24 აპრილი, 2018
"ჩემთვის ისევ მიშა არის პრეზიდენტი" - "ჰეროკრატიაში" ლადო ბედუკაძის როლის შემსრულებელი სააკაშვილს ბოდიშს უხდის
"ჰეროკრატიაში" ერთ-ერთი როლის შემსრულებელი, მსახიობი და რეჟისორი ოთარ მიქელაძე სერიალში მონაწილეობისთვის საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ბოდიშს უხდის. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში პოსტი დაწერა.

"ბოდიში საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს ! ბატონო პრეზიდენტო! ბოდიში მინდა მოგიხადოთ იმისათვის, რომ: 1. 2012 წელს გავწევრიანდი მატყუარა "ქართულ ოცნებაში"; 2. 2012 წლის არჩევნებში ხმა მივეცი "ქართულ ოცნებას"; 3. როგორც მსახიობმა, მონაწილეობა მივიღე მრავალსერიან სატელევიზიო მხატვრულ ფილმში "ჰეროკრატია"; პატივისცემით, კინორეჟისორი ოთარ მიქელაძე 23.04.2018".

პოსტის გამოქვეყნების შემდეგ Ambebi.ge ოთარ მიქელაძეს
დაუკავშირდა:

- ეს არის ჩემი პირადი მოსაზრება და არავინ არ გამილანძღია. მე ბატონ პრეზიდენტს, სააკაშვილს ვუხდი ბოდიშს, იმიტომ რომ მოვტყუვდი. მეგონა "ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის მერე გაუმჯობესდებოდა პირობები, მაგრამ ვერაფერს ვერ ვამჩნევ. ჩემთვის უარესად არის ყველაფერი. რამდენიმე წლის წინ, რეპეტიციაზე ხერხემლის ტრავმა მივიღე, ვარ მეორე ჯგუფის ინვალიდი და ჩემი შემოსავალი მხოლოდ პენსიაა. მაინტერესებს 100 ლარით რა უნდა გავაკეთო? გადასახადები გადავიხადო თუ საჭმელი ვიყიდო. 2012 წელს ხმა არ მივეცი "ნაციონალებს" და ამის გამო ვიხდი ბოდიშს. განაგრძეთ კითხვა:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
ოეეე
არსად დაგეკარგოს, ხელი მაგრად ჩასჭირე
20:07 / 24-04-2018
გამოხმაურება / 1 /
სარა ოეეს
შენ და შენნაირმა მეოცნებეებმა კი იოცნებეთ ისევ და მომავალ წელსაც თუ არ აგისრულად ოცნებები ბიძინიკომ და მისმა უნდილმა და უნიათო მატყუარა მთავრობამ გაგებით მოეკიდეთ ბიძიე გაგეეეებიტტტტ. ))))
16:18 / 29-04-2018
TOPS