23 აპრილი, 2018
""დიაგნოზის გაგებისას განცდა მქონდა, რომ ყველაფერი მართლა დამთავრდა" - თამარ ბაღაშვილმა სიმსივნე დაამარცხა
ბოლო წლებში ონკოლოგიური დაავადებების რიცხვმა საგრძნობლად იმატა. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დაბინძურებული ჰაერი და კარცინოგენებით გაჯერებული საკვებია. მართალია, ავთვისებიანი სიმსივნე საკმაოდ მძიმე დაავადებაა, მაგრამ მისი დამარცხება შესაძლებელია. ამ სტატიაში შემოგთავაზებთ სიას იმ ცნობილი ქართველებისა, რომლებმაც დაამარცხეს სიმსივნე ან ებრძვიან ამ დაავადებას.

გიორგი მახარაძე
მსახიობ გიორგი მახარაძეს რამდენიმე თვის წინ, ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. ამ ამბავმა ინტერნეტ-სივრცე მოიცვა. მახარაძის ოჯახს მკურნალობისთვის საჭირო თანხები არ ჰქონდა, თუმცა, ემიგრანტებმა, კოლეგებმა და საზოგადოებამ მკურნალობისთვის საჭირო თანხა რეკორდულად მცირე დროში შეუგროვეს.
მსახიობმა ქიმიოთერაპიის ორი კურსი ჩაიტარა და ამ ეტაპზე მძიმე დაავადება დაამარცხა.




თამარ ბაღაშვილი

"დიაგნოზის გაგებისას განცდა მქონდა, რომ ყველაფერი მართლა დამთავრდა", - ჰყვება ჟურნალისტი თამარ ბაღაშვილი, რომელსაც მკერდის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს. მან 6-ჯერ ჩაიტარა ქიმიოთერაპია. თერაპიის თანმდევი შედეგების გამო, როგორიცაა, ფიზიკური სისუსტე, თმის ცვენა, სახლიდან გამოსვლას ერიდებოდა. თუმცა, ამბობს, რომ ამ დროს ხალხთან ურთიერთობა და ყურადღების სხვა რამეზე გადატანა აუცილებელია. ჟურნალისტმა დაავადება საბოლოოდ დაამარცხა.


მაია რჩეულიშვილი
"ცენტრ პოინტი ჯგუფის" ერთ-ერთ დამფუძნებელს მაია რჩეულიშვილს 4 წელი მიუსაჯეს თაღლითობის გამო. ციხეში ყოფნისას მას მარცხენა ფილტვის სიმსივნე დაუდგინეს. ადვოკატმა მოითხოვა, რომ მაია რჩეულიშვილი 50 000-იანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებულიყო, თუმცა, ამ დრომდე პატიმრობაში რჩება. მაია რჩეულიშვილი მკურნალობას ახლა ციხეში გადის და ამბობენ, რომ ფიზიკურად ძალიან დასუსტებულია.

მარინა ჯანაშია
მსახიობ მარინა ჯანაშიას სიმსივნის დიაგნოზი რამდენიმე წლის წინ დაუსვეს. ორ წელიწადში მან 14 ოპერაცია გაიკეთა და სიკვდილს ასე გადაურჩა. ახლა თავს კარგად გრძნობს. „სულ ვამბობდი, რომ სამარცხვინოდ ჯანმრთელი ვარ-მეთქი… მიუხედავად იმისა, რომ დაზღვევაც მქონდა, ყოველთვის ვიღაცას დავყვებოდი ექიმთან, მე თვითონ არ მივდიოდი. სრულიად უკულტურო ადამიანი აღმოვჩნდი და ეს ის შეცდომაა, რომლის პატიებაც არ შეიძლება. ადამიანი, ვიდრე არსებობ, ვალდებული ხარ, საკუთარ თავს მიაქციო ყურადღება… ვიყავი სუსტად და არ ვიცოდი, რა მჭირდა. ვიდრე გული არ წამივიდა და ცუდად არ გავხდი, არ ვიკადრე და ეს ყველაფერი არ გავაკეთე. მე მაშინვე არ ვიცოდი დიაგნოზი. უკვე ინტოქსიკაცია იყო დაწყებული. ბევრი ფიქრის საშუალება არ მქონდა, რადგან პერიოდები იყო, რომ ვითიშებოდი. როცა ჩავედი გერმანიაში, ფონდ „ქართუს“ დახმარებით, გამიკეთდა ოპერაცია. მინდა, მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილსა და ეკა ხვედელიძეს… საკმაოდ დიდი თანხა ჯდებოდა ოპერაცია და უამრავმა ცნობილმა ქვეყანამ უარი თქვა ამ ოპერაციაზე. საკმაოდ უიმედო მდგომარეობა იყო, მე თბილისში მორფზე ვყავდი გადაყვანილი… მხოლოდ გერმანიაში გამიკეთეს ოპერაცია…“

არსენ გვენეტაძე

სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს წლების წინ ცნობილ ექიმს, არსენ გვენეტაძეს, თუმცა მან ეს სენი დაამარცხა. "როცა მძიმე დიაგნოზი დამისვეს, დავფიქრდი, რა შეიძლება ყველაზე ცუდი მოხდეს-მეთქი? მოვმკვდარიყავი, სხვა ხომ არაფერი? მერე სხვა რამეზე დავფიქრდი: ვინმე არის დედამიწის ზურგზე, ვინც არ კვდება? და დავმშვიდდი. ვცდილობდი, სულ პოზიტიურად ვყოფილიყავი. კიბო დავამარცხე, რამაც მასწავლა, როგორ მეცხოვრა და ხშირად ვამბობ: რომ არა სიმსივნე, ამ ცხოვრებაში იმის მეათედსაც ვერ ვისწავლიდი და ვერ მივხვდებოდი, რაც დღეს ვიცი", - ჰყვება ექიმი საკუთარი გამოცდილების შესახებ.

ავთვისებიან სიმსივნეს და მძიმე დაავადებას, სამწუხაროდ, უამრავი ცნობილი ადამიანიც ებრძვის, თუმცა, ბევრი მათგანი ამის შესახებ არ საუბრობს. ყველა მათგანს გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ. 


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 7 /
ავგაროზა მრისხანე
თამარ ბაღაშვილი შე აფერისტი ხელი როგორ მოგტყდაა,,აბა აქაც დამბლოკეთ ფეუსბუქმა ხო დამბლოკაა
00:01 / 28-07-2019
გამოხმაურება / 0 /
naTia
და რა ვისაც ეხმარება ქვეყანა ან ფული აქვს მათ უხანგრძლივებენ სიცოცხლეს, ვისაც არა ისინი სიკვდილისთვის იწირებიან, არა უშავს, ისინიც იქ მოვლენ სადაც თვენ მიდიხართ, ტყუილა ნუ ზეიმობენ , იქ ყველა ერთად იქნება...
17:17 / 30-06-2019
გამოხმაურება / 0 /
ნია
გამოჯანმრთელება მარი ჯანაშიას,მაგრამ თუ ბიძინა არ დამეხმარა მე როგორ ვუშველო თავს? ყველას გვყავს ბიძინს???
07:19 / 29-06-2019
გამოხმაურება / 0 /
ირმა
გამოჯამრთელებას გისურვებთ ყველას
17:57 / 28-06-2019
გამოხმაურება / 0 /
ცირა
ღმერთო ყველას უშველე და გამოაჯანმრთელე,მაგრამ იმან რა ქნას ვინც ,,ცნობადი" არ არის,დაავადებულია და უსახსრო
12:48 / 26-04-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS