31 იანვარი, 2014
''მიყვარხარ, შე ჩემა'' - ქარიზმის ამარა დარჩენილი თეონა კონტრიძე და ხმაშემოძარცვული ნინო ქათამაძე
შესაძლოა, ნანუკას ძალიანაც უნდა, რომ თავისი მეგობრები, როგორც თანამედროვე დროის ლეგენდები, ისე გააპიაროს, მაგრამ გააჩნია, ამას საზოგადოება როგორ მიიღებს გასული ოთხშაბათიდან მოყოლებული, აქტუალობას არ კარგავს ''ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ'', რომელმაც ერთად, არც მეტი არც ნაკლები, ნინო ქათამაძე, თეონა კონტრიძე და ნიკოლოზ რაჭველი შეკრიბა.

გადაცემას ისეთი იდუმალი და მისტიკური ანონსი ჰქონდა, თავიდან მაყურებელმა იფიქრა, რომ ერთად ლეგენდარული ადამიანები შეიკრიბებოდნენ, რომლებიც საზოგადოებას დიდი ხანია არ უნახავს, ყოველ შემთხვევაში, ერთ შენობაში და ტელეკამერების წინ.

რადგან ანონსი თეატრალურ სივრცეში იყო
ჩაწერილი, ვიფიქრეთ, რომ რობიკო სტურუა და გია ყანჩელი ხომ არ იქნებოდნენ გადაცემის სტუმრები. ზოგი სულ სხვა მიმართულებით წავიდა და საკუთარი ვერსიები ჰქონდა.

მოკლედ, ნანუკას ანონსმა ნამდვილად ძალიან გაამართლა და ამ კუთხით ტელეწამყვანის გუნდს კარგად უმუშავია, თუმცა, მეორე მხრივ, გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ ეს მოლოდინი საპნის ბუშტივით გასკდა.

კარგად გამოჩნდა ერთი რამ, ის, რაზეც საზოგადოება ლაპარაკობს აღტაცებით და მართლა ლეგენდებად მიაჩნია და ''ნანუკას შოუს'' ღირებულებები მთლად არ ემთხვევა ერთმანეთს. ნინო ქათამაძის, თეონა კონტრიძისა და ნიკოლოზ რაჭველის ტრიო რომ ასეთი განსაკუთრებული არ არის, ამაზე ალბათ კამათი შეიძლება.

შესაძლოა, ნანუკას ძალიანაც უნდა, რომ თავისი მეგობრები, როგორც თანამედროვე დროის ლეგენდები, ისე გააპიაროს, მაგრამ გააჩნია, ამას საზოგადოება როგორ მიიღებს.

ნინოსა და ნიკოლოზის პროდუქტიულობის, მათ მიერ ჩატარებული კონცერტების, ნინოს სასიამოვნო, ჰიტებად ქცეული სიმღერების თუ ნიკოლოზ რაჭველის ურიცხვი რაოდენობის ნამუშევართა მიუხედავად, არ გვგონია, რომ მათ სატელევიზიო კონცერტს ასეთი ხმამაღალი წარდგენა შეესაბამებოდეს.

რაც შეეხება თეონა კონტრიძეს, მან საქართველოში სწორედ ''ნანუკას შოუში'' ჩაატარა თავისი პირველი კონცერტი. მანამდე კი ამის საშუალება, სამწუხაროდ, არ მიეცა. თეონა საკმაოდ ნიჭიერ შემსრულებლად არის ცნობილი, მაგრამ ნანუკასთან ინტერვიუშიც აღნიშნა, რომ დღესდღეობით მისი მთავარი კოზირი სულაც არ არის ხმა.

რასაკვირველია, ეს სრული სიმართლეა. ვისაც ჯაზის მიმდინარეობა ოდნავ მაინც ესმის, თეონას მიერ ''ნანუკას შოუში'' შესრულებული რამდენიმე ჯაზსტანდარტი აუცილებლად მოჰგვრიდა ღიმილს.

მომღერლისთვის ქარიზმა მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ ქარიზმის ამარა დარჩენილი შემსრულებელი არცთუ საინტერესოა. მით უმეტეს, როცა ქარიზმა დიდი მკერდის ფრიალში და ნინო ქათამაძისთვის სცენიდან ''მიყვარხარ, შე ჩემას'' ძახილში გამოიხატება...

რაც შეეხება ნინო ქათამაძეს, რომელიც ქვეყნის საზღვრებს გარეთაც საკმაოდ აღიარებული და დაფასებულია და საქართველოშიც ძლიერ უყვართ. ნათელია, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური და გამორჩეულია ჩვენს ქვეყანაში, თუმცა, მეორე მხრივ, მუსიკალური თვალსაზრისით, ამ მომღერლის შემოქმედებაში განვითარება არ ჩანს.

გარდა ამისა, მისი ცოცხალი შესრულება ბოლო დროს ყოველთვის ტოვებს მეტის სურვილს... თუკი გავიხსენებთ ნინოს პირველ ლაივს ''სამეფო უბნის თეატრში'', რომლითაც ქართველი მსმენელის გული დაიპყრო, დღეს, თითქოს, მას ხმა შემოძარცვული აქვს.

ამიტომაც, როდესაც ტელეპროექტი ხმამაღალ წარდგენას უკეთებს კონცერტს, რომელსაც მთლიანობაში, მუსიკალური თვალსაზრისით, ბევრი ნაკლი აქვს, ალბათ, უფრო მეტი დაფიქრებაა საჭირო - რას ''ვასაღებთ'' ოქროდ ქართველ მაყურებელს, რომლის უმეტესობის მუსიკალური გემოვნება საეჭვო გახლავთ.

რასაკვირველია, ის, რაც ''ნანუკას შოუში'' მოხდა, არ იყო ცუდი, მაგრამ აქ წარდგენაზეა საუბარი და არა თავად კონცერტზე. თუკი ჩვენ მეგობრებთან ერთად შევიკრიბეთ და კლუბურ ღონისძიებაზე კარგად ვერთობით, იმას არ ნიშნავს, რომ ეს მაყურებლისთვისაც საინტერესო სანახავი უნდა იყოს.

ალბათ, სწორედ ამიტომაც იყო, რომ ''ნანუკას შოუს'' რეიტინგით თურქულმა სერიალებმა გადაუსწრო და არა იმიტომ, რომ მაყურებელმა კონცერტი ვერ დააფასა.

ქეთი მელაძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 145 /
ნინა
გმადლობთ, გიორგი! ძალიან სამწუხაროა ესეთ თემებზე და ესეთი ფორმით, რომ გვიწევს საუბარი! ძალიან სამწუხაროა!!! თეოს და ნინოს ცხადია არაფერი დააკლდებათ ამით :)P.S. ისე, ბოღმა ძალიან ამახინჯებს ადამიანს :) მალე აბერებს და ნაოჭებს აჩენს :D
17:17 / 02-02-2014
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
როგორ შეიძლება ანეტა ფრანკლინის შედარება ნინოსთან,ეგ რა შუაშია:)სრულიად სხვადასხვა რამეა.რაც შეეხება მუსიკის კრიტიკოსს,პრჭყალებში,კრიტიკოსი ასე არ წერს.არაა კონკრეტული შენიშვნები,და ვერც ექნება რადგან არ იცის.რაც შეეხება მომღერლებს,ყველას ყველასთან ვერ შეადარებ.ეს იგივეა- პამიდორია უფრო წითელი ,თუ მწნილი მჟავე.რომელი ბგერა დაადაბლა ქათამაძემ ვითომდა შემოძარცვული ხმის გამო?რომელი ფრაზირება ჰქონდა არასათანადო დონეზე,პიანო არ უვარგოდა თუ რა?რა იყო კარგი და რა ცუდი შესრულების დროს?აბა არც ფრანკლინის ძუზუზე უნდა წერდეს მუსიკის კრიტიკოსი და არც რეი ჩარლზის გინებაზე.არ იცის კრიტიკოსმა თავის საქმე და ეგაა არაპროფესიონალიზმი .
15:03 / 02-02-2014
გამოხმაურება / 0 /
კუჭკუჭი
ვაი საცოდავო საქართველოვ,რამდენი ამბიცია აქვს მუსიკაში გაუნათლებელ და უწიგნურ ხალხს?!გემოვნებაზე არ დავობენ!როგორც იტყვიან "ზოგს მღვდელი მოსწონს,ზოგს ფოფოდია".ზოგისთვის ნინო ქათამაძე შეიძლება უფრო მაგარი "ჯაზმენი" იყოს ვიდრე არეტა ფრანკლინი,რადგან უკეთეს შემთხვევაში არ მოუსმენია,ან თუ მოუსმენია,მუსიკალური ინტელექტის ნაკლებობის გამო ვერ გაუგია რას მღერის ეს მართლა ლეგენდა ქალი.აქედან მორალი:მუსიკაში რაც მოგწონს არ ნიშნავს,რომ მაღალი დონეა ან თუ არ მოგწონს,დაბალი.საბედნიეროდ ჟურნალისტი ქეთი მელაძე იშვიათი გამონაკლისია და როგორც ჩანს კარგად ერკვევა ჯაზურ მუსიკაში,ამიტომ ის აბსოლუტურ სიმართლეს წერს.არც თეონა კონტრიძე და არც ნინო ქათამაძე არ არიან "ჯაზმენები"და თუ რატომ,ჩემი წინა პოსტები წაიკითხეთ,სადაც არგუმენტირებულად ვასაბუთებ ჩემს მოსაზრებებს.კიდევ ერთხელ,წარმატებებს ვუსურვებ ამ ორ მართლა ქარიზმატულ,ახალგაზრდა ქალს და ვთხოვ ჩემი შენიშვნები გაითვალისწინონ,რათა მომავალში არა მარტო ჩვეულებრივმა მსმენელმა,არამედ მუსიკალურმა საზოგადოებამაც დააფასოს ისინი.
14:26 / 02-02-2014
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
ნინა გეთანხმები.აქ მუსიკის კრიტიკა არ სჩანს,ესაა იაფასიანი ჭორაობა ყვითელი პრესისთვის.ყვითელ პრესას კი, რაში სჭირდება პროფესიონალი ჟურნალისტი.ყოველი აბზაცი პატარა ბავშვის ჩამოუყალიბებელ აზრს ჰგავს.წერტილ-მძიმეც რომ არ იცის სად დასვას.სხვაზე საუბარი ხომ ზედმეტია.
13:25 / 02-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ზორნას
ნინო ქათამაძის მეუღლე არის დავით ლ. პროფესიით არის ექიმი და ძალიან კარგი ადამიანი.უბრალოდ არ ურთიერთობს პრესასთან და ტელევიზიასთან
11:20 / 02-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ლია
მუსიკის სპეციალისტს შესაძლოა არ მოეწონოს, მე მომეწონა; ხალხი არ იყოო-ჩავთვალე, რომ ჩემთვის ცდილობდნენ, სხვა არც მაინტერესებს და მომეწონა ყველაფერი, მათი აღტაცებაც მომეწონა. კიდევ მოვუსმენდი.
11:11 / 02-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ლია
მოვისმინე და გულით გავიხარე, აბა სტუმარს ემღერა,ყველას მოეწონებოდა, საკუთარის დაფასება არ ვიცით.
11:01 / 02-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ზორნა
ხალხნო ამ ქათამაძის მეუღლე ვინ არის??????სად არის ან არის კი საერთოდ???????????????ვინ ენატრება ამ ქალს.მენატრება მეუღşეო.ვისზე ამბობს?????,ც,თ ვინმემ.ან სოტო არსებობს სადმე
10:27 / 02-02-2014
გამოხმაურება / 0 /
სიკო
ნანუკა სამტრედიელი არ არის.წყალტუბოდანაა
10:24 / 02-02-2014
გამოხმაურება / 0 /
სისი
რას ერცჰიტ ამ ქეტის რაც სიმარტლე იყო ის დაწერა,ყველას ერტნაირი აზრი ხოარ ექნება?ზოგს მოეწონა და ზოგს არა..არც მოსაწონი იყო და არც მოუწონებელი მარა კაი რო ყოპილიყო და ხალხი დაინტერესებულიყო ტურქულ სერიალებზე არ გადარტავდნენ....სხვა სჰოუზე ტუ დიდი რეიტინგები იყო ესეიგი ეს არ ვარგოდა,,რა ვერ გაიგეტ ხალხნო
03:13 / 02-02-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS