთაც საკმაოდ აღიარებული და დაფასებულია და საქართველოშიც ძლიერ უყვართ. ნათელია, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური და გამორჩეულია ჩვენს ქვეყანაში, თუმცა, მეორე მხრივ, მუსიკალური თვალსაზრისით, ამ მომღერლის შემოქმედებაში განვითარება არ ჩანს.

გარდა ამისა, მისი ცოცხალი შესრულება ბოლო დროს ყოველთვის ტოვებს მეტის სურვილს... თუკი გავიხსენებთ ნინოს პირველ ლაივს ''სამეფო უბნის თეატრში'', რომლითაც ქართველი მსმენელის გული დაიპყრო, დღეს, თითქოს, მას ხმა შემოძარცვული აქვს.

ამიტომაც, როდესაც ტელეპროექტი ხმამაღალ წარდგენას უკეთებს კონცერტს, რომელსაც მთლიანობაში, მუსიკალური თვალსაზრისით, ბევრი ნაკლი აქვს, ალბათ, უფრო მეტი დაფიქრებაა საჭირო - რას ''ვასაღებთ'' ოქროდ ქართველ მაყურებელს, რომლის უმეტესობის მუსიკალური გემოვნება საეჭვო გახლავთ.

რასაკვირველია, ის, რაც ''ნანუკას შოუში'' მოხდა, არ იყო ცუდი, მაგრამ აქ წარდგენაზეა საუბარი და არა თავად კონცერტზე. თუკი ჩვენ მეგობრებთან ერთად შევიკრიბეთ და კლუბურ ღონისძიებაზე კარგად ვერთობით, იმას არ ნიშნავს, რომ ეს მაყურებლისთვისაც საინტერესო სანახავი უნდა იყოს.

ალბათ, სწორედ ამიტომაც იყო, რომ ''ნანუკას შოუს'' რეიტინგით თურქულმა სერიალებმა გადაუსწრო და არა იმიტომ, რომ მაყურებელმა კონცერტი ვერ დააფასა.

ქეთი მელაძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 145 /
ეკუნა
მე ვეთანხმები ჟურნალისტსაც და ბევრ კომენტარებსაც. მე ვეგარ ვუკურე, მომგერალმა შეიძლება ცონასჰი მოიმატოს მაგრამ შესაფერისი რამეც უნდა შაიცვას იმის გატვალისცინებიტ ტუ რა ესიამოვნება აუდიენციას, გული არ აურიოს. ქუჩაში კი გმერთმა შეარგოს რას ჩაიცვამს. უკაცრავად ასეთი ქართულისთვის,
20:12 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
დემე
ნინო ჩხეიძე ვაფშე რა შუაშია?ეგ ხო საერთოდ.....ნული.
19:53 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ვინც...
ნინო ქათამაძე მიყვარს უდაოდ.მაგრამ არ უხდება ეს ,,ნამცეცა გოგოცუნას,, ხმით ლაპარაკი ამხელა ქალს.ადრე არ ლაპარაკობდა ეგრე და ეხლა რა დაემართა?
19:50 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ჰკჰ
ძალიან ზუსტად იყო შეფასებული ყოველივე.ყოჩაღ ჯურნალისტს.
19:47 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
რას დაეტაკეთ ამ ჟურნალისტს.. აი ერთ-ერთი კომენტარი, რომელსაც მეც ვუერთდები... ჩემთვის ძალიან არაესთეტიური საყურებელი იყო ორი 150 კილოიანი ქალის ძუნძული. მოსმენა კიდევ შეიძლებოდა, მაგრამ ყურება .... ისეთი მონდომებული გაჰკიოდა ნანუკა.... ამ აღტკინებით ხალხს ვერ დააბრმავებ და ვერ დააყრუებ. ჩვეულებრივი აფიორა იყო. ნინო არ უნდა დათანხმებულიყო იმ ქალთან ერთად გამოსვლაზე.ვისაც მოეწონა, ღმერთმა შეარგოს, ალბათ მეტი არ უნახავტ უკეთესი არაფერი!
19:44 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ეკას თემოსგან
ნინო ჩხეიძეს ადარებ ქათამძის ქალკაცურ ყროყინს და ძუნძულს ორი გოლიათისას.??????
19:42 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
მანო
ამ ქალბატონების ცონას რო აკვირდებოდიტ იმიტომ ვერ აგიქვიტ მუსიკა.რატქმა რასაც ვერ იგებტ ის არც მოგეცონებოდატ.
19:33 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ეკა
ბოღმით, შურით, სისასტიკით ხარტ სავსე. არავინ და არაფერი არ არის ტქვენი მოსაწონი. 150 კილო არიან თუ 45 ამას აქვს მნიშვნელობა?????ამიტომ არის რომ არაფერი ესჰველება ამ ქვყანას. გაუნათლებელი უგნურები ხართ, ვინ მოგცათ ამის უფლება , რომ შეაფასოთ????საერთოდ ვის აინტერესებს თქვნი აზრი?? გადართეთ და ნუ უყურებთ. ანდა პოლიტიკის თემებით და სერიალებით გაერთეთ. გვაცალეთ ცხოვრება.
19:30 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
რეალ მადრიდ
არ შეიძლება ქართველებმა თანამემამულის წარმატბეა ნიჭი ადეკვატურად აღიქვათ? ღრმა და უაზრო ანალიზებით ვითომ და გააუფერულოთ მისი შემოქმედება
19:13 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
Sarc ( Asm )
ამ არაჩვეულებრივი სინატიფით შესრულებული, უაღრესად ღრმადმოსილ-შემოსილი სიტყვების კორიანტელით დაწერილ, აზრთა გამა სხივებით შეკრებილ სტატიის ღრმა ქალას შიგნით ჩავიხედე ( ნუ გადავხედე ) და წავაწყდი მეტად არაჩვეულებრივ სწორხაზოვან გამართულ იდეოლოგიას და გავიფიქრე: " აი სად არის ქართული ნიჭის, შემოქმედებითი უნარის და პრაქტიკულობის დაფასება " " აი სად ძევს აზრი სადაც კრიტიკა ვერ ერევა ნიჭს " " აი სად არის საკუთარი რთული ხედვის გამოუმჟღავნებლობა " " აი რითი განსხვავდებიან ჭეშმარიტი ექიმები და სხვა პროფესიის წარმომადგენლები ( ალბათ ჟურნალისტი ან უბრალოდ მესტატუსე ), ექიმი ცდილობს ადამიანს ჯანმრთელობა შეუნარჩუნოს ( თუ ჯანმრთელია ) ხოლო ავადმყოფის შემთხვევაში ცდილობს , რომ ჯანმრთელობა გაუუმჯობესოს, მისცეს სტიმული სიცოცხლისა და განვითარების, იმედი მომავლის, აზრი ჯანმრთელობის დაფასებისა და ცხოვრების გამრავალფეროვნების. ანუ არც ჯანმრთელთან და არც ავადმყოფთან უქმად დროს არ ატარებს, ცდილობს უსაფუძვლო კრიტიკაზე მეტი დრო დაუთმოს მათ წარმატებულ თვითოეულ ნაბიჯს რომელიც ადამიანს როგორც უაღრესად განვითარებული არსების ნიადაგს უფრო გაამყარებს რადგან მედიცინაში თუ ორი გამრავლებული ორზე ყოველთვის ოთხს არ უდრის იქნებ დავფიქრდეთ იმაზე რომ ჩვენი აზრთა გამონათებაც ხშირად სულაც არ არის ნათელი. პატივისცემით ნიჭიერ, მოტივირებულ, პრაქტიკოს, მიზანდასახულ ადამიანებზე შეყვარებული და არა უბრალოდ უქმადმოსაქმე ან უქმადმეტყველი. თუ ჩვენს დარგულ ყვავილს არ მოვუარეთ ყოველთვის შურის თვალით შევხედავთ მეზობლის ბაღში დარგულ მოვლილ ყვავილებს
18:43 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS