31 იანვარი, 2014
''მიყვარხარ, შე ჩემა'' - ქარიზმის ამარა დარჩენილი თეონა კონტრიძე და ხმაშემოძარცვული ნინო ქათამაძე
შესაძლოა, ნანუკას ძალიანაც უნდა, რომ თავისი მეგობრები, როგორც თანამედროვე დროის ლეგენდები, ისე გააპიაროს, მაგრამ გააჩნია, ამას საზოგადოება როგორ მიიღებს გასული ოთხშაბათიდან მოყოლებული, აქტუალობას არ კარგავს ''ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ'', რომელმაც ერთად, არც მეტი არც ნაკლები, ნინო ქათამაძე, თეონა კონტრიძე და ნიკოლოზ რაჭველი შეკრიბა.

გადაცემას ისეთი იდუმალი და მისტიკური ანონსი ჰქონდა, თავიდან მაყურებელმა იფიქრა, რომ ერთად ლეგენდარული ადამიანები შეიკრიბებოდნენ, რომლებიც საზოგადოებას დიდი ხანია არ უნახავს, ყოველ შემთხვევაში, ერთ შენობაში და ტელეკამერების წინ.

რადგან ანონსი თეატრალურ სივრცეში იყო
ჩაწერილი, ვიფიქრეთ, რომ რობიკო სტურუა და გია ყანჩელი ხომ არ იქნებოდნენ გადაცემის სტუმრები. ზოგი სულ სხვა მიმართულებით წავიდა და საკუთარი ვერსიები ჰქონდა.

მოკლედ, ნანუკას ანონსმა ნამდვილად ძალიან გაამართლა და ამ კუთხით ტელეწამყვანის გუნდს კარგად უმუშავია, თუმცა, მეორე მხრივ, გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ ეს მოლოდინი საპნის ბუშტივით გასკდა.

კარგად გამოჩნდა ერთი რამ, ის, რაზეც საზოგადოება ლაპარაკობს აღტაცებით და მართლა ლეგენდებად მიაჩნია და ''ნანუკას შოუს'' ღირებულებები მთლად არ ემთხვევა ერთმანეთს. ნინო ქათამაძის, თეონა კონტრიძისა და ნიკოლოზ რაჭველის ტრიო რომ ასეთი განსაკუთრებული არ არის, ამაზე ალბათ კამათი შეიძლება.

შესაძლოა, ნანუკას ძალიანაც უნდა, რომ თავისი მეგობრები, როგორც თანამედროვე დროის ლეგენდები, ისე გააპიაროს, მაგრამ გააჩნია, ამას საზოგადოება როგორ მიიღებს.

ნინოსა და ნიკოლოზის პროდუქტიულობის, მათ მიერ ჩატარებული კონცერტების, ნინოს სასიამოვნო, ჰიტებად ქცეული სიმღერების თუ ნიკოლოზ რაჭველის ურიცხვი რაოდენობის ნამუშევართა მიუხედავად, არ გვგონია, რომ მათ სატელევიზიო კონცერტს ასეთი ხმამაღალი წარდგენა შეესაბამებოდეს.

რაც შეეხება თეონა კონტრიძეს, მან საქართველოში სწორედ ''ნანუკას შოუში'' ჩაატარა თავისი პირველი კონცერტი. მანამდე კი ამის საშუალება, სამწუხაროდ, არ მიეცა. თეონა საკმაოდ ნიჭიერ შემსრულებლად არის ცნობილი, მაგრამ ნანუკასთან ინტერვიუშიც აღნიშნა, რომ დღესდღეობით მისი მთავარი კოზირი სულაც არ არის ხმა.

რასაკვირველია, ეს სრული სიმართლეა. ვისაც ჯაზის მიმდინარეობა ოდნავ მაინც ესმის, თეონას მიერ ''ნანუკას შოუში'' შესრულებული რამდენიმე ჯაზსტანდარტი აუცილებლად მოჰგვრიდა ღიმილს.

მომღერლისთვის ქარიზმა მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ ქარიზმის ამარა დარჩენილი შემსრულებელი არცთუ საინტერესოა. მით უმეტეს, როცა ქარიზმა დიდი მკერდის ფრიალში და ნინო ქათამაძისთვის სცენიდან ''მიყვარხარ, შე ჩემას'' ძახილში გამოიხატება...

რაც შეეხება ნინო ქათამაძეს, რომელიც ქვეყნის საზღვრებს გარეთაც საკმაოდ აღიარებული და დაფასებულია და საქართველოშიც ძლიერ უყვართ. ნათელია, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური და გამორჩეულია ჩვენს ქვეყანაში, თუმცა, მეორე მხრივ, მუსიკალური თვალსაზრისით, ამ მომღერლის შემოქმედებაში განვითარება არ ჩანს.

გარდა ამისა, მისი ცოცხალი შესრულება ბოლო დროს ყოველთვის ტოვებს მეტის სურვილს... თუკი გავიხსენებთ ნინოს პირველ ლაივს ''სამეფო უბნის თეატრში'', რომლითაც ქართველი მსმენელის გული დაიპყრო, დღეს, თითქოს, მას ხმა შემოძარცვული აქვს.

ამიტომაც, როდესაც ტელეპროექტი ხმამაღალ წარდგენას უკეთებს კონცერტს, რომელსაც მთლიანობაში, მუსიკალური თვალსაზრისით, ბევრი ნაკლი აქვს, ალბათ, უფრო მეტი დაფიქრებაა საჭირო - რას ''ვასაღებთ'' ოქროდ ქართველ მაყურებელს, რომლის უმეტესობის მუსიკალური გემოვნება საეჭვო გახლავთ.

რასაკვირველია, ის, რაც ''ნანუკას შოუში'' მოხდა, არ იყო ცუდი, მაგრამ აქ წარდგენაზეა საუბარი და არა თავად კონცერტზე. თუკი ჩვენ მეგობრებთან ერთად შევიკრიბეთ და კლუბურ ღონისძიებაზე კარგად ვერთობით, იმას არ ნიშნავს, რომ ეს მაყურებლისთვისაც საინტერესო სანახავი უნდა იყოს.

ალბათ, სწორედ ამიტომაც იყო, რომ ''ნანუკას შოუს'' რეიტინგით თურქულმა სერიალებმა გადაუსწრო და არა იმიტომ, რომ მაყურებელმა კონცერტი ვერ დააფასა.

ქეთი მელაძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 145 /
ნინი
ვეთანხმები სტატიის ავტორს.ქათამაძის ყველა ე.წ.სიმღერაში ერთი და იგივე ლაიო-ლაიო ისმის დაუსრულებლად.კონტრიძე კი გასართობ ცენტრში უფრო გამოდგება.
07:43 / 03-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ფსფდეეე
შენი გონება და ინტელექტი ნადვილად ვერ ცდება თურქულ სერიალებს, ამ უნიჭო სტატიების წერას ჯობია წახვიდე რამე უფრო გამოსადეგი საქმე გააკეთო, ამ სტატიაში შენი უინტელექტობა გამოავლინე
02:11 / 03-02-2014
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
ღმერთმა ქნას ხვალ ქათამაძეზე უფრო უკეთესი და უკეთესი მომღერლები გაჩნდნენ,ეს თავად ნინოსაც გაახარებს.ეგეთი რესტორნების სახელებს თუ დამიწერს ვინმე,სადაც კლარნეტითაც შესაძლებელია ხმის ჟღერადობის გადმოცემა,ძაან დავინტერესდები და ეს მსოფლიო აღმოჩენაც კი იქნება.და საერთოდ-- სტატიის ავტორს ვუწუნებდით კრიტიკას,ქათამაძის შესახებ ნაკლებად ვსაუბრობდით
22:24 / 02-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ნათია
მშვენიერი სტატიაა. ქვეყნის ჩათლახებს გამოიყვანენ და აპიარებენ. გულისამრევია ეს ყველაფერი (( ბოდიშს გიხდით არაკორექტულობისთვის.
21:36 / 02-02-2014
გამოხმაურება / 0 /
:D
ოჰო :) ბოღმასთან ერთად ფანტაზიის უნარითაც ყოფილა დაჯოლდოვებული საზოგადოება :D ქალბატონო ნანუკა დარწმუნებული ვარ არც მეზობლები მოგწონთ, არც ქმრის ნათესავები ალბათ და საერთოდ ერთადერთი ხართ დედამიწის ზურგზე :D ჰჰ გაიხარეთ, მშვენივრად ვიხალისე! :)აბა, წამოვიდა რისხვა :D
20:13 / 02-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ნუნუკა
ბოლო კომენტარებს ეტყობა რომ ნანუკას საახლობლო წვალობს :)) ნანუკა თუ არ გინდა სიმართლის დაჯერება ცოტა ხნით მოშორდი მაგ შენს ვირტუალურ სივრცეს და ვიაიპი სამეგობროს და უბრალო ხალხში გაიკითხე აბა რას ფიქრობენ შენზე და შენს "გენიალურ" გადაცემაზე
19:52 / 02-02-2014
გამოხმაურება / 0 /
მე
დღეს ძალიან მოდად იქცა ჩვენში სხვათა განქიქება. მუსიკას არა აქვს საზღვრები, მას ვერც ბოღმის ჩარჩოები მოერგება,დაე მომღერლებმა შეასრულონ სიმღერა ისე, როგორც მათ უნდათ, მსმენელმა კი თავად მიიღოს, ისე როგორც მის გემოვნებას შეესაბამება. Nინო ქათამაძე ძალიან კარგი და ინდივიდუალური შემსრულებელია, სიმღერის შესრულებისთვის მარტო ხმა და სმენა არ კმარა,მას გრძნობა და გულწრფელობაც უნდა, რაც ნინოს შესრულებაში უხვად იღვრება, სწორედ ეს ხიბლავს მსმენელს. დაბოღმილები ნუ მოუსმენთ მის ,,შემოძარცვულ'' ხმას.
19:28 / 02-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ბექა
ქეთის ვეთანხმები ნაწილობრივ, მაგრამ ესე რამ გაგამწარა ვერ ვხვდები :))
18:56 / 02-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
მსგავსი ბოღმა ერი არ მინახავს, ქართველები რომ ვართ... ხო და ჩვენივე ბოღმასა და ღვარძლში ვიძიებით
18:33 / 02-02-2014
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
დასკვნა არ მოგეწონათ?თურქულ სერიალის რეიტინგს რომ შეადარა მუსიკა.სად ერთი და სად მეორე,ან სად გაგონილა, რომ კარგი,- რეიტინგის მიხედვით ფასდებოდეს?მასე თუ მიდგა საქმე ,საქართველოში არეტა ფრანკლინს უფრო ნაკლები მსმენელი ყავს,ვიდრე ნინო ჩხეიძეს.მერე?რას იტყვის პატივცემული ქეთი ამით?
17:32 / 02-02-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS