"ბოდიში საქართველოს პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს ! ბატონო პრეზიდენტო! ბოდიში მინდა მოგიხადოთ იმისათვის, რომ: 1. 2012 წელს გავწევრიანდი მატყუარა "ქართულ ოცნებაში"; 2. 2012 წლის არჩევნებში ხმა მივეცი "ქართულ ოცნებას"; 3. როგორც მსახიობმა, მონაწილეობა მივიღე მრავალსერიან სატელევიზიო მხატვრულ ფილმში "ჰეროკრატია"; პატივისცემით, კინორეჟისორი ოთარ მიქელაძე 23.04.2018".
პოსტის გამოქვეყნების შემდეგ Ambebi.ge ოთარ მიქელაძეს
- ეს არის ჩემი პირადი მოსაზრება და არავინ არ გამილანძღია. მე ბატონ პრეზიდენტს, სააკაშვილს ვუხდი ბოდიშს, იმიტომ რომ მოვტყუვდი. მეგონა "ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის მერე გაუმჯობესდებოდა პირობები, მაგრამ ვერაფერს ვერ ვამჩნევ. ჩემთვის უარესად არის ყველაფერი. რამდენიმე წლის წინ, რეპეტიციაზე ხერხემლის ტრავმა მივიღე, ვარ მეორე ჯგუფის ინვალიდი და ჩემი შემოსავალი მხოლოდ პენსიაა. მაინტერესებს 100 ლარით რა უნდა გავაკეთო? გადასახადები გადავიხადო თუ საჭმელი ვიყიდო. 2012 წელს ხმა არ მივეცი "ნაციონალებს" და ამის გამო ვიხდი ბოდიშს. განაგრძეთ კითხვა: