31 იანვარი, 2014
''მიყვარხარ, შე ჩემა'' - ქარიზმის ამარა დარჩენილი თეონა კონტრიძე და ხმაშემოძარცვული ნინო ქათამაძე
შესაძლოა, ნანუკას ძალიანაც უნდა, რომ თავისი მეგობრები, როგორც თანამედროვე დროის ლეგენდები, ისე გააპიაროს, მაგრამ გააჩნია, ამას საზოგადოება როგორ მიიღებს გასული ოთხშაბათიდან მოყოლებული, აქტუალობას არ კარგავს ''ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ'', რომელმაც ერთად, არც მეტი არც ნაკლები, ნინო ქათამაძე, თეონა კონტრიძე და ნიკოლოზ რაჭველი შეკრიბა.

გადაცემას ისეთი იდუმალი და მისტიკური ანონსი ჰქონდა, თავიდან მაყურებელმა იფიქრა, რომ ერთად ლეგენდარული ადამიანები შეიკრიბებოდნენ, რომლებიც საზოგადოებას დიდი ხანია არ უნახავს, ყოველ შემთხვევაში, ერთ შენობაში და ტელეკამერების წინ.

რადგან ანონსი თეატრალურ სივრცეში იყო
ჩაწერილი, ვიფიქრეთ, რომ რობიკო სტურუა და გია ყანჩელი ხომ არ იქნებოდნენ გადაცემის სტუმრები. ზოგი სულ სხვა მიმართულებით წავიდა და საკუთარი ვერსიები ჰქონდა.

მოკლედ, ნანუკას ანონსმა ნამდვილად ძალიან გაამართლა და ამ კუთხით ტელეწამყვანის გუნდს კარგად უმუშავია, თუმცა, მეორე მხრივ, გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ ეს მოლოდინი საპნის ბუშტივით გასკდა.

კარგად გამოჩნდა ერთი რამ, ის, რაზეც საზოგადოება ლაპარაკობს აღტაცებით და მართლა ლეგენდებად მიაჩნია და ''ნანუკას შოუს'' ღირებულებები მთლად არ ემთხვევა ერთმანეთს. ნინო ქათამაძის, თეონა კონტრიძისა და ნიკოლოზ რაჭველის ტრიო რომ ასეთი განსაკუთრებული არ არის, ამაზე ალბათ კამათი შეიძლება.

შესაძლოა, ნანუკას ძალიანაც უნდა, რომ თავისი მეგობრები, როგორც თანამედროვე დროის ლეგენდები, ისე გააპიაროს, მაგრამ გააჩნია, ამას საზოგადოება როგორ მიიღებს.

ნინოსა და ნიკოლოზის პროდუქტიულობის, მათ მიერ ჩატარებული კონცერტების, ნინოს სასიამოვნო, ჰიტებად ქცეული სიმღერების თუ ნიკოლოზ რაჭველის ურიცხვი რაოდენობის ნამუშევართა მიუხედავად, არ გვგონია, რომ მათ სატელევიზიო კონცერტს ასეთი ხმამაღალი წარდგენა შეესაბამებოდეს.

რაც შეეხება თეონა კონტრიძეს, მან საქართველოში სწორედ ''ნანუკას შოუში'' ჩაატარა თავისი პირველი კონცერტი. მანამდე კი ამის საშუალება, სამწუხაროდ, არ მიეცა. თეონა საკმაოდ ნიჭიერ შემსრულებლად არის ცნობილი, მაგრამ ნანუკასთან ინტერვიუშიც აღნიშნა, რომ დღესდღეობით მისი მთავარი კოზირი სულაც არ არის ხმა.

რასაკვირველია, ეს სრული სიმართლეა. ვისაც ჯაზის მიმდინარეობა ოდნავ მაინც ესმის, თეონას მიერ ''ნანუკას შოუში'' შესრულებული რამდენიმე ჯაზსტანდარტი აუცილებლად მოჰგვრიდა ღიმილს.

მომღერლისთვის ქარიზმა მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ ქარიზმის ამარა დარჩენილი შემსრულებელი არცთუ საინტერესოა. მით უმეტეს, როცა ქარიზმა დიდი მკერდის ფრიალში და ნინო ქათამაძისთვის სცენიდან ''მიყვარხარ, შე ჩემას'' ძახილში გამოიხატება...

რაც შეეხება ნინო ქათამაძეს, რომელიც ქვეყნის საზღვრებს გარეთაც საკმაოდ აღიარებული და დაფასებულია და საქართველოშიც ძლიერ უყვართ. ნათელია, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური და გამორჩეულია ჩვენს ქვეყანაში, თუმცა, მეორე მხრივ, მუსიკალური თვალსაზრისით, ამ მომღერლის შემოქმედებაში განვითარება არ ჩანს.

გარდა ამისა, მისი ცოცხალი შესრულება ბოლო დროს ყოველთვის ტოვებს მეტის სურვილს... თუკი გავიხსენებთ ნინოს პირველ ლაივს ''სამეფო უბნის თეატრში'', რომლითაც ქართველი მსმენელის გული დაიპყრო, დღეს, თითქოს, მას ხმა შემოძარცვული აქვს.

ამიტომაც, როდესაც ტელეპროექტი ხმამაღალ წარდგენას უკეთებს კონცერტს, რომელსაც მთლიანობაში, მუსიკალური თვალსაზრისით, ბევრი ნაკლი აქვს, ალბათ, უფრო მეტი დაფიქრებაა საჭირო - რას ''ვასაღებთ'' ოქროდ ქართველ მაყურებელს, რომლის უმეტესობის მუსიკალური გემოვნება საეჭვო გახლავთ.

რასაკვირველია, ის, რაც ''ნანუკას შოუში'' მოხდა, არ იყო ცუდი, მაგრამ აქ წარდგენაზეა საუბარი და არა თავად კონცერტზე. თუკი ჩვენ მეგობრებთან ერთად შევიკრიბეთ და კლუბურ ღონისძიებაზე კარგად ვერთობით, იმას არ ნიშნავს, რომ ეს მაყურებლისთვისაც საინტერესო სანახავი უნდა იყოს.

ალბათ, სწორედ ამიტომაც იყო, რომ ''ნანუკას შოუს'' რეიტინგით თურქულმა სერიალებმა გადაუსწრო და არა იმიტომ, რომ მაყურებელმა კონცერტი ვერ დააფასა.

ქეთი მელაძე
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 145 /
ბაკური
აქ შურისა და ღვარძლის მთხეველების 90% ის ხალხია ჩარკვიან სიცოცხლეში რომ ლანძღავდა და გარდაცვალების შემდეგ ძეგლები რომ დაუდგით. თქვენ დღე და ღამე ლელა წურწუმიასა და სტეფანეს უნდა უსმენდეთ, მეტის ღირსები არ ხართ. კიდევ კარგი არსებობს უცხოელი მაყურებელი, რომელიც იმაზე გაცილებით უკეთ აფასებს ქათამაძის შემოქმედებას ვიდრე თქვენ და თქვენისთანა უგემოვნო და უმადური მსმენელები.
21:47 / 02-02-2015
გამოხმაურება / 0 /
mona liza
თეონა კონტრიძე: "ქართლის დედას დიდი ხანია აქვს ფალოსი" http://youtu.be/b53a6xqdqR8
09:02 / 07-04-2014
გამოხმაურება / 0 /
თინა
ძალიან სწორად და გამართულად დაწერილი სტატიაა, არავითარი ღვარძლი აქ არ არის, მართალია ელა ფიდჯერალდი ყველა ვერ იქნება , მაგრამ თეონა ისეთი ამბიციურია,რომ ჯერ კიდევ ბავშობაში ერთხელ თქვა რომ მე უკვე დიდი ხანია ვიტნის ვჯობივარო, აი ზუსტად მაშინ მივხვდი რომ ეგ ადამიანი როგორ შემომქმედი უკვე დაღუპული იყო.
02:00 / 03-04-2014
გამოხმაურება / 0 /
ხატია
ზუსტი შეფასებაა ჯანსაღი აზრის დეფიციტია საქართველოში..პატივს ვცემ ქათამაძეს იმიტომ რომ ადამიანია და სიყვარულს აფრქვევს..
13:08 / 02-03-2014
გამოხმაურება / 0 /
თედი
კარგი სტატიაა, აბსოლუტურად საღად და სწორადაა შეფასებული, როგორც მუსიკალური, ისე არამუსიკალური მხარე. მე მომეწონა! მეტიც, ძალიან კარგი იქნებოდა თუ ასეთი ჯანსაღი კრიტიკა მოიმატებდა ქართულ პრესაში და არამარტო... ეს დღეს ძალიან გვჭირდება. ამ სტატიაში განსაკუთრებით მომეწონა ის, რომ, მიუხედავად მკვეთრი ტონისა, ძალიან კარგად იყო დაცული ყველა ბალანსი და არ იყო ტიპური ქართული რადიკალიზმით გაჟღენთილი. მოკლედ, ამას ქვია ბეწვის ხიდზე გაიარა და სწორად და ზუსტად შეაფასაო. თან ჯაზის შესახებაც სცოდნია ავტორს :)) ეს დასაფასებელია დღეს საქართველოში :)
00:23 / 07-02-2014
გამოხმაურება / 0 /
რომა
ვახ..ძალიან კარგი სტატიაა, სად ხედავთ აქ ძვარძლს, შურს და ბოროტებას....ეს სტატია ზუსტად იმ აზრის მატარებელია, რაც მეც გამიჩნდა ამ კონცერტის ყურებისას და მოსმენისას.... :))
18:28 / 04-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
კარგი რაა, ქართველების სენია ყველაფრის და ყველას ღვარძლიანი კრიტიკა,თუ არ მოგწონთ გადართეთ და უყურეთ ზოგმა თურქულ სერიალს,ზოგმა ახალ ამბებს და ა. შ. ვისაც მოგვეწონა რა ვქნათ? ყველა ელა ფიცჯერალდი და ბილი ჰოლიდეი ვერ იქნება და აღარ იმღეროს?!
11:32 / 04-02-2014
გამოხმაურება / 0 /
კოკო პარიზელი
ქეთი მელაძე, ბრავო გამართული და ობიექტური სტატიაა
22:02 / 03-02-2014
გამოხმაურება / 0 /
არც მე მომეწონა გადაცემა, საშინელება იყო კონტრიძის ხუნტრუცი. დიდ პატივს ვცემ ნინო ქათამაძეს, მაგრამ რა ვქნა მეც ვფიქრობ რომ გაიყინა ერთ ადგილზე. თუ ძალიან მაგრად შესრულებული ჯაზური კომპოზიციის მოსმენა უნდოდა ნანუკას აჯობებდა მაია ბარათაშვილი მიეწვია."ძაან სვეცკების" საყურადღებოდ: არ ვარ ჯაზის ტრფიალი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ სურამელაშვილი, და ძოწენიძე მომწონს. ჩემთვის უფრო ღირებული ქართული ხალხური და ქალაქური მუსიკაა. ქართული ხმების შესრულებული ერთი სიმღერა ან კახური მრავალჟამიერი მირჩევნია კონტრიძის 2 საათიან კონცერტს და ამიტომ გოიმი, გაუნათლებელი და სოფლელი ვარ? და კიდევ თეას მინდა ვკითხო დიდი ხანია სოფლიდან ქალაქშI ჩამოვიდა?
19:31 / 03-02-2014
გამოხმაურება / 0 /
მოტყუებული ტელემაყურებელი
რომ იტყვიან ''პროფესიული კრიტიკაა''. ასეთი სტატიები ბევრი უნდა იწერებოდეს. მადლობა სტატიის ავტორს. აწი უბრალო ტაშფანდურის ჩვენებასაც არ მოერიდებიან ''ვაი რეიტინგული" არხები. მგონი არც სამხატვრო საბჭო ჰყავთ ამათ და არც გემოვნებიანი ხელმძღვანელობა. ტელევიზიები გადაიქცნენ მარშუტკებად.ასე გააგრძელეთ...
18:41 / 03-02-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS