31 იანვარი, 2014
''მიყვარხარ, შე ჩემა'' - ქარიზმის ამარა დარჩენილი თეონა კონტრიძე და ხმაშემოძარცვული ნინო ქათამაძე
შესაძლოა, ნანუკას ძალიანაც უნდა, რომ თავისი მეგობრები, როგორც თანამედროვე დროის ლეგენდები, ისე გააპიაროს, მაგრამ გააჩნია, ამას საზოგადოება როგორ მიიღებს გასული ოთხშაბათიდან მოყოლებული, აქტუალობას არ კარგავს ''ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ'', რომელმაც ერთად, არც მეტი არც ნაკლები, ნინო ქათამაძე, თეონა კონტრიძე და ნიკოლოზ რაჭველი შეკრიბა.

გადაცემას ისეთი იდუმალი და მისტიკური ანონსი ჰქონდა, თავიდან მაყურებელმა იფიქრა, რომ ერთად ლეგენდარული ადამიანები შეიკრიბებოდნენ, რომლებიც საზოგადოებას დიდი ხანია არ უნახავს, ყოველ შემთხვევაში, ერთ შენობაში და ტელეკამერების წინ.

რადგან ანონსი თეატრალურ სივრცეში იყო
ჩაწერილი, ვიფიქრეთ, რომ რობიკო სტურუა და გია ყანჩელი ხომ არ იქნებოდნენ გადაცემის სტუმრები. ზოგი სულ სხვა მიმართულებით წავიდა და საკუთარი ვერსიები ჰქონდა.

მოკლედ, ნანუკას ანონსმა ნამდვილად ძალიან გაამართლა და ამ კუთხით ტელეწამყვანის გუნდს კარგად უმუშავია, თუმცა, მეორე მხრივ, გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ ეს მოლოდინი საპნის ბუშტივით გასკდა.

კარგად გამოჩნდა ერთი რამ, ის, რაზეც საზოგადოება ლაპარაკობს აღტაცებით და მართლა ლეგენდებად მიაჩნია და ''ნანუკას შოუს'' ღირებულებები მთლად არ ემთხვევა ერთმანეთს. ნინო ქათამაძის, თეონა კონტრიძისა და ნიკოლოზ რაჭველის ტრიო რომ ასეთი განსაკუთრებული არ არის, ამაზე ალბათ კამათი შეიძლება.

შესაძლოა, ნანუკას ძალიანაც უნდა, რომ თავისი მეგობრები, როგორც თანამედროვე დროის ლეგენდები, ისე გააპიაროს, მაგრამ გააჩნია, ამას საზოგადოება როგორ მიიღებს.

ნინოსა და ნიკოლოზის პროდუქტიულობის, მათ მიერ ჩატარებული კონცერტების, ნინოს სასიამოვნო, ჰიტებად ქცეული სიმღერების თუ ნიკოლოზ რაჭველის ურიცხვი რაოდენობის ნამუშევართა მიუხედავად, არ გვგონია, რომ მათ სატელევიზიო კონცერტს ასეთი ხმამაღალი წარდგენა შეესაბამებოდეს.

რაც შეეხება თეონა კონტრიძეს, მან საქართველოში სწორედ ''ნანუკას შოუში'' ჩაატარა თავისი პირველი კონცერტი. მანამდე კი ამის საშუალება, სამწუხაროდ, არ მიეცა. თეონა საკმაოდ ნიჭიერ შემსრულებლად არის ცნობილი, მაგრამ ნანუკასთან ინტერვიუშიც აღნიშნა, რომ დღესდღეობით მისი მთავარი კოზირი სულაც არ არის ხმა.

რასაკვირველია, ეს სრული სიმართლეა. ვისაც ჯაზის მიმდინარეობა ოდნავ მაინც ესმის, თეონას მიერ ''ნანუკას შოუში'' შესრულებული რამდენიმე ჯაზსტანდარტი აუცილებლად მოჰგვრიდა ღიმილს.

მომღერლისთვის ქარიზმა მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ ქარიზმის ამარა დარჩენილი შემსრულებელი არცთუ საინტერესოა. მით უმეტეს, როცა ქარიზმა დიდი მკერდის ფრიალში და ნინო ქათამაძისთვის სცენიდან ''მიყვარხარ, შე ჩემას'' ძახილში გამოიხატება...

რაც შეეხება ნინო ქათამაძეს, რომელიც ქვეყნის საზღვრებს გარეთაც საკმაოდ აღიარებული და დაფასებულია და საქართველოშიც ძლიერ უყვართ. ნათელია, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური და გამორჩეულია ჩვენს ქვეყანაში, თუმცა, მეორე მხრივ, მუსიკალური თვალსაზრისით, ამ მომღერლის შემოქმედებაში განვითარება არ ჩანს.

გარდა ამისა, მისი ცოცხალი შესრულება ბოლო დროს ყოველთვის ტოვებს მეტის სურვილს... თუკი გავიხსენებთ ნინოს პირველ ლაივს ''სამეფო უბნის თეატრში'', რომლითაც ქართველი მსმენელის გული დაიპყრო, დღეს, თითქოს, მას ხმა შემოძარცვული აქვს.

ამიტომაც, როდესაც ტელეპროექტი ხმამაღალ წარდგენას უკეთებს კონცერტს, რომელსაც მთლიანობაში, მუსიკალური თვალსაზრისით, ბევრი ნაკლი აქვს, ალბათ, უფრო მეტი დაფიქრებაა საჭირო - რას ''ვასაღებთ'' ოქროდ ქართველ მაყურებელს, რომლის უმეტესობის მუსიკალური გემოვნება საეჭვო გახლავთ.

რასაკვირველია, ის, რაც ''ნანუკას შოუში'' მოხდა, არ იყო ცუდი, მაგრამ აქ წარდგენაზეა საუბარი და არა თავად კონცერტზე. თუკი ჩვენ მეგობრებთან ერთად შევიკრიბეთ და კლუბურ ღონისძიებაზე კარგად ვერთობით, იმას არ ნიშნავს, რომ ეს მაყურებლისთვისაც საინტერესო სანახავი უნდა იყოს.

ალბათ, სწორედ ამიტომაც იყო, რომ ''ნანუკას შოუს'' რეიტინგით თურქულმა სერიალებმა გადაუსწრო და არა იმიტომ, რომ მაყურებელმა კონცერტი ვერ დააფასა.

ქეთი მელაძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 145 /
Mაკა
Kონტრიძე იმდენად უშნოა,მაგისი სიმგერაც ა. Mინდაუა
20:41 / 01-02-2014
გამოხმაურება / 0 /
სონკა1
მართც ძAლიან კორექტუLი სტატიაა. ზEდმეტი აგრესიის გარეშE გაკრიტიკებული. Vუსმინე და ვუყურე კონცერტს, მაგრამ აღFრთOვანებული ნამდვილად არ Dამტოვა კონტრიძIს ვულგარულობამ. Nუ, ქათAმაძE ყოველთVის ქათამაძEა და "ნანუკას შOუშI" ეს აღMოჩEნა არ Yოფილა. GვეძAხოს გოიმი, ამით უარესად დაიწევს მისი რეიტინგი :))))))))
20:34 / 01-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ლაშა
აბსოლუტურად კორექტული სტატიაა ძალიან კარგი აქცენტებით. ესაა მუსიკალური კრიტიკა და არა ლანძღვა, როგორც ზოგიერთს ჰგონია. ყოჩაღ ავტორს!
19:28 / 01-02-2014
გამოხმაურება / 0 /
კაკო
ჩემთვის მუსიკა პირველ რიგში ჰარმონიაა,ამიტომ ეს კონცერტი ჩემთვის მხოლოდ ძუძუების თამაში იყო...ვისაც მოწონს-- გაუმარჯოს...
18:27 / 01-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ტატო
თუკი გავიხსენებთ ნინოს პირველ ლაივს ''სამეფო უბნის თეატრში'', რომლითაც ქართველი მსმენელის გული დაიპყრო, დღეს, თითქოს, მას ხმა შემოძარცვული აქვს. ვ ე თ ა ნ ხ მ ე ბ. ი რაც შეეხება თეონა კონტრიძეს, მან საქართველოში სწორედ ''ნანუკას შოუში'' ჩაატარა თავისი პირველი კონცერტი. მანამდე კი ამის საშუალება, სამწუხაროდ, არ მიეცა. თეონა საკმაოდ ნიჭიერ შემსრულებლად არის ცნობილი, მაგრამ ნანუკასთან ინტერვიუშიც აღნიშნა, რომ დღესდღეობით მისი მთავარი კოზირი სულაც არ არის ხმა. მომღერლისთვის ქარიზმა მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ ქარიზმის ამარა დარჩენილი შემსრულებელი არცთუ საინტერესოა. მით უმეტეს, როცა ქარიზმა დიდი მკერდის ფრიალში და ნინო ქათამაძისთვის სცენიდან ''მიყვარხარ, შე ჩემას'' ძახილში გამოიხატება... ვ ე თ ა ნ ხ მ ე ბ. ი
17:27 / 01-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ზურა
კონცერტი კი არა მარაზმი იყო, უგემოვნო კატების კნავილი .
15:40 / 01-02-2014
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
მე დავწერე კომენტარი და გაქრა.არ დავწერდი მხოლოდ ხალხის აზრი რომ ყოფილიყო აქ,რადგან ყველას თავისი აზრი აქვს,ზოგს დადებითი ,ზოგს --უარყოფითი,ზოგსაც უზრდელური და უტაქტო,(თუმცა ეს მხოლოდ საკუთარ თავზე გვიქმნის შთაბეჭდილებას)მაგრამ არ შეიძლება ჟურნალისტი, თუ კრიტიკოსი ასე წერდეს სტატიას.მუსიკათმცოდნე რომ არ არის ამ სტატიის დამწერი არც ერთ მუსიკოსს ეჭვი არ ეპარება,მაგრამ არც ჟურნალისტი არ უნდა იყოს.
15:11 / 01-02-2014
გამოხმაურება / 0 /
სოსო
ქეთი მელაძე -- კრიტიკა კარგია ჩემო კარგო, მაგრამ მუსიკა ვისაც ესმის, ეს იყო ძალიან კარგი კონცერტი და მაღალი ხარისხის სიმღერა. ისწავლეთ დაფასება
14:39 / 01-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ლია
ნანუკას ზედმეტი მოუვიდა და შოუმ(და არა კონცერტმა)კრიტიკა ამიტომ გამოიწვია. ტან ამ პრომოში როსტო მთლად ზედმეტი და ძალად ცაჩხერილი იყო. მოკლედ ნანუკა ვისაც გინდა გააპიარებს, როგორ გამოუვა, ეს სხვა საქმეა:,,მან ხომ მცდელობა არ დააკლო''.
13:31 / 01-02-2014
გამოხმაურება / 0 /
მარი
რატო ხართ ესეთი გაბოროტებულები და ესეთი საშინელი ხალხი რატოოოო? ნინო ქათამაძეა ძროხა და ის ყარს ოფლის სუნად და შენ არაა? ნეტა ყველა მასეთი ძროხები ვიყოთ და ყველა ეგეთი ოფლიანები!!!!!ფ
12:44 / 01-02-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS