31 იანვარი, 2014
''მიყვარხარ, შე ჩემა'' - ქარიზმის ამარა დარჩენილი თეონა კონტრიძე და ხმაშემოძარცვული ნინო ქათამაძე
შესაძლოა, ნანუკას ძალიანაც უნდა, რომ თავისი მეგობრები, როგორც თანამედროვე დროის ლეგენდები, ისე გააპიაროს, მაგრამ გააჩნია, ამას საზოგადოება როგორ მიიღებს გასული ოთხშაბათიდან მოყოლებული, აქტუალობას არ კარგავს ''ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ'', რომელმაც ერთად, არც მეტი არც ნაკლები, ნინო ქათამაძე, თეონა კონტრიძე და ნიკოლოზ რაჭველი შეკრიბა.

გადაცემას ისეთი იდუმალი და მისტიკური ანონსი ჰქონდა, თავიდან მაყურებელმა იფიქრა, რომ ერთად ლეგენდარული ადამიანები შეიკრიბებოდნენ, რომლებიც საზოგადოებას დიდი ხანია არ უნახავს, ყოველ შემთხვევაში, ერთ შენობაში და ტელეკამერების წინ.

რადგან ანონსი თეატრალურ სივრცეში იყო
ჩაწერილი, ვიფიქრეთ, რომ რობიკო სტურუა და გია ყანჩელი ხომ არ იქნებოდნენ გადაცემის სტუმრები. ზოგი სულ სხვა მიმართულებით წავიდა და საკუთარი ვერსიები ჰქონდა.

მოკლედ, ნანუკას ანონსმა ნამდვილად ძალიან გაამართლა და ამ კუთხით ტელეწამყვანის გუნდს კარგად უმუშავია, თუმცა, მეორე მხრივ, გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ ეს მოლოდინი საპნის ბუშტივით გასკდა.

კარგად გამოჩნდა ერთი რამ, ის, რაზეც საზოგადოება ლაპარაკობს აღტაცებით და მართლა ლეგენდებად მიაჩნია და ''ნანუკას შოუს'' ღირებულებები მთლად არ ემთხვევა ერთმანეთს. ნინო ქათამაძის, თეონა კონტრიძისა და ნიკოლოზ რაჭველის ტრიო რომ ასეთი განსაკუთრებული არ არის, ამაზე ალბათ კამათი შეიძლება.

შესაძლოა, ნანუკას ძალიანაც უნდა, რომ თავისი მეგობრები, როგორც თანამედროვე დროის ლეგენდები, ისე გააპიაროს, მაგრამ გააჩნია, ამას საზოგადოება როგორ მიიღებს.

ნინოსა და ნიკოლოზის პროდუქტიულობის, მათ მიერ ჩატარებული კონცერტების, ნინოს სასიამოვნო, ჰიტებად ქცეული სიმღერების თუ ნიკოლოზ რაჭველის ურიცხვი რაოდენობის ნამუშევართა მიუხედავად, არ გვგონია, რომ მათ სატელევიზიო კონცერტს ასეთი ხმამაღალი წარდგენა შეესაბამებოდეს.

რაც შეეხება თეონა კონტრიძეს, მან საქართველოში სწორედ ''ნანუკას შოუში'' ჩაატარა თავისი პირველი კონცერტი. მანამდე კი ამის საშუალება, სამწუხაროდ, არ მიეცა. თეონა საკმაოდ ნიჭიერ შემსრულებლად არის ცნობილი, მაგრამ ნანუკასთან ინტერვიუშიც აღნიშნა, რომ დღესდღეობით მისი მთავარი კოზირი სულაც არ არის ხმა.

რასაკვირველია, ეს სრული სიმართლეა. ვისაც ჯაზის მიმდინარეობა ოდნავ მაინც ესმის, თეონას მიერ ''ნანუკას შოუში'' შესრულებული რამდენიმე ჯაზსტანდარტი აუცილებლად მოჰგვრიდა ღიმილს.

მომღერლისთვის ქარიზმა მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ ქარიზმის ამარა დარჩენილი შემსრულებელი არცთუ საინტერესოა. მით უმეტეს, როცა ქარიზმა დიდი მკერდის ფრიალში და ნინო ქათამაძისთვის სცენიდან ''მიყვარხარ, შე ჩემას'' ძახილში გამოიხატება...

რაც შეეხება ნინო ქათამაძეს, რომელიც ქვეყნის საზღვრებს გარეთაც საკმაოდ აღიარებული და დაფასებულია და საქართველოშიც ძლიერ უყვართ. ნათელია, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური და გამორჩეულია ჩვენს ქვეყანაში, თუმცა, მეორე მხრივ, მუსიკალური თვალსაზრისით, ამ მომღერლის შემოქმედებაში განვითარება არ ჩანს.

გარდა ამისა, მისი ცოცხალი შესრულება ბოლო დროს ყოველთვის ტოვებს მეტის სურვილს... თუკი გავიხსენებთ ნინოს პირველ ლაივს ''სამეფო უბნის თეატრში'', რომლითაც ქართველი მსმენელის გული დაიპყრო, დღეს, თითქოს, მას ხმა შემოძარცვული აქვს.

ამიტომაც, როდესაც ტელეპროექტი ხმამაღალ წარდგენას უკეთებს კონცერტს, რომელსაც მთლიანობაში, მუსიკალური თვალსაზრისით, ბევრი ნაკლი აქვს, ალბათ, უფრო მეტი დაფიქრებაა საჭირო - რას ''ვასაღებთ'' ოქროდ ქართველ მაყურებელს, რომლის უმეტესობის მუსიკალური გემოვნება საეჭვო გახლავთ.

რასაკვირველია, ის, რაც ''ნანუკას შოუში'' მოხდა, არ იყო ცუდი, მაგრამ აქ წარდგენაზეა საუბარი და არა თავად კონცერტზე. თუკი ჩვენ მეგობრებთან ერთად შევიკრიბეთ და კლუბურ ღონისძიებაზე კარგად ვერთობით, იმას არ ნიშნავს, რომ ეს მაყურებლისთვისაც საინტერესო სანახავი უნდა იყოს.

ალბათ, სწორედ ამიტომაც იყო, რომ ''ნანუკას შოუს'' რეიტინგით თურქულმა სერიალებმა გადაუსწრო და არა იმიტომ, რომ მაყურებელმა კონცერტი ვერ დააფასა.

ქეთი მელაძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 145 /
ტატა
რატომ უნდა მოსწონდეს ყველა მომღერალი თუ შემსრულებელი თითოეულ მსმენელს,თუ არ მოგწონდათ ნუ მოუსმენდით...რა ხდება განსხვავებული აზრი უნდა ჩაიქოლოს??????
18:11 / 03-02-2014
გამოხმაურება / 0 /
MAრჯა
ეს ორი ძროხა თუ ყროყინებს.რა ჟურნალისტის ბრალია.ჟურნალისტმა გაასუქა და გააგოლიათა??????????
17:45 / 03-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ბი
აპატიეთ ერთმანეთს განსხვავებული გემოვნება :) უჰ რა უბედურებაა ყველა ნანუკას და მეორეს ხო არ მოუსმენს, ზოგს სურამელაშვილი მოეწონება ზოგს მაია ჯაბუა. მე პირადად დამღალა ამ დიდებულმა ლეიო-ლეიომ, ხომ მაქვს უფლება სხვა რამეს მოვუსმინო
17:00 / 03-02-2014
გამოხმაურება / 0 /
მარიამი
ღირსები ხართ მარტო სურამელაშვილი და მსგავსი ორიენტაცია დაკარგული ხალხის უაზრო გოიმური სიმღერები გასმემინოთ ადამიანმა რა.. არაფრის აზზე არ ხართ.
15:15 / 03-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ლილიტ
რა გითხრათ, რით გაგახაროთ, კოტე, მეც მანდ ვარ, მართალი ხარ... ერთი ის ვერ გავიგე, სერიალი რა მოსატანი იყო, ვაი ჩვენ ცოდოები, ვაი...
13:53 / 03-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ზიზი
შეიძლება ქათამაძეს არ უსმენდეთ,მაგრამ მახინჯს ნუ უწოდებთ ამ ქალბატონს,ეს თქვენივე სულის სიმახინჯეზე მეტყველებს.საოცრად კეთილი და კარგი ადამიანია.ნეტა ბევრი იყოს ეგეთი
13:14 / 03-02-2014
გამოხმაურება / 0 /
bla
მაგ გადაცემას თუ მომისჯიდნენ, თორე, ჩემი ნებით ნამდვილად არ ვუყურებდი. მახინჯი ქალების კუნტრუში და კივილი შემოქმედება და ხელოვნება არაა. სამაგიეროდ, სიამოვნებით ვუყურე გუშინ თამრიკო ჭოხონელიძის კონცერტს. სიამოვნებას სწორედ ასეთი შესრულება გვანიჭებს და არა წივილ-კივილი..
13:06 / 03-02-2014
გამოხმაურება / 0 /
თეა
ზოგიერთებმა თქვენი სოფლის სახელებიც მიაწერეთ,შემთხვევით რომ მოვხვდე არ ჩამქოლოთ,მკლავი არ გამომიჩნდეს ჟაკეტი მაინც მოვიხურო:)))))))))
12:59 / 03-02-2014
გამოხმაურება / 0 /
თეა
ბრავო კოტე.100 იანში გაარტყი
12:47 / 03-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ხათუნა
მადლობა სტატიის ავტორს ობექტური შეფასბისთვის და სიალისთვის
12:45 / 03-02-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS