31 იანვარი, 2014
''მიყვარხარ, შე ჩემა'' - ქარიზმის ამარა დარჩენილი თეონა კონტრიძე და ხმაშემოძარცვული ნინო ქათამაძე
შესაძლოა, ნანუკას ძალიანაც უნდა, რომ თავისი მეგობრები, როგორც თანამედროვე დროის ლეგენდები, ისე გააპიაროს, მაგრამ გააჩნია, ამას საზოგადოება როგორ მიიღებს გასული ოთხშაბათიდან მოყოლებული, აქტუალობას არ კარგავს ''ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ'', რომელმაც ერთად, არც მეტი არც ნაკლები, ნინო ქათამაძე, თეონა კონტრიძე და ნიკოლოზ რაჭველი შეკრიბა.

გადაცემას ისეთი იდუმალი და მისტიკური ანონსი ჰქონდა, თავიდან მაყურებელმა იფიქრა, რომ ერთად ლეგენდარული ადამიანები შეიკრიბებოდნენ, რომლებიც საზოგადოებას დიდი ხანია არ უნახავს, ყოველ შემთხვევაში, ერთ შენობაში და ტელეკამერების წინ.

რადგან ანონსი თეატრალურ სივრცეში იყო
ჩაწერილი, ვიფიქრეთ, რომ რობიკო სტურუა და გია ყანჩელი ხომ არ იქნებოდნენ გადაცემის სტუმრები. ზოგი სულ სხვა მიმართულებით წავიდა და საკუთარი ვერსიები ჰქონდა.

მოკლედ, ნანუკას ანონსმა ნამდვილად ძალიან გაამართლა და ამ კუთხით ტელეწამყვანის გუნდს კარგად უმუშავია, თუმცა, მეორე მხრივ, გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ ეს მოლოდინი საპნის ბუშტივით გასკდა.

კარგად გამოჩნდა ერთი რამ, ის, რაზეც საზოგადოება ლაპარაკობს აღტაცებით და მართლა ლეგენდებად მიაჩნია და ''ნანუკას შოუს'' ღირებულებები მთლად არ ემთხვევა ერთმანეთს. ნინო ქათამაძის, თეონა კონტრიძისა და ნიკოლოზ რაჭველის ტრიო რომ ასეთი განსაკუთრებული არ არის, ამაზე ალბათ კამათი შეიძლება.

შესაძლოა, ნანუკას ძალიანაც უნდა, რომ თავისი მეგობრები, როგორც თანამედროვე დროის ლეგენდები, ისე გააპიაროს, მაგრამ გააჩნია, ამას საზოგადოება როგორ მიიღებს.

ნინოსა და ნიკოლოზის პროდუქტიულობის, მათ მიერ ჩატარებული კონცერტების, ნინოს სასიამოვნო, ჰიტებად ქცეული სიმღერების თუ ნიკოლოზ რაჭველის ურიცხვი რაოდენობის ნამუშევართა მიუხედავად, არ გვგონია, რომ მათ სატელევიზიო კონცერტს ასეთი ხმამაღალი წარდგენა შეესაბამებოდეს.

რაც შეეხება თეონა კონტრიძეს, მან საქართველოში სწორედ ''ნანუკას შოუში'' ჩაატარა თავისი პირველი კონცერტი. მანამდე კი ამის საშუალება, სამწუხაროდ, არ მიეცა. თეონა საკმაოდ ნიჭიერ შემსრულებლად არის ცნობილი, მაგრამ ნანუკასთან ინტერვიუშიც აღნიშნა, რომ დღესდღეობით მისი მთავარი კოზირი სულაც არ არის ხმა.

რასაკვირველია, ეს სრული სიმართლეა. ვისაც ჯაზის მიმდინარეობა ოდნავ მაინც ესმის, თეონას მიერ ''ნანუკას შოუში'' შესრულებული რამდენიმე ჯაზსტანდარტი აუცილებლად მოჰგვრიდა ღიმილს.

მომღერლისთვის ქარიზმა მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ ქარიზმის ამარა დარჩენილი შემსრულებელი არცთუ საინტერესოა. მით უმეტეს, როცა ქარიზმა დიდი მკერდის ფრიალში და ნინო ქათამაძისთვის სცენიდან ''მიყვარხარ, შე ჩემას'' ძახილში გამოიხატება...

რაც შეეხება ნინო ქათამაძეს, რომელიც ქვეყნის საზღვრებს გარეთაც საკმაოდ აღიარებული და დაფასებულია და საქართველოშიც ძლიერ უყვართ. ნათელია, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური და გამორჩეულია ჩვენს ქვეყანაში, თუმცა, მეორე მხრივ, მუსიკალური თვალსაზრისით, ამ მომღერლის შემოქმედებაში განვითარება არ ჩანს.

გარდა ამისა, მისი ცოცხალი შესრულება ბოლო დროს ყოველთვის ტოვებს მეტის სურვილს... თუკი გავიხსენებთ ნინოს პირველ ლაივს ''სამეფო უბნის თეატრში'', რომლითაც ქართველი მსმენელის გული დაიპყრო, დღეს, თითქოს, მას ხმა შემოძარცვული აქვს.

ამიტომაც, როდესაც ტელეპროექტი ხმამაღალ წარდგენას უკეთებს კონცერტს, რომელსაც მთლიანობაში, მუსიკალური თვალსაზრისით, ბევრი ნაკლი აქვს, ალბათ, უფრო მეტი დაფიქრებაა საჭირო - რას ''ვასაღებთ'' ოქროდ ქართველ მაყურებელს, რომლის უმეტესობის მუსიკალური გემოვნება საეჭვო გახლავთ.

რასაკვირველია, ის, რაც ''ნანუკას შოუში'' მოხდა, არ იყო ცუდი, მაგრამ აქ წარდგენაზეა საუბარი და არა თავად კონცერტზე. თუკი ჩვენ მეგობრებთან ერთად შევიკრიბეთ და კლუბურ ღონისძიებაზე კარგად ვერთობით, იმას არ ნიშნავს, რომ ეს მაყურებლისთვისაც საინტერესო სანახავი უნდა იყოს.

ალბათ, სწორედ ამიტომაც იყო, რომ ''ნანუკას შოუს'' რეიტინგით თურქულმა სერიალებმა გადაუსწრო და არა იმიტომ, რომ მაყურებელმა კონცერტი ვერ დააფასა.

ქეთი მელაძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 145 /
მარტალა
ნანუკა გეყო.ხომ არ ცჯობდა ეახლო სჰენს კოდუს?მგონი დაგერხატ.გადაცემა კი იყო ბანზობა.
11:05 / 01-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინკა
ჟურნალისტს ვეთანხმები100%-ით! ყველაფერი ობიექტურად შეაფასა!!!ჯობდა ნანუკას ამომავალი ვარსკვლავი გელა გურალია მიეწვია,რომელიც რამდენიმე დღით იმყოფებოდა საქართველოში და რომლის ტალანტმა გადარია სრულიად რუსეთი!!! უნიკალური მომღერალი,რომლის ხმასაც კოსმიურს უწოდებენ,ისე ჩამოვიდა და წავიდა თბილისიდან ქართულმა მედიამ არ აღირსა სათანადო ყურადღება!!!!
05:48 / 01-02-2014
გამოხმაურება / 0 /
თამარი
რაგაც სიმართლის მარცვალი შესაძლოა არის ამ რეცენზიაში, თუმცა კრიტიკაც ისეთივე გადაჭარბებულია, როგორც რეცენზიის ავტორის აზრი ამ თემასთან დაკავშირებით:)
03:35 / 01-02-2014
გამოხმაურება / 0 /
სოფო
რადგან კონტრიძემ იმღერა დასაშვები იყო რუსული სიმღერა? განაბული სახით, რომ უსმენდა გვარამია... სხვას, რომ ემღერა ხომ გააქილიქებდა რუსთავი2.
02:22 / 01-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანკა
ხო რაც შეეხება "ნანუკას შოუს" oprah winfrey - ს ელოდებით საქართველოში თუ ellen degeneres - ს? საქართველო კიდე გაიზრდება და მასთან ერთად გაიზრდება მედიაც...:) გაიზრდებით თქვენც და მეც:) დაე ერთმანეთს უფრო მეტი ჰუმანურობით მივუდგეთ უკეთესი იქნება ნამდვილად. ნანუკა დღესდღეისობით წამყვან შოუს აკეთებს საქართველოში, ეს უნდა ვაღიაროთ, მე მისი მაყურებელი არ გახლავართ, მაგრამ ამას ვაღიარებ:) ჯობია სხვა პრობლემებზე ვისაუბროთ, ვიდრე კონცერტის ავკარგობაზე:)
02:13 / 01-02-2014
გამოხმაურება / 0 /
შორენა
უმაგრესიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი კონცერტი იყოოო!!! საოცარი სიამოვნება მივიღეე!
02:12 / 01-02-2014
გამოხმაურება / 0 /
თორნიკე
კონტრიძის ჯაზი არ გეიშვა არსად : D D ეგ ვანიებს რო აბოლებს რუსეთში ხო არ გონია, რომ საქართველოშიც გაუვა ეგ ნომრები: "помоги мне, помоги мне"
02:10 / 01-02-2014
გამოხმაურება / 0 /
კახა
თეონას იმდენად ცამგებიანი გარეგნობა აქვს, რომ ვოკალის ხარჯზეც მაიც უნდა გაქაჩოს, მარა ისიც დიდი არაფერი აქვს, მაგისი ნამგერის დრო ცავიდა, ეგ 90 იანებში გამოირჩეოდა,მას შემდეგ ხალხი განვითარდა მუსიკალურად და თეოა ვეღარ, თან ამ რუსეთმა დედა უტირა საერთოდ დაუგდო გემოვნება.
02:07 / 01-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანკა
მე ვერ ვხვდებიასე ხაზი რატომ ესმევა საქართველოში იმ ასპექტებს რაც სასცენო ხელოვნებისთვის საერთოდ არასტანდარტულია, მეორეც ნინო ქათამაძე ჩემთვის მართლა მომღერალია, თეონა მასთან შედარებით სუსტია, მაგრამ დღევანდელ მასას თუ გადავხედავთ საქართველოში"მომღერლებს" ვგულისხმობ... საქართველოში ნინო ჩხეიძეს, ლელა წურწუმიას, ძოწენიძეს და სურამელაშვილს უსმენენ:)) ამათ ფონზე ეს მართლა კაი კონცერტი იყო:) კიდევ ერთს ვიტყოდი, ჯაზს რაც შეეხო, ჩემო ძვირფასო ქეთი სტანდარტები იმიტომ არსებობს... რომ იქ იმპროვიზირებული სული გამოიხატოს... ერთ თემას სხვადასხვა ჯაზზ მუსიკოსი თავისი ხელწერით დებს.. ძალიან გთხოვ და მოგთხოვ ქართველ მსმენელს შეურაწყოფას ნუ აყენებ.. მე და შენ რომ დავჯდეთ ჯაზზთან ან თუნდაც ნებისმიერ სხვა განხრასთან მიმართებაში გაგაჩუმებ... მოდი ყოველ ადამიანს დავუტოვოთ თავისუფალი აზრი, თუნდაც იმ ნინო ჩხეიძის მსმენელსაც და კონტრიძესაც, კრიტიკა საქართველოში კიდევ დიდი ხანი ვერ იარსებებს... ფსევდო ინტელიგენციის ხელში...:)
02:05 / 01-02-2014
გამოხმაურება / 0 /
Giorgi
ნუ ვეთანხმები ავტორს და მომკალი. ნინო კი განიცდის კრიზისს აშკარად, მაგრამ მაინც დახვეცილი ქალია, და აი თეონა ძაან არა ესთეტიურია რააა... თან მაგისთანა მომგერლები კონა შაურად უკვე. როგორი ნიჩიერი ბავშვები ცამოვიდნენ..
02:03 / 01-02-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS