31 იანვარი, 2014
''მიყვარხარ, შე ჩემა'' - ქარიზმის ამარა დარჩენილი თეონა კონტრიძე და ხმაშემოძარცვული ნინო ქათამაძე
შესაძლოა, ნანუკას ძალიანაც უნდა, რომ თავისი მეგობრები, როგორც თანამედროვე დროის ლეგენდები, ისე გააპიაროს, მაგრამ გააჩნია, ამას საზოგადოება როგორ მიიღებს გასული ოთხშაბათიდან მოყოლებული, აქტუალობას არ კარგავს ''ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ'', რომელმაც ერთად, არც მეტი არც ნაკლები, ნინო ქათამაძე, თეონა კონტრიძე და ნიკოლოზ რაჭველი შეკრიბა.

გადაცემას ისეთი იდუმალი და მისტიკური ანონსი ჰქონდა, თავიდან მაყურებელმა იფიქრა, რომ ერთად ლეგენდარული ადამიანები შეიკრიბებოდნენ, რომლებიც საზოგადოებას დიდი ხანია არ უნახავს, ყოველ შემთხვევაში, ერთ შენობაში და ტელეკამერების წინ.

რადგან ანონსი თეატრალურ სივრცეში იყო
ჩაწერილი, ვიფიქრეთ, რომ რობიკო სტურუა და გია ყანჩელი ხომ არ იქნებოდნენ გადაცემის სტუმრები. ზოგი სულ სხვა მიმართულებით წავიდა და საკუთარი ვერსიები ჰქონდა.

მოკლედ, ნანუკას ანონსმა ნამდვილად ძალიან გაამართლა და ამ კუთხით ტელეწამყვანის გუნდს კარგად უმუშავია, თუმცა, მეორე მხრივ, გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ ეს მოლოდინი საპნის ბუშტივით გასკდა.

კარგად გამოჩნდა ერთი რამ, ის, რაზეც საზოგადოება ლაპარაკობს აღტაცებით და მართლა ლეგენდებად მიაჩნია და ''ნანუკას შოუს'' ღირებულებები მთლად არ ემთხვევა ერთმანეთს. ნინო ქათამაძის, თეონა კონტრიძისა და ნიკოლოზ რაჭველის ტრიო რომ ასეთი განსაკუთრებული არ არის, ამაზე ალბათ კამათი შეიძლება.

შესაძლოა, ნანუკას ძალიანაც უნდა, რომ თავისი მეგობრები, როგორც თანამედროვე დროის ლეგენდები, ისე გააპიაროს, მაგრამ გააჩნია, ამას საზოგადოება როგორ მიიღებს.

ნინოსა და ნიკოლოზის პროდუქტიულობის, მათ მიერ ჩატარებული კონცერტების, ნინოს სასიამოვნო, ჰიტებად ქცეული სიმღერების თუ ნიკოლოზ რაჭველის ურიცხვი რაოდენობის ნამუშევართა მიუხედავად, არ გვგონია, რომ მათ სატელევიზიო კონცერტს ასეთი ხმამაღალი წარდგენა შეესაბამებოდეს.

რაც შეეხება თეონა კონტრიძეს, მან საქართველოში სწორედ ''ნანუკას შოუში'' ჩაატარა თავისი პირველი კონცერტი. მანამდე კი ამის საშუალება, სამწუხაროდ, არ მიეცა. თეონა საკმაოდ ნიჭიერ შემსრულებლად არის ცნობილი, მაგრამ ნანუკასთან ინტერვიუშიც აღნიშნა, რომ დღესდღეობით მისი მთავარი კოზირი სულაც არ არის ხმა.

რასაკვირველია, ეს სრული სიმართლეა. ვისაც ჯაზის მიმდინარეობა ოდნავ მაინც ესმის, თეონას მიერ ''ნანუკას შოუში'' შესრულებული რამდენიმე ჯაზსტანდარტი აუცილებლად მოჰგვრიდა ღიმილს.

მომღერლისთვის ქარიზმა მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ ქარიზმის ამარა დარჩენილი შემსრულებელი არცთუ საინტერესოა. მით უმეტეს, როცა ქარიზმა დიდი მკერდის ფრიალში და ნინო ქათამაძისთვის სცენიდან ''მიყვარხარ, შე ჩემას'' ძახილში გამოიხატება...

რაც შეეხება ნინო ქათამაძეს, რომელიც ქვეყნის საზღვრებს გარეთაც საკმაოდ აღიარებული და დაფასებულია და საქართველოშიც ძლიერ უყვართ. ნათელია, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური და გამორჩეულია ჩვენს ქვეყანაში, თუმცა, მეორე მხრივ, მუსიკალური თვალსაზრისით, ამ მომღერლის შემოქმედებაში განვითარება არ ჩანს.

გარდა ამისა, მისი ცოცხალი შესრულება ბოლო დროს ყოველთვის ტოვებს მეტის სურვილს... თუკი გავიხსენებთ ნინოს პირველ ლაივს ''სამეფო უბნის თეატრში'', რომლითაც ქართველი მსმენელის გული დაიპყრო, დღეს, თითქოს, მას ხმა შემოძარცვული აქვს.

ამიტომაც, როდესაც ტელეპროექტი ხმამაღალ წარდგენას უკეთებს კონცერტს, რომელსაც მთლიანობაში, მუსიკალური თვალსაზრისით, ბევრი ნაკლი აქვს, ალბათ, უფრო მეტი დაფიქრებაა საჭირო - რას ''ვასაღებთ'' ოქროდ ქართველ მაყურებელს, რომლის უმეტესობის მუსიკალური გემოვნება საეჭვო გახლავთ.

რასაკვირველია, ის, რაც ''ნანუკას შოუში'' მოხდა, არ იყო ცუდი, მაგრამ აქ წარდგენაზეა საუბარი და არა თავად კონცერტზე. თუკი ჩვენ მეგობრებთან ერთად შევიკრიბეთ და კლუბურ ღონისძიებაზე კარგად ვერთობით, იმას არ ნიშნავს, რომ ეს მაყურებლისთვისაც საინტერესო სანახავი უნდა იყოს.

ალბათ, სწორედ ამიტომაც იყო, რომ ''ნანუკას შოუს'' რეიტინგით თურქულმა სერიალებმა გადაუსწრო და არა იმიტომ, რომ მაყურებელმა კონცერტი ვერ დააფასა.

ქეთი მელაძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 145 /
თამო
ერთი რამ მინდა ვთქვაა, იმის მაგივრად რაიმე ინფორმაციული, ინტელექტუალური და საინტერესო წეროთ, დამჯდარხართ და "ბაზრის ქალებივით" ჭორაობთ....... არ მოგეცონათ?? გადართეთ, ახლა მაინცააა ბევრი ტელევიზიაა., ის კი არაა, კაი ტონი, უყურო და ილანძღო,არამედ, შენი დამოკიდებულება თუნდაც სერიალების ყურებით გამოხატო. შეურაცყოფის მიყენება არავისთვის მიფიქრია და თუ ვინმემ, თავი შეურაცყოფილად მიიჩნია, ესე იგი,სწორი ვყოფილვარ.....
15:19 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
შოუ
მსგავსი საზიზღრობა დიდი ხანია არ მინახავს
15:17 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
თამუნა
ვაიმე სირცხვბილია მართლა ხალხო,არ სცხვენია სტატიის ავტორს?? მართლა რა დონეა საქართველოში,აბა სურამელაშვილი მოეწვია ხო ექნებოდა გადაცემას რეიტინგი.. :D უმაგრესი იყო მართლა ეკრანს ვერ მოვწყდი
15:11 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
.....
ამ სტატიის დამწერი არის პიტალო, ბოღმა, თორემ გემოვნებაზეც შეიძლება დავა და ყველაფერზე. ძლივს რაღაცა ნორმალური ვნახეთ ქართული ტელევიზიით, არ დაიხრჩვნენ ბოღმაში!!!
15:11 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
კონცერტმა უზომო სიამოვნება მომანიჭა
როგორ მინდოდა ლაივში მიმნეღო ის სიამოვნება,რაც ტელეეკრანიდან მოდიოდა... მაგარი კონცერტი იყო... ბრავო.. რეპეტე
15:05 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
ჯერ ზოგადად ძალიან ცუდი ტონია, როცა ნანუკა გაუთავებლად ,,მე"-ს გაიძახის და ხმარებიდან საერთოდ ამოღებული აქვს სიტყვა ,,ჩვენ". თავისი კანტორა გონია... რაც შეეხება გადაცემას, ამაზრზენი იყო ძუძუგადმოგდებული კონტრიძის ძონძროხი, ძალიან უკომპლექსოს და ქარიზმატულს ხელოვნურად რომ თამაშობს... ნუ, ქათამაძე მაინც სხვა კლასია და, განსხვავებული ჟანრის შესრულების მიუხედავად,მის ფონზე კონტრიძე ძალიან დაიჩრდილა.
15:04 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
მეგი
სჰეიდლება პროპესიონალები არიან ტეონაც და ნინოც მაგრამ ამაზზრზენი იყო მარტლა მატი კცევა, დზუნდზულა ქალები ერტმანეტს ეჯიბრებოდნენ ხავილსჰი, კატამადზე მარტლა აგარ არის ის აც იყო
15:00 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
სტატიის ავტორს ვეთანხმები
მართლა არ შეესაბამებოდა ანონსი თავად "კონცერტს" თუ რავიცი რა დავარქვა, არც კონტრიძის მკერდის ქნევის გამო ღირდა ყურება და არც კონტრიძის ან ქათამაძის ხმის მოსასმენად. და საერთოდ ვინც დადებითად აფასებთ, ვინმემ უსმინა(!) კონცერტს?
14:59 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანუკას გადაცემა ნანუკა ერ\ტი დაიგივეა რა საუბარი აქვს ,,,,ღმერთო
14:57 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
მანანა
სულაც არ ვაპირებდი ამ გადაცემის ყურებას, მაგრამ შემთხვევით ვნახე და ბოლომდე ვერ მოვწყდი. ეს იყო ძალიან მაღალი დონის კონცერტი, რომელსაც ჩვენ სამწუხაროდ ხშირად ვერ ვხედავთ. მადლობთ, ნანუკა.
14:55 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS