31 იანვარი, 2014
''მიყვარხარ, შე ჩემა'' - ქარიზმის ამარა დარჩენილი თეონა კონტრიძე და ხმაშემოძარცვული ნინო ქათამაძე
შესაძლოა, ნანუკას ძალიანაც უნდა, რომ თავისი მეგობრები, როგორც თანამედროვე დროის ლეგენდები, ისე გააპიაროს, მაგრამ გააჩნია, ამას საზოგადოება როგორ მიიღებს გასული ოთხშაბათიდან მოყოლებული, აქტუალობას არ კარგავს ''ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ'', რომელმაც ერთად, არც მეტი არც ნაკლები, ნინო ქათამაძე, თეონა კონტრიძე და ნიკოლოზ რაჭველი შეკრიბა.

გადაცემას ისეთი იდუმალი და მისტიკური ანონსი ჰქონდა, თავიდან მაყურებელმა იფიქრა, რომ ერთად ლეგენდარული ადამიანები შეიკრიბებოდნენ, რომლებიც საზოგადოებას დიდი ხანია არ უნახავს, ყოველ შემთხვევაში, ერთ შენობაში და ტელეკამერების წინ.

რადგან ანონსი თეატრალურ სივრცეში იყო
ჩაწერილი, ვიფიქრეთ, რომ რობიკო სტურუა და გია ყანჩელი ხომ არ იქნებოდნენ გადაცემის სტუმრები. ზოგი სულ სხვა მიმართულებით წავიდა და საკუთარი ვერსიები ჰქონდა.

მოკლედ, ნანუკას ანონსმა ნამდვილად ძალიან გაამართლა და ამ კუთხით ტელეწამყვანის გუნდს კარგად უმუშავია, თუმცა, მეორე მხრივ, გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ ეს მოლოდინი საპნის ბუშტივით გასკდა.

კარგად გამოჩნდა ერთი რამ, ის, რაზეც საზოგადოება ლაპარაკობს აღტაცებით და მართლა ლეგენდებად მიაჩნია და ''ნანუკას შოუს'' ღირებულებები მთლად არ ემთხვევა ერთმანეთს. ნინო ქათამაძის, თეონა კონტრიძისა და ნიკოლოზ რაჭველის ტრიო რომ ასეთი განსაკუთრებული არ არის, ამაზე ალბათ კამათი შეიძლება.

შესაძლოა, ნანუკას ძალიანაც უნდა, რომ თავისი მეგობრები, როგორც თანამედროვე დროის ლეგენდები, ისე გააპიაროს, მაგრამ გააჩნია, ამას საზოგადოება როგორ მიიღებს.

ნინოსა და ნიკოლოზის პროდუქტიულობის, მათ მიერ ჩატარებული კონცერტების, ნინოს სასიამოვნო, ჰიტებად ქცეული სიმღერების თუ ნიკოლოზ რაჭველის ურიცხვი რაოდენობის ნამუშევართა მიუხედავად, არ გვგონია, რომ მათ სატელევიზიო კონცერტს ასეთი ხმამაღალი წარდგენა შეესაბამებოდეს.

რაც შეეხება თეონა კონტრიძეს, მან საქართველოში სწორედ ''ნანუკას შოუში'' ჩაატარა თავისი პირველი კონცერტი. მანამდე კი ამის საშუალება, სამწუხაროდ, არ მიეცა. თეონა საკმაოდ ნიჭიერ შემსრულებლად არის ცნობილი, მაგრამ ნანუკასთან ინტერვიუშიც აღნიშნა, რომ დღესდღეობით მისი მთავარი კოზირი სულაც არ არის ხმა.

რასაკვირველია, ეს სრული სიმართლეა. ვისაც ჯაზის მიმდინარეობა ოდნავ მაინც ესმის, თეონას მიერ ''ნანუკას შოუში'' შესრულებული რამდენიმე ჯაზსტანდარტი აუცილებლად მოჰგვრიდა ღიმილს.

მომღერლისთვის ქარიზმა მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ ქარიზმის ამარა დარჩენილი შემსრულებელი არცთუ საინტერესოა. მით უმეტეს, როცა ქარიზმა დიდი მკერდის ფრიალში და ნინო ქათამაძისთვის სცენიდან ''მიყვარხარ, შე ჩემას'' ძახილში გამოიხატება...

რაც შეეხება ნინო ქათამაძეს, რომელიც ქვეყნის საზღვრებს გარეთაც საკმაოდ აღიარებული და დაფასებულია და საქართველოშიც ძლიერ უყვართ. ნათელია, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური და გამორჩეულია ჩვენს ქვეყანაში, თუმცა, მეორე მხრივ, მუსიკალური თვალსაზრისით, ამ მომღერლის შემოქმედებაში განვითარება არ ჩანს.

გარდა ამისა, მისი ცოცხალი შესრულება ბოლო დროს ყოველთვის ტოვებს მეტის სურვილს... თუკი გავიხსენებთ ნინოს პირველ ლაივს ''სამეფო უბნის თეატრში'', რომლითაც ქართველი მსმენელის გული დაიპყრო, დღეს, თითქოს, მას ხმა შემოძარცვული აქვს.

ამიტომაც, როდესაც ტელეპროექტი ხმამაღალ წარდგენას უკეთებს კონცერტს, რომელსაც მთლიანობაში, მუსიკალური თვალსაზრისით, ბევრი ნაკლი აქვს, ალბათ, უფრო მეტი დაფიქრებაა საჭირო - რას ''ვასაღებთ'' ოქროდ ქართველ მაყურებელს, რომლის უმეტესობის მუსიკალური გემოვნება საეჭვო გახლავთ.

რასაკვირველია, ის, რაც ''ნანუკას შოუში'' მოხდა, არ იყო ცუდი, მაგრამ აქ წარდგენაზეა საუბარი და არა თავად კონცერტზე. თუკი ჩვენ მეგობრებთან ერთად შევიკრიბეთ და კლუბურ ღონისძიებაზე კარგად ვერთობით, იმას არ ნიშნავს, რომ ეს მაყურებლისთვისაც საინტერესო სანახავი უნდა იყოს.

ალბათ, სწორედ ამიტომაც იყო, რომ ''ნანუკას შოუს'' რეიტინგით თურქულმა სერიალებმა გადაუსწრო და არა იმიტომ, რომ მაყურებელმა კონცერტი ვერ დააფასა.

ქეთი მელაძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 145 /
ნან
ყველაზე ცუდი გადაცემა იყო რაც კი გაუკეთებია ნანუკა ჟორჟოლიანს....
01:13 / 01-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ცქიტო
ნინო ქათამაძე არის ყველაზე მაგარი მომღერალი ამ ქვეყანაში და ყველაზე მაგარი ადამიანი მთელი დედამიწის ზურგზე!!! სტატიის ავტორი კი უბრალოდ ერთი გაბოროტებული ჟურნალისტია, რომელსაც ცალკე ნანუკასი შურს პროფესიულად და ცალკე ყრუ და უგემოვნოა...
00:55 / 01-02-2014
გამოხმაურება / 0 /
თიკა
ობიექტური შეფასებაა. ამაზრზენი სანახავი იყო ამ ორი ავადმყოფის ძუნძული, ყმუილი და ღმუილი.
00:36 / 01-02-2014
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
თეონა კონტრიძე საკუთარი ტიპაჟის ვულგარულობით და ვითომ თამამი მანერებით საკუთარი კომპლექსების დაფარვას ცდილობს, მაგრამ ძალიან ყალბია და სულაც ნუ იფიქრებს რომ ტანია მარია ან დაიანა ქროლი მყავს
00:15 / 01-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ლექსო
ამდენი კრიტიკული კომენტარი ერთად? ნუთუ თვით გენიოსები შეწუხდნენ ამისთვის?
22:58 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
....
ვინ არი ამ სტატიის ავტორი გეხვეცები მითხარი შენი აზროვნება როგორ ვიტარდება და როგორ ვითარდები რატო ეძებთ ყველაფერში ხალხო ცუდს, გემოვნებაზე კიბატონო არ დაობენ მარა ეს უკვე მარაზმია რასაც აკეთებთ. მართლა არაფრის ღირსები არ ხართ და სიბნელეში და უნდა იცხოვროთ რა განვითარებაზეა ლაპარაკი რა ევროპელობისკენ იქაჩებით როცა ელემენტარული შეგნება და აღქნუს უნარი არ გაგაჩნია!!! მე რო შენი უფროსი ვიყო გაგაგდებდუ დგესვე სამსახურისდან მარა სკანდალი ხო ქართველების სტილია
22:19 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ბუჰეჰე
იმდენად ამოგვიყვანა წყალტუბომ პრომო რო ნაღდად ჩავარდა და ასეც ვიცოდი .. ისევ ძუძუ დეიდა და უნიჭო კომპოზიციები.. ეს გვარამია კიდე რა თავს იდებს მელომანობაზე ? ნიჭიერიდან გამოჩნდა რა გემოვნებაც აქვს ...თან როგორ ტენდეციად იქცა კეკელას გაპიარება ..რას აქებენ მაინც ვერ გავიგე.ჭკვიანს ვერ ეძახიან და გადარეულს რო უფარდებენ მაგარი კომპლიმენტია ვითომ?? სიბოროტედ ნუ ჩაუთვლით ადამიანებს ვისაც არ მოეწონათ ნაღდად არ ვარგოდა და ჩანაწერს უყურეთ კიდევ ერთხელ და დარწმუნდებით..არ გინდათ ეგ ვაი ჰუმანურობა
22:18 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ნატა
არაფრის ღირსები არ ვართ ქართველები და ამიტომაც ღმერთიც აღარ გვიწყობს ხელს არაფერში. უფრო და უფრო ვრწმუნდები იმაში, რომ კიდევ კარგი საქართველოში მრავალი ერის წარმომადგენელი ცხოვრობს და ანეიტრალებს ქართველების ბოღმიან, შურიან და ღვარძლიან ხასიათს! მალე სულ დავგლეჯთ ერთმანეთს და დარჩება საქართველო ქართველების გარეშე!
21:40 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
რონი
ნამეტანი მარიაჟის ხარჯზე გაკეთებული შოუ რომ ჩავარდებოდა ამას არც ჭირდება კომენტარი... აიეს უწიგნური ფსევდო ბომონდი კი ლაიტმოტივად რომ დევდა ამ ყველაფერს ... ნამდვილად გულის ამრევი იყო!!!
20:47 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინი
როგორ შეიძლბა ტე კონტრიძის და ნინო ქათამაძის შედარება რაც ნანუკამ ვანოს შოუში თქვა, მე რომ ქათამაძე ვკოფილიყავი შეურაწყოფილად ვიგრძნობდი თავს ვინმეს რომ ასეტი რაგაც შემოეთავაზებინა, კარგად გამოჩნდა მატ შორის გასხვავება
20:44 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS