31 იანვარი, 2014
''მიყვარხარ, შე ჩემა'' - ქარიზმის ამარა დარჩენილი თეონა კონტრიძე და ხმაშემოძარცვული ნინო ქათამაძე
შესაძლოა, ნანუკას ძალიანაც უნდა, რომ თავისი მეგობრები, როგორც თანამედროვე დროის ლეგენდები, ისე გააპიაროს, მაგრამ გააჩნია, ამას საზოგადოება როგორ მიიღებს გასული ოთხშაბათიდან მოყოლებული, აქტუალობას არ კარგავს ''ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ'', რომელმაც ერთად, არც მეტი არც ნაკლები, ნინო ქათამაძე, თეონა კონტრიძე და ნიკოლოზ რაჭველი შეკრიბა.

გადაცემას ისეთი იდუმალი და მისტიკური ანონსი ჰქონდა, თავიდან მაყურებელმა იფიქრა, რომ ერთად ლეგენდარული ადამიანები შეიკრიბებოდნენ, რომლებიც საზოგადოებას დიდი ხანია არ უნახავს, ყოველ შემთხვევაში, ერთ შენობაში და ტელეკამერების წინ.

რადგან ანონსი თეატრალურ სივრცეში იყო
ჩაწერილი, ვიფიქრეთ, რომ რობიკო სტურუა და გია ყანჩელი ხომ არ იქნებოდნენ გადაცემის სტუმრები. ზოგი სულ სხვა მიმართულებით წავიდა და საკუთარი ვერსიები ჰქონდა.

მოკლედ, ნანუკას ანონსმა ნამდვილად ძალიან გაამართლა და ამ კუთხით ტელეწამყვანის გუნდს კარგად უმუშავია, თუმცა, მეორე მხრივ, გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ ეს მოლოდინი საპნის ბუშტივით გასკდა.

კარგად გამოჩნდა ერთი რამ, ის, რაზეც საზოგადოება ლაპარაკობს აღტაცებით და მართლა ლეგენდებად მიაჩნია და ''ნანუკას შოუს'' ღირებულებები მთლად არ ემთხვევა ერთმანეთს. ნინო ქათამაძის, თეონა კონტრიძისა და ნიკოლოზ რაჭველის ტრიო რომ ასეთი განსაკუთრებული არ არის, ამაზე ალბათ კამათი შეიძლება.

შესაძლოა, ნანუკას ძალიანაც უნდა, რომ თავისი მეგობრები, როგორც თანამედროვე დროის ლეგენდები, ისე გააპიაროს, მაგრამ გააჩნია, ამას საზოგადოება როგორ მიიღებს.

ნინოსა და ნიკოლოზის პროდუქტიულობის, მათ მიერ ჩატარებული კონცერტების, ნინოს სასიამოვნო, ჰიტებად ქცეული სიმღერების თუ ნიკოლოზ რაჭველის ურიცხვი რაოდენობის ნამუშევართა მიუხედავად, არ გვგონია, რომ მათ სატელევიზიო კონცერტს ასეთი ხმამაღალი წარდგენა შეესაბამებოდეს.

რაც შეეხება თეონა კონტრიძეს, მან საქართველოში სწორედ ''ნანუკას შოუში'' ჩაატარა თავისი პირველი კონცერტი. მანამდე კი ამის საშუალება, სამწუხაროდ, არ მიეცა. თეონა საკმაოდ ნიჭიერ შემსრულებლად არის ცნობილი, მაგრამ ნანუკასთან ინტერვიუშიც აღნიშნა, რომ დღესდღეობით მისი მთავარი კოზირი სულაც არ არის ხმა.

რასაკვირველია, ეს სრული სიმართლეა. ვისაც ჯაზის მიმდინარეობა ოდნავ მაინც ესმის, თეონას მიერ ''ნანუკას შოუში'' შესრულებული რამდენიმე ჯაზსტანდარტი აუცილებლად მოჰგვრიდა ღიმილს.

მომღერლისთვის ქარიზმა მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ ქარიზმის ამარა დარჩენილი შემსრულებელი არცთუ საინტერესოა. მით უმეტეს, როცა ქარიზმა დიდი მკერდის ფრიალში და ნინო ქათამაძისთვის სცენიდან ''მიყვარხარ, შე ჩემას'' ძახილში გამოიხატება...

რაც შეეხება ნინო ქათამაძეს, რომელიც ქვეყნის საზღვრებს გარეთაც საკმაოდ აღიარებული და დაფასებულია და საქართველოშიც ძლიერ უყვართ. ნათელია, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური და გამორჩეულია ჩვენს ქვეყანაში, თუმცა, მეორე მხრივ, მუსიკალური თვალსაზრისით, ამ მომღერლის შემოქმედებაში განვითარება არ ჩანს.

გარდა ამისა, მისი ცოცხალი შესრულება ბოლო დროს ყოველთვის ტოვებს მეტის სურვილს... თუკი გავიხსენებთ ნინოს პირველ ლაივს ''სამეფო უბნის თეატრში'', რომლითაც ქართველი მსმენელის გული დაიპყრო, დღეს, თითქოს, მას ხმა შემოძარცვული აქვს.

ამიტომაც, როდესაც ტელეპროექტი ხმამაღალ წარდგენას უკეთებს კონცერტს, რომელსაც მთლიანობაში, მუსიკალური თვალსაზრისით, ბევრი ნაკლი აქვს, ალბათ, უფრო მეტი დაფიქრებაა საჭირო - რას ''ვასაღებთ'' ოქროდ ქართველ მაყურებელს, რომლის უმეტესობის მუსიკალური გემოვნება საეჭვო გახლავთ.

რასაკვირველია, ის, რაც ''ნანუკას შოუში'' მოხდა, არ იყო ცუდი, მაგრამ აქ წარდგენაზეა საუბარი და არა თავად კონცერტზე. თუკი ჩვენ მეგობრებთან ერთად შევიკრიბეთ და კლუბურ ღონისძიებაზე კარგად ვერთობით, იმას არ ნიშნავს, რომ ეს მაყურებლისთვისაც საინტერესო სანახავი უნდა იყოს.

ალბათ, სწორედ ამიტომაც იყო, რომ ''ნანუკას შოუს'' რეიტინგით თურქულმა სერიალებმა გადაუსწრო და არა იმიტომ, რომ მაყურებელმა კონცერტი ვერ დააფასა.

ქეთი მელაძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 145 /
კუჭკუჭი
რაც შეეხება ნიკოლოზ რაჭველს,ის უკვე ჩამოყალიბებული პროფესიონალი და ბრწყინვალე აკომპანიატორია.
01:46 / 02-02-2014
გამოხმაურება / 0 /
კუჭკუჭი
ერთი ბუბა კიკაბიძეა მომღერალი და მეორე ესენი "ჯაზმენები".ჯაზის მომღერლობაზე თუ პრეტენზიას აცხადებს ადამიანი,მარტო "შაბიდუბი ვაბაბიბას"ძახილი და სცენაზე ტყლარჭვა არ შველის.მომღერალი უნდა ერკვეოდეს ჯაზურ ჰარმონიაში და იმპროვიზაციის სტრუქტურაში.მოკლედ ორთავე მაგარი ნიჭიერია,ოღონდ მასების დაბოლებაში,ამიტომაც სტატიის ავტორს ბოღმიანს ეძახიან.მეც ბოღმიანი რომ არ გეგონოთ,ალალი გულით წარმატებას ვუსურვებ ორივეს,ოღონდ ვთხოვ,რომ ბევრად მეტი იმუშაონ საკუთარ თავზე(ისწავლონ ჯაზური ჰარმონია,რათა სტრუქტურულად სწორად ააწყონ იმპროვიზაცია),თუ უნდათ,რომ სერიოზულ მუსიკაშიც წარმატებულები იყვნენ.
01:30 / 02-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ნიკო
ვეთანხმები სტატიის ავტორს. ნანუკას თავში აქვს ავარდნილი ბევრი რამ და თავისი გადაცემა და სამტრედიული კილოკავის გაღმერთებას მოუწოდებს მსმენელს. კარგი მომღერლები არიან, მაგრამ კრიტიკა-რეცენზია დასაფასებელია. ნანუკა კი უნდა აცნობიერებდეს, რომ ეგრე არაა თაყაო.
01:01 / 02-02-2014
გამოხმაურება / 0 /
სხვა
ჩვენ ძალიან კარგად ვიცით კრიტიკა თან ზედმეტად კარგად. ჩემი აზრით მობეზრდა ხალხს ძველი და გვანახეს განსხვავებული გადაცემა.არსებობს ფილმები რომელიც ერთხელ საყურებლად ღირს და მეც ერთხელ სიამოვნებით ვუყურე ამ გადაცემას. ასევე პიარმაც გაამართლა, რადგან უკვე ამ გადაცემაზე წერთ და ლაპარაკობთ. :)))
00:49 / 02-02-2014
გამოხმაურება / 0 /
გიგი
არ მახსოვს ქარტველები რამით კმაყოფილები ვიყოთ .მთავარია სალანძღავი თემა გვქონდეს და არ ვიზარებთ არავის ლანძღვას რა გინდათ ამ ხელოვან ხალხთან ვერ გამიგია ,ლელა წურწუმიას და ნინო ჩხეიძეს უსმენთ გასული 10 წელია და ტელევიზიებში ქალიშვილობაზე მათ ასაუბრებთ, ვერ ვხვდები ასე ბოგმიანები რატომ ხართ , უბრალოდ საკუთარ ქვეყანას გააძულებთ ხალხს
23:00 / 01-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ელენე
შოუ ნამდვილად კარგი იყო....თეოც ნიჭიერია, აქედან გააქციეს და ჩრდილოეთში შეძლო რეალიზება(ეს არც ისე ადვილია!!!) მაგრამ ნინო რომ ნიჭიერი, შემოქმედი მუსიკოსია, ეს უდავოა.....მაგრამ ზოგს მაინც წურწუმიკა და მისთანანი ურჩევნია, ვითომ რომ "წაისვეცკებენ"...მაინც.....მთავარი ხმა და ნიჭია, ღვთისაგან ბოძებული.....
21:41 / 01-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანიკო
რა შუაშია აქ კოდუა ან პოლიტიკა. ძალიან მაგარი გადაცემა იყო და სამივე ძალიან მაგრები არიან და ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ამ ხალხზე წერთ რათა თქვენს ჟურნალს ცოტა მაინც აუწიოთ რეიტინგი. :))))
21:33 / 01-02-2014
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
პ.ს.ზოგიერთი კაცის გასაგონად---კაცს არ შეჰფერის ქალს ძროხა უწოდოს და ასე შემდეგ.მით უმეტეს რომ ესენი პატივსაცემი ადამიანები არიან.
21:32 / 01-02-2014
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
რა ნახა ამ ჟურნალისტმა ვულგარული?არსად დადის და არაფერი უნახავს?ან ამ კაცებმა რა აიტეხეს ძუძუ მკერდის თემა...მუსიკის კრიტიკა თუ გინდათ,მუსიკაზე ისაუბრეთ,ქალის მკერდი ვისაც აღიზიანებს,ნუ უყურებს და მორჩა პრობლემა
21:28 / 01-02-2014
გამოხმაურება / 0 /
მეგიკო
ნანუკას შოუს წინ უსწრებდა ვანო მერაბიშვილის კადრები და იქ ირაკლი კოდუას ამაზრზენი მოქმედება როგორ იღებს ბრძენებას რომ მერაბიშვილს მოუტანოს ორი გვამი ამანას იმოქმედა ნანუკას შოუს ნახვის სურვილი ჩემნაირად ბევრს სურვილი დაუკარგა და საერთოს რა უნდა ნანუკას ტელევიზიაში როცა მაგის ქმარზე ამდენი ხალხის გამწარებით დაწინაურდა და გამდიდრდა კიდევ ბევრი კადრები გამოჩნდება ალბად უშუალოს კოდუას რამდები ბიზნესმენი ჰყავს გაკოტრებული კოდუს.
21:09 / 01-02-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS