31 იანვარი, 2014
''მიყვარხარ, შე ჩემა'' - ქარიზმის ამარა დარჩენილი თეონა კონტრიძე და ხმაშემოძარცვული ნინო ქათამაძე
შესაძლოა, ნანუკას ძალიანაც უნდა, რომ თავისი მეგობრები, როგორც თანამედროვე დროის ლეგენდები, ისე გააპიაროს, მაგრამ გააჩნია, ამას საზოგადოება როგორ მიიღებს გასული ოთხშაბათიდან მოყოლებული, აქტუალობას არ კარგავს ''ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ'', რომელმაც ერთად, არც მეტი არც ნაკლები, ნინო ქათამაძე, თეონა კონტრიძე და ნიკოლოზ რაჭველი შეკრიბა.

გადაცემას ისეთი იდუმალი და მისტიკური ანონსი ჰქონდა, თავიდან მაყურებელმა იფიქრა, რომ ერთად ლეგენდარული ადამიანები შეიკრიბებოდნენ, რომლებიც საზოგადოებას დიდი ხანია არ უნახავს, ყოველ შემთხვევაში, ერთ შენობაში და ტელეკამერების წინ.

რადგან ანონსი თეატრალურ სივრცეში იყო
ჩაწერილი, ვიფიქრეთ, რომ რობიკო სტურუა და გია ყანჩელი ხომ არ იქნებოდნენ გადაცემის სტუმრები. ზოგი სულ სხვა მიმართულებით წავიდა და საკუთარი ვერსიები ჰქონდა.

მოკლედ, ნანუკას ანონსმა ნამდვილად ძალიან გაამართლა და ამ კუთხით ტელეწამყვანის გუნდს კარგად უმუშავია, თუმცა, მეორე მხრივ, გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ ეს მოლოდინი საპნის ბუშტივით გასკდა.

კარგად გამოჩნდა ერთი რამ, ის, რაზეც საზოგადოება ლაპარაკობს აღტაცებით და მართლა ლეგენდებად მიაჩნია და ''ნანუკას შოუს'' ღირებულებები მთლად არ ემთხვევა ერთმანეთს. ნინო ქათამაძის, თეონა კონტრიძისა და ნიკოლოზ რაჭველის ტრიო რომ ასეთი განსაკუთრებული არ არის, ამაზე ალბათ კამათი შეიძლება.

შესაძლოა, ნანუკას ძალიანაც უნდა, რომ თავისი მეგობრები, როგორც თანამედროვე დროის ლეგენდები, ისე გააპიაროს, მაგრამ გააჩნია, ამას საზოგადოება როგორ მიიღებს.

ნინოსა და ნიკოლოზის პროდუქტიულობის, მათ მიერ ჩატარებული კონცერტების, ნინოს სასიამოვნო, ჰიტებად ქცეული სიმღერების თუ ნიკოლოზ რაჭველის ურიცხვი რაოდენობის ნამუშევართა მიუხედავად, არ გვგონია, რომ მათ სატელევიზიო კონცერტს ასეთი ხმამაღალი წარდგენა შეესაბამებოდეს.

რაც შეეხება თეონა კონტრიძეს, მან საქართველოში სწორედ ''ნანუკას შოუში'' ჩაატარა თავისი პირველი კონცერტი. მანამდე კი ამის საშუალება, სამწუხაროდ, არ მიეცა. თეონა საკმაოდ ნიჭიერ შემსრულებლად არის ცნობილი, მაგრამ ნანუკასთან ინტერვიუშიც აღნიშნა, რომ დღესდღეობით მისი მთავარი კოზირი სულაც არ არის ხმა.

რასაკვირველია, ეს სრული სიმართლეა. ვისაც ჯაზის მიმდინარეობა ოდნავ მაინც ესმის, თეონას მიერ ''ნანუკას შოუში'' შესრულებული რამდენიმე ჯაზსტანდარტი აუცილებლად მოჰგვრიდა ღიმილს.

მომღერლისთვის ქარიზმა მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ ქარიზმის ამარა დარჩენილი შემსრულებელი არცთუ საინტერესოა. მით უმეტეს, როცა ქარიზმა დიდი მკერდის ფრიალში და ნინო ქათამაძისთვის სცენიდან ''მიყვარხარ, შე ჩემას'' ძახილში გამოიხატება...

რაც შეეხება ნინო ქათამაძეს, რომელიც ქვეყნის საზღვრებს გარეთაც საკმაოდ აღიარებული და დაფასებულია და საქართველოშიც ძლიერ უყვართ. ნათელია, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური და გამორჩეულია ჩვენს ქვეყანაში, თუმცა, მეორე მხრივ, მუსიკალური თვალსაზრისით, ამ მომღერლის შემოქმედებაში განვითარება არ ჩანს.

გარდა ამისა, მისი ცოცხალი შესრულება ბოლო დროს ყოველთვის ტოვებს მეტის სურვილს... თუკი გავიხსენებთ ნინოს პირველ ლაივს ''სამეფო უბნის თეატრში'', რომლითაც ქართველი მსმენელის გული დაიპყრო, დღეს, თითქოს, მას ხმა შემოძარცვული აქვს.

ამიტომაც, როდესაც ტელეპროექტი ხმამაღალ წარდგენას უკეთებს კონცერტს, რომელსაც მთლიანობაში, მუსიკალური თვალსაზრისით, ბევრი ნაკლი აქვს, ალბათ, უფრო მეტი დაფიქრებაა საჭირო - რას ''ვასაღებთ'' ოქროდ ქართველ მაყურებელს, რომლის უმეტესობის მუსიკალური გემოვნება საეჭვო გახლავთ.

რასაკვირველია, ის, რაც ''ნანუკას შოუში'' მოხდა, არ იყო ცუდი, მაგრამ აქ წარდგენაზეა საუბარი და არა თავად კონცერტზე. თუკი ჩვენ მეგობრებთან ერთად შევიკრიბეთ და კლუბურ ღონისძიებაზე კარგად ვერთობით, იმას არ ნიშნავს, რომ ეს მაყურებლისთვისაც საინტერესო სანახავი უნდა იყოს.

ალბათ, სწორედ ამიტომაც იყო, რომ ''ნანუკას შოუს'' რეიტინგით თურქულმა სერიალებმა გადაუსწრო და არა იმიტომ, რომ მაყურებელმა კონცერტი ვერ დააფასა.

ქეთი მელაძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 145 /
კოტე
არსად დაგეკარგოთ გემოვნება.აქეთ და ადიდეთ თქვენივე თავები.ხომ ვთქვი ნატვრის ხის პერსონაჟები ხართთქო.სწორედ რომ იმ ჩარჩოებმა ჩაქოლა ფილმში სილამაზე და სიყვარული.გაიხსენეთ მთლიანი ფილმი,ზუსტად თქვენზეა.
12:45 / 03-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ხათუნა
მადლობა სტატიის ავტორს ობექტური შეფასბისთვის და სიალისთვის
12:44 / 03-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინუცა
კარგად შეფუთული სტატიაა, მადლობა ავტორს.ნამდვილად კარგი გემოვნება გვაქვს ქართველებს, და ერთიც, არავის არაფერი გვიკვირს, განსაკუთრებით ძუძუების გამოჩენის, უბრალოდ არის ის, რაც ჩარჩოებს არ უნდა გასცდეს,.
12:38 / 03-02-2014
გამოხმაურება / 0 /
თეა
ამ სტატიის ავტორი სერიალებში უკეთ უნდა ერკვეოდეს.მაგრამ უნდა რომ მარაქაში გაერიოს,მეც ნახირ-ნახირაო.წერე იმაში რაშიც ერკვევი,მუსიკა შენი საქმე არა ყოფილა.
11:43 / 03-02-2014
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
წადი სახლში ქეთი მელაძე
11:25 / 03-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ტარა
ქათამაძე კი არა მამალაძეა მგონი.ყივის კი არა მღერის და აგებულებაც მამალი კაცისა აქვს
11:18 / 03-02-2014
გამოხმაურება / 0 /
კატო
ამ გადაცემაზე ისეთი აჟიოტაჟი ატყდა, გადავახვიე და შევუდექი ყურებას, მაგრამ კონტრიძე ისეთი არაესთეტიური იყო შავ, ზედმეტად გულამოღებულ კაბაში, ისე საშინლად დახტოდა სცენაზე, ისე იქნევდა მკერდს, ყველანაირი ხალისი დავკარგე. ქათამაძე არაა ცუდი მომღერალი, მაგრამ მაგის ერთი და იგივე სტილიც ძალიან მოსაწყენია უკვე.
11:13 / 03-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ნიკიტა
ქათამაძის ნიჭიერებაზე არც არავის ეპარება ეჭვი, მე ამ სტატიის ავტორს სრულიად ვეთანხმები, რა ამაზე ძალიან ნიჭიერი ხალხი არ გვყავს საქართველოში? მაგრამ ეს ნანუკას დაქალოჩკები არიან და გააპიარა...კონტრიძეს ცხრაჯერ ამოუვარდა ძუძუ ლიფიდან და დათვივით დაბაჯბაჯებდა, ქალს ქალურობა უნდა ჰქონდეს ტუნდაც სირინოზის ხმას აჟგერებდეს, ამათზე ბევრად საოცრად ნიჭიერები გვყავს საქართველოში და ჩრდილში არიან
11:12 / 03-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ციცო
ახლა ნანუკასთვის მაგაზე მარალი დონე არ არსებობს და აბა ვის მოიწვევდაა??/ და ვეც შეწვდებოდაააა შე ჩემას გია ყანჩელი ვერ იტყოდა სცენაზე--ისე ნიკა რატომ მოხვდა მაგ გაუგებრობაში მანდ არ უნდა ყოფილიყო მესამე უნდა ყოფილიყო სულ სხვა ჯანრის ტას ტარამ ტარამ ნინო ჩხეიძე და მერ გენახათ თქვენ დადადადა
09:56 / 03-02-2014
გამოხმაურება / 0 /
თიკო
ძააან მომეწონა :))) გულიანადაც ვიცინე თან გამიხარდა რომ თურმე ბრბოს გარდა რომელსაც ეს ხავილი სიამოვნებას გვრის შემორჩა რამოდენიმე ჭკუათმყოფელი ადამიანი. ეს დღევანდელი ადამიანების დაავადებაა. ბრბოს მოსწონს ძნაჩიტ თვითონაც მოწონთ. სამწუხაროდ დღეს უმეტესობა ერთმანთს უყურებს დამოუკიდებელი აზრი არ გააჩნიათ. ალბათ იმიტომ რომ საკმარისი განათლება არ აქვთ, ეს იციან და ცდილობენ "საზოგადოებაში" ამგვარად მაინც შეინარჩუნონ ადგილი :) სამწუხაროა რომ ასე დაბლა დავეცით
09:10 / 03-02-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS