26 აპრილი, 2018
ქეთა თოფურიამ გუფი ქართულად აალაპარაკა
მომღერალი ქეთა თოფურია აქტიური შემოქმედებითი ცხოვრებით ცხოვრობს. ის რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა ალმა-ატაში, სადაც "ა სტუდიოს" კონცერტი ჩატარდა. ალმა-ატიდან ქეთამ გამოაქვეყნა ფოტო, რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ფოტოს კომენტარი ქეთას ახალმა სიყვარულმა, რეპერმა გუფიმაც გაუკეთა. "ლამაზი გოგო ხარ", - დაწერა გუფიმ. ამ ფაქტს ქეთა და მისი თაყვანისმცემლები გამოეხმაურნენ.

ქეთას და გუფის რომანის შესახებ რუსული პრესა გასულ წელს ალაპარაკდა. წყვილი ურთიერთობას დიდხანს მალავდა, თუმცა, ახლა გრძნობებს აღარ ფარავენ და, როგორც ხედავთ, ქეთამ რუსი მეგობარი მამაკაცი ქართულადაც კი აალაპარაკა. 




FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
TOPS