30 იანვარი, 2014
კანონიერი ქურდის დათო მელქაძის გმირობა სიკვდილის წინ
მელქაძეს ხუთი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, მხარსა და მუცელში. საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა რამდენიმე დღის წინ მოსკოვში ე.წ. კანონიერი ქურდი, ქართველი დათო მელქაძე მოკლეს, რომელსაც უფრო მეტად მეტსახელით ''დათო ფოთელი'' იცნობდნენ.

რუსმა სამართალდამცველებმა ახლახან გამოაქვეყნეს დეტალები, რომელთა მიხედვითაც რუსულ პრესაში აქტიურად დაიწყეს წერა იმაზე, თუ როგორ გმირულად მოკვდა ქართველი კანონიერი ქურდი.

კრიმინალურ ავტორიტეტს პოდმოსკოვიეში, სავაჭრო ცენტრის ავტოსადგომზე ესროლეს.
სამართალდამცველთა მონაცემებით, მას მრავალი წელი ეძებდნენ შურის საძიებლად - კიდევ ერთი ქურდისა და მისი ოჯახის მკვლელობისთვის.

მელქაძეს ხუთი ჭრილობა ჰქონდა
მიყენებული, მხარსა და მუცელში. საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა.

როდესაც მელქაძე სავაჭრო ცენტრიდან გამოდიოდა, ცოლთან და ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად, სწორედ მაშინ გაუხსნა ცეცხლი კილერმა. თვითმხილველთა თქმით, მამაკაცი მხოლოდ იმას ცდილობდა, ნასროლს მისი ოჯახის წევრები არ დაეზიანებინა.

ის ცდილობდა სხეულით გადაფარებოდა უფროს შვილს. ამასობაში მისმა ცოლმა და უმცროსმა შვილმა მოასწრეს მაღაზიაში შესვლა. მამის შეუპოვრობის წყალობით, გასროლილი ტყვიებიდან არც ერთი არ მოხვედრია მისი ოჯახის წევრებს. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 22 /
.......
სხვის ოჯახს რომ ხოცავდა მაშინაც გმირობა გამოიჩინა ეტყობა
04:22 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
abuka
ოჯახს,რომ გადაეფარო ეს გმირობაა?გმირობა კიარა,მოვალეობა და ჩვეულებრივი ამბავია!
00:05 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS