31 იანვარი, 2014
''მიყვარხარ, შე ჩემა'' - ქარიზმის ამარა დარჩენილი თეონა კონტრიძე და ხმაშემოძარცვული ნინო ქათამაძე
შესაძლოა, ნანუკას ძალიანაც უნდა, რომ თავისი მეგობრები, როგორც თანამედროვე დროის ლეგენდები, ისე გააპიაროს, მაგრამ გააჩნია, ამას საზოგადოება როგორ მიიღებს გასული ოთხშაბათიდან მოყოლებული, აქტუალობას არ კარგავს ''ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ'', რომელმაც ერთად, არც მეტი არც ნაკლები, ნინო ქათამაძე, თეონა კონტრიძე და ნიკოლოზ რაჭველი შეკრიბა.

გადაცემას ისეთი იდუმალი და მისტიკური ანონსი ჰქონდა, თავიდან მაყურებელმა იფიქრა, რომ ერთად ლეგენდარული ადამიანები შეიკრიბებოდნენ, რომლებიც საზოგადოებას დიდი ხანია არ უნახავს, ყოველ შემთხვევაში, ერთ შენობაში და ტელეკამერების წინ.

რადგან ანონსი თეატრალურ სივრცეში იყო
ჩაწერილი, ვიფიქრეთ, რომ რობიკო სტურუა და გია ყანჩელი ხომ არ იქნებოდნენ გადაცემის სტუმრები. ზოგი სულ სხვა მიმართულებით წავიდა და საკუთარი ვერსიები ჰქონდა.

მოკლედ, ნანუკას ანონსმა ნამდვილად ძალიან გაამართლა და ამ კუთხით ტელეწამყვანის გუნდს კარგად უმუშავია, თუმცა, მეორე მხრივ, გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ ეს მოლოდინი საპნის ბუშტივით გასკდა.

კარგად გამოჩნდა ერთი რამ, ის, რაზეც საზოგადოება ლაპარაკობს აღტაცებით და მართლა ლეგენდებად მიაჩნია და ''ნანუკას შოუს'' ღირებულებები მთლად არ ემთხვევა ერთმანეთს. ნინო ქათამაძის, თეონა კონტრიძისა და ნიკოლოზ რაჭველის ტრიო რომ ასეთი განსაკუთრებული არ არის, ამაზე ალბათ კამათი შეიძლება.

შესაძლოა, ნანუკას ძალიანაც უნდა, რომ თავისი მეგობრები, როგორც თანამედროვე დროის ლეგენდები, ისე გააპიაროს, მაგრამ გააჩნია, ამას საზოგადოება როგორ მიიღებს.

ნინოსა და ნიკოლოზის პროდუქტიულობის, მათ მიერ ჩატარებული კონცერტების, ნინოს სასიამოვნო, ჰიტებად ქცეული სიმღერების თუ ნიკოლოზ რაჭველის ურიცხვი რაოდენობის ნამუშევართა მიუხედავად, არ გვგონია, რომ მათ სატელევიზიო კონცერტს ასეთი ხმამაღალი წარდგენა შეესაბამებოდეს.

რაც შეეხება თეონა კონტრიძეს, მან საქართველოში სწორედ ''ნანუკას შოუში'' ჩაატარა თავისი პირველი კონცერტი. მანამდე კი ამის საშუალება, სამწუხაროდ, არ მიეცა. თეონა საკმაოდ ნიჭიერ შემსრულებლად არის ცნობილი, მაგრამ ნანუკასთან ინტერვიუშიც აღნიშნა, რომ დღესდღეობით მისი მთავარი კოზირი სულაც არ არის ხმა.

რასაკვირველია, ეს სრული სიმართლეა. ვისაც ჯაზის მიმდინარეობა ოდნავ მაინც ესმის, თეონას მიერ ''ნანუკას შოუში'' შესრულებული რამდენიმე ჯაზსტანდარტი აუცილებლად მოჰგვრიდა ღიმილს.

მომღერლისთვის ქარიზმა მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ ქარიზმის ამარა დარჩენილი შემსრულებელი არცთუ საინტერესოა. მით უმეტეს, როცა ქარიზმა დიდი მკერდის ფრიალში და ნინო ქათამაძისთვის სცენიდან ''მიყვარხარ, შე ჩემას'' ძახილში გამოიხატება...

რაც შეეხება ნინო ქათამაძეს, რომელიც ქვეყნის საზღვრებს გარეთაც საკმაოდ აღიარებული და დაფასებულია და საქართველოშიც ძლიერ უყვართ. ნათელია, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური და გამორჩეულია ჩვენს ქვეყანაში, თუმცა, მეორე მხრივ, მუსიკალური თვალსაზრისით, ამ მომღერლის შემოქმედებაში განვითარება არ ჩანს.

გარდა ამისა, მისი ცოცხალი შესრულება ბოლო დროს ყოველთვის ტოვებს მეტის სურვილს... თუკი გავიხსენებთ ნინოს პირველ ლაივს ''სამეფო უბნის თეატრში'', რომლითაც ქართველი მსმენელის გული დაიპყრო, დღეს, თითქოს, მას ხმა შემოძარცვული აქვს.

ამიტომაც, როდესაც ტელეპროექტი ხმამაღალ წარდგენას უკეთებს კონცერტს, რომელსაც მთლიანობაში, მუსიკალური თვალსაზრისით, ბევრი ნაკლი აქვს, ალბათ, უფრო მეტი დაფიქრებაა საჭირო - რას ''ვასაღებთ'' ოქროდ ქართველ მაყურებელს, რომლის უმეტესობის მუსიკალური გემოვნება საეჭვო გახლავთ.

რასაკვირველია, ის, რაც ''ნანუკას შოუში'' მოხდა, არ იყო ცუდი, მაგრამ აქ წარდგენაზეა საუბარი და არა თავად კონცერტზე. თუკი ჩვენ მეგობრებთან ერთად შევიკრიბეთ და კლუბურ ღონისძიებაზე კარგად ვერთობით, იმას არ ნიშნავს, რომ ეს მაყურებლისთვისაც საინტერესო სანახავი უნდა იყოს.

ალბათ, სწორედ ამიტომაც იყო, რომ ''ნანუკას შოუს'' რეიტინგით თურქულმა სერიალებმა გადაუსწრო და არა იმიტომ, რომ მაყურებელმა კონცერტი ვერ დააფასა.

ქეთი მელაძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 145 /
ანა
რა გჭირთ ქართველებო,რატომ ვერ იტანთ ნიჭიერ და პოპულარულ ადამიანებს.ბოღმა კლავს ადამიანს და გირჩევთ არ გინდათ.ორივე უნიკალური მომღერალია და კრიტიკას არ იმსახურებენ.
17:43 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ასა
კლუბში საახლობლოსთვის ჩაწერილ საღამოს არაფერი აქვს საერთო მაღალი დონის კონცერტთან.
17:39 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ბაია
ერთი ის მეუღლე მანახა ნინოს რომ ენატრება??????ვინა ის კაცი იცით??
17:37 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ნია
მე მომეწონა ეს კრიტიკა , ვიღაცამ ხომ უნდა დაწეროს და თქვას პირველად.ქათამაძე მართლაც ვერ განვითარდა პაპარაპუვეს შემდეგ.სულ ერთი და იგივე . დაბორმილი აქ არაფერ შუაშია.ყველა ვინც მასის აზრს არ იზიარებს , რატომრაც დაბოღმილია , სულელური მდგომა ხომ არ არის?
17:34 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
რიგითი მსმენელი
ძალიან კარგი რეცენზიაა..ბევრ რამეში ვეთანხმები სტატიის ავტორს.. კარგი იქნება, თუ სხვა გადაცმემებსაც ასე ობიექტურად შეაფასებთ..
17:27 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
სხვა
ძალიან კარგი და დროული სტატიაა.. არგუმენტებით დახუნძლული..ბარვო!!! მეც ვფიქრობ რომ ეს ყველაფერი ძველ ტელევიზია ევრიკას გავდა.. სადაც გადაცემისას, გივი სიხარულიძე და მსუქანი ქალი თაიგულის გარშემო ცეკვავდნენ.. აშკარაა, სტატიის ავტორი მუსიკაში ერკვევა
17:24 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
დალი
ძალინ კარგი კონცერტი იყო, განა ხშირად გვანებივრებენ ტელევიზიები ასეთი კონცერტებით?. ქათამაძე რა თქმა უნდა გენიალურია, კონტრიძეც კარგი მუსიკოსია ასე რომ დიდი მადლობა ნანუკას და რუსტავი2
17:05 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ქეთი მელაძე ვინ არის? :)) შეგრცხვეთ ... ნუ აკრიტიკებთ იმის გამო ერთმანეთს, რისი გაკეთებაც თავად ან არ შეგიძლიათ ან კომპლექსები გახრჩობთ
ჩემთვის ეს გადაცემა იყო სრული სიგიჟე...ესეთი სიამოვნება მართლა რამდენი ხანია არ მიმიღია, რას არ დავთმბოდი იქ , რომ ვყოფილიყავი... გავგიჟდი ისე მომეწონა... სულ სხვა კლასი... 2 უნიჭიერესი , გადარეული, არაამქვეყნიური ქალი... მეამაყებით ძალიან
17:04 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
მარი
მონატრებული ვიყავი ჯანსაღრ კრიტიკას.მადლობა ქეთი.
16:59 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ნათია
ხალხო რა გჭირთ?საქართველოში,რომ ძალიან მკაცრი მსმენელია არ იცოდით აქამდე?ამიტომაცაა,რომ კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს ეს გადაცემა თუ კონცერტი,რავიცი რაც იყო,ამ ბოლო დროს ვითომ ევროპას ვბაძავთ და ამ ტელევიზიების ვერ გამიგია სად გადაცემა და სად კონცერტი,კონცერტი მე გამიგია შესაბამის სივრცეში,როგორც ჩანს სულ თემები აღარ დარჩა განსახილველი ქართულ ტელესივრცეში და ახლა ტოქ შოუს წამყვანები კონცერტებს გვთავაზობენ,მეცინება ძალიან ასეთ უგემოვნო გადაცემებზე,უგემოვნოს ვუწოდებ გადაცემის ავტორს და არა ქათამაძეს,მემანიშვილს და კონტრიძეს,თუმცა კონტრიძეზე კიდევ შეიძლება ითქვას,უამრავი თემა არსებობს,რომელიც დღეს საზოგადოებას აინტერესებს კონცერტზე მეტად,კონცერტი,რომ უნდოდეს ან მუსიკის საღამო წავიდოდა ეს ხალხი და მოისმენდა,გამკვირვებია ნანუკასი ყოველთვის გამორჩეოდა ხოლმე მისი გადაცემა პროფილისგან იმით,რომ მისგან ვიღებდით ყველა შეკითხვაზე პასუხს და არ გავდა პროფილს,რომელშიც ასათიანი სპეკტაკლებს დგავდა
16:44 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS