30 იანვარი, 2014
კანონიერი ქურდის დათო მელქაძის გმირობა სიკვდილის წინ
მელქაძეს ხუთი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, მხარსა და მუცელში. საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა რამდენიმე დღის წინ მოსკოვში ე.წ. კანონიერი ქურდი, ქართველი დათო მელქაძე მოკლეს, რომელსაც უფრო მეტად მეტსახელით ''დათო ფოთელი'' იცნობდნენ.

რუსმა სამართალდამცველებმა ახლახან გამოაქვეყნეს დეტალები, რომელთა მიხედვითაც რუსულ პრესაში აქტიურად დაიწყეს წერა იმაზე, თუ როგორ გმირულად მოკვდა ქართველი კანონიერი ქურდი.

კრიმინალურ ავტორიტეტს პოდმოსკოვიეში, სავაჭრო ცენტრის ავტოსადგომზე ესროლეს.
სამართალდამცველთა მონაცემებით, მას მრავალი წელი ეძებდნენ შურის საძიებლად - კიდევ ერთი ქურდისა და მისი ოჯახის მკვლელობისთვის.

მელქაძეს ხუთი ჭრილობა ჰქონდა
მიყენებული, მხარსა და მუცელში. საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა.

როდესაც მელქაძე სავაჭრო ცენტრიდან გამოდიოდა, ცოლთან და ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად, სწორედ მაშინ გაუხსნა ცეცხლი კილერმა. თვითმხილველთა თქმით, მამაკაცი მხოლოდ იმას ცდილობდა, ნასროლს მისი ოჯახის წევრები არ დაეზიანებინა.

ის ცდილობდა სხეულით გადაფარებოდა უფროს შვილს. ამასობაში მისმა ცოლმა და უმცროსმა შვილმა მოასწრეს მაღაზიაში შესვლა. მამის შეუპოვრობის წყალობით, გასროლილი ტყვიებიდან არც ერთი არ მოხვედრია მისი ოჯახის წევრებს. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

ჟურნალი ''რეიტინგი''
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 22 /
ნუ ჩვენში ხო ყველაფერი
გმირობაა და საერთოდ რაც კარგები ვართ ქართველები ვართ, აღარ მორჩააა?
22:58 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ზვიად
გმირობა და ვაჟკაცობა პიროვნული თვისებებია და არა "ქურდული" ან "მიშისტური". ეს ქართველი კაცია და ქართველი კაცის ჩაცხრილვა მტკივ. ის კი, ვისაც ქართველი კაცის წამება და გაუპატიურებაც ფეხებზე კიდია, ის ვერ იქნება ქართველი და სწორედ ისინი უნდა გვეკიდოს ფეხებზე ზუსტად ისე როგორც მაგათ ვეკიდეთ.
19:21 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
123456
მან მოკლა კანონიერი ქურდი კვეჟო და მისი ცოლი,ბიჭიც ეგონათ რო მოკვდა,მაგრამ გადარჩა :) და იმ გადარჩენილმა ბიჭმა შური იძია მამამისზე და დედამისზე :)
18:59 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
მურტალო
რაღა დრო კანონიერი ქურდები და მაგათი გაგებაა, ცუდია რომ მიაბრიდეს მარა იმიტომაც მიაბრიდეს არასწორად რომ ცხოვრობდა დამტავრდა მაგათი ბოგინი
18:36 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
გუჯა
მიშა ან სხვები იატაკზე გაწვებოდნენ და ცოლ-შვილს წინ აიფარებდნენ. მაგათთან შედარებით ეს გმირობაა აბა რაა. ან ხო შეეძლო უკან შევარდნილიყო იმ ცოლ-შვილტან ერთად
18:07 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
777
ქურდი და გმირობა ცოტა შეუტავსებელია მგონი
16:06 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
არასერიოზულია...
ასეთ რამეს, ყველა ნორმალური ადამიანი გააკეთებდა,(ადამიანის რეფლექსია) მოეშვით ე.წ. ქურდების რეკლამირებას.
15:56 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
123
ის ოჯახი ვის და რის გამო ჩავარდა მაგ დღეში ხომ არ იცით???
14:22 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
შშშშ
ასეთი ადამიანის გმირად გამოყვანა სრული აბსურდია!!
10:35 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
მოკეტეთ რა, აუცილებელია კიარაა ყველგან აფიქსიროთ აზრები, არც ცოლ-შვილი იყო ის ხალხი და არც შურისძიება იყო ეგ მკვლელობა
07:45 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS