31 იანვარი, 2014
''მიყვარხარ, შე ჩემა'' - ქარიზმის ამარა დარჩენილი თეონა კონტრიძე და ხმაშემოძარცვული ნინო ქათამაძე
შესაძლოა, ნანუკას ძალიანაც უნდა, რომ თავისი მეგობრები, როგორც თანამედროვე დროის ლეგენდები, ისე გააპიაროს, მაგრამ გააჩნია, ამას საზოგადოება როგორ მიიღებს გასული ოთხშაბათიდან მოყოლებული, აქტუალობას არ კარგავს ''ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ'', რომელმაც ერთად, არც მეტი არც ნაკლები, ნინო ქათამაძე, თეონა კონტრიძე და ნიკოლოზ რაჭველი შეკრიბა.

გადაცემას ისეთი იდუმალი და მისტიკური ანონსი ჰქონდა, თავიდან მაყურებელმა იფიქრა, რომ ერთად ლეგენდარული ადამიანები შეიკრიბებოდნენ, რომლებიც საზოგადოებას დიდი ხანია არ უნახავს, ყოველ შემთხვევაში, ერთ შენობაში და ტელეკამერების წინ.

რადგან ანონსი თეატრალურ სივრცეში იყო
ჩაწერილი, ვიფიქრეთ, რომ რობიკო სტურუა და გია ყანჩელი ხომ არ იქნებოდნენ გადაცემის სტუმრები. ზოგი სულ სხვა მიმართულებით წავიდა და საკუთარი ვერსიები ჰქონდა.

მოკლედ, ნანუკას ანონსმა ნამდვილად ძალიან გაამართლა და ამ კუთხით ტელეწამყვანის გუნდს კარგად უმუშავია, თუმცა, მეორე მხრივ, გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ ეს მოლოდინი საპნის ბუშტივით გასკდა.

კარგად გამოჩნდა ერთი რამ, ის, რაზეც საზოგადოება ლაპარაკობს აღტაცებით და მართლა ლეგენდებად მიაჩნია და ''ნანუკას შოუს'' ღირებულებები მთლად არ ემთხვევა ერთმანეთს. ნინო ქათამაძის, თეონა კონტრიძისა და ნიკოლოზ რაჭველის ტრიო რომ ასეთი განსაკუთრებული არ არის, ამაზე ალბათ კამათი შეიძლება.

შესაძლოა, ნანუკას ძალიანაც უნდა, რომ თავისი მეგობრები, როგორც თანამედროვე დროის ლეგენდები, ისე გააპიაროს, მაგრამ გააჩნია, ამას საზოგადოება როგორ მიიღებს.

ნინოსა და ნიკოლოზის პროდუქტიულობის, მათ მიერ ჩატარებული კონცერტების, ნინოს სასიამოვნო, ჰიტებად ქცეული სიმღერების თუ ნიკოლოზ რაჭველის ურიცხვი რაოდენობის ნამუშევართა მიუხედავად, არ გვგონია, რომ მათ სატელევიზიო კონცერტს ასეთი ხმამაღალი წარდგენა შეესაბამებოდეს.

რაც შეეხება თეონა კონტრიძეს, მან საქართველოში სწორედ ''ნანუკას შოუში'' ჩაატარა თავისი პირველი კონცერტი. მანამდე კი ამის საშუალება, სამწუხაროდ, არ მიეცა. თეონა საკმაოდ ნიჭიერ შემსრულებლად არის ცნობილი, მაგრამ ნანუკასთან ინტერვიუშიც აღნიშნა, რომ დღესდღეობით მისი მთავარი კოზირი სულაც არ არის ხმა.

რასაკვირველია, ეს სრული სიმართლეა. ვისაც ჯაზის მიმდინარეობა ოდნავ მაინც ესმის, თეონას მიერ ''ნანუკას შოუში'' შესრულებული რამდენიმე ჯაზსტანდარტი აუცილებლად მოჰგვრიდა ღიმილს.

მომღერლისთვის ქარიზმა მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ ქარიზმის ამარა დარჩენილი შემსრულებელი არცთუ საინტერესოა. მით უმეტეს, როცა ქარიზმა დიდი მკერდის ფრიალში და ნინო ქათამაძისთვის სცენიდან ''მიყვარხარ, შე ჩემას'' ძახილში გამოიხატება...

რაც შეეხება ნინო ქათამაძეს, რომელიც ქვეყნის საზღვრებს გარეთაც საკმაოდ აღიარებული და დაფასებულია და საქართველოშიც ძლიერ უყვართ. ნათელია, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური და გამორჩეულია ჩვენს ქვეყანაში, თუმცა, მეორე მხრივ, მუსიკალური თვალსაზრისით, ამ მომღერლის შემოქმედებაში განვითარება არ ჩანს.

გარდა ამისა, მისი ცოცხალი შესრულება ბოლო დროს ყოველთვის ტოვებს მეტის სურვილს... თუკი გავიხსენებთ ნინოს პირველ ლაივს ''სამეფო უბნის თეატრში'', რომლითაც ქართველი მსმენელის გული დაიპყრო, დღეს, თითქოს, მას ხმა შემოძარცვული აქვს.

ამიტომაც, როდესაც ტელეპროექტი ხმამაღალ წარდგენას უკეთებს კონცერტს, რომელსაც მთლიანობაში, მუსიკალური თვალსაზრისით, ბევრი ნაკლი აქვს, ალბათ, უფრო მეტი დაფიქრებაა საჭირო - რას ''ვასაღებთ'' ოქროდ ქართველ მაყურებელს, რომლის უმეტესობის მუსიკალური გემოვნება საეჭვო გახლავთ.

რასაკვირველია, ის, რაც ''ნანუკას შოუში'' მოხდა, არ იყო ცუდი, მაგრამ აქ წარდგენაზეა საუბარი და არა თავად კონცერტზე. თუკი ჩვენ მეგობრებთან ერთად შევიკრიბეთ და კლუბურ ღონისძიებაზე კარგად ვერთობით, იმას არ ნიშნავს, რომ ეს მაყურებლისთვისაც საინტერესო სანახავი უნდა იყოს.

ალბათ, სწორედ ამიტომაც იყო, რომ ''ნანუკას შოუს'' რეიტინგით თურქულმა სერიალებმა გადაუსწრო და არა იმიტომ, რომ მაყურებელმა კონცერტი ვერ დააფასა.

ქეთი მელაძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 145 /
მედეა
ჩემთვის ძალიან არაესთეტიური საყურებელი იყო ორი 150 კილოიანი ქალის ძუნძული. მოსმენა კიდევ შეიძლებოდა, მაგრამ ყურება .... ისეთი მონდომებული გაჰკიოდა ნანუკა.... ამ აღტკინებით ხალხს ვერ დააბრმავებ და ვერ დააყრუებ. ჩვეულებრივი აფიორა იყო. ნინო არ უნდა დათანხმებულიყო იმ ქალთან ერთად გამოსვლაზე.ვისაც მოეწონა, ღმერთმა შეარგოს, ალბათ მეტი არ უნახავტ უკეთესი არაფერი!
18:43 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
თუკი ჩვენ მეგობრებთან ერთად შევიკრიბეთ და კლუბურ ღონისძიებაზე კარგად ვერთობით, იმას არ ნიშნავს, რომ ეს მაყურებლისთვისაც საინტერესო სანახავი უნდა იყოს.
18:17 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
სალია
ნამდვილად არაფერია დასაბოღმი.რაც არ მომწონს არ მომწონს.ვღაცას ხომ მოსწონს.არც რეპერტუარი,არც ვიზუალი.ორი ბომბორა კაცები იყვნენ მგონია
18:09 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
კიკი
ყოჩაღ სტატიის ავტორს, მოკლედ და ლაკონურად ჩამოაყალიბა. გეთანხმებით.
17:57 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
კოკი
ქეთი მელაძე, საინტერესოა რა პროფესიის ადამიანი ბრძანდება. მეჩვენება, რომ მუსიკის გაგებაში არ არის.
17:53 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ეთო
ამდენს რომ წერთ ნანუკასაც ეგ უნდა სწორედ ეს არის რეიტინგი მთავარია დაწერო და გააკრიტიკო კარგი თუ ცუდი ეგ მეორე საკითხია მთავარი ხომ ვარჩევთ და ვლაპარაკობთ ე.ი ვუყურებთ საღოლ ნანუკა მაგარი ხარ............
17:53 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
მორდეხა ხაიფადან
ოხ ქართველებო, მართლა რა ხართ ასეთი "საუკეთესო" ერი მთელს მსოფლიოში, რომ თქვენივე ჯიშისა და ჯილაგის წარმატება ასე გრთგუნავთ. ნუთუ სხვ პრობლემები უკვე მოგვარებული გაქვთ. მე მგონი ერთმანეთის სიძულვილში ძალიან ღრმად შეტოპეთ, რაც ძალიან ცუდად დამთავრდება თქვენთვის. ეს ყველაფერი კი არც ისე შორსაა. სულ მალე.მერე იქნებ დაისვენოთ თქვენც და სხვაც დაასვენოთ.
17:50 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
რიგითი მაყურებელი
ცუდი კონცერტი ნამდვილად არ იყო, მაგრამ ასეთი რეკლამის შემდეგ რაგაცას სხვას ველოდი, იდუმალების მოლოდინი არ გამიმართლდა. მეგობრების გართობას ვუყურეთ , ჩვენც გავერთეთ, მაგრამ უკმარისობის გრძნობა დამეუფლა
17:48 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ჯორჯო....
კონცერტიტ ვისიამოვნე იმიტომ რომ ამის სასშუალება უბრალოდ არ გვაქვს ქართველ ერს.... რაც შეეხება ამ სტატიას, კარგია კრიტიკა იმიტომ რომ მოდუნების საშუალება არ მისცეთ ტელევიზიიებს და რაც შეიზლება დახვეწილი გადაცემები აჩვენონ, თორემ გონება დაგვიჩლუნგდა ამდენი კრეტინული სერიალებით.....
17:46 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ირმა
რა საჭიროა ამდენი ქაოსი, კრიტიკა და კომენტარები. უყურე და დატკბი თუ მოგეწონა. თუ არადა იყურე სერიალებს. მე დიდად ვისიამოვნე. სხვისი ოჯახების და პირადების ქექვას და ჭორაობას არ ჯობია ჯაბსაღ სიმთერას მოვუსმინოთ. მე პირადად ძალიან მომეწონა
17:44 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS