30 იანვარი, 2014
ნანუკა ჟორჟოლიანის საოცნებო გადაცემას თურქულმა სერიალებმა ''სილა დიდებულად'' გააწნეს
გუშინ, ნანატრი გადაცემა ეთერში გავიდა, თუმცა ნანუკას ეთერი ვანო მერაბიშვილზე გავრცელებულმა სკანდალურმა ვიდეომ გადაფარა ნანუკა ჟორჟოლიანი სამი კვირის განმავლობაში აანონსებდა ახალი სეზონის პირველ გადაცემას. ტელეწამყვანი მაყურებელს დაუჯერებელ და არნახულ შოუს ჰპირდებოდა. გადაცემაში ნანუკას ის სამი სტუმარი ჰყავდა, რომელთა დათანხმებაზეც ჟორჟოლიანი თურმე დიდი ხანი ოცნებობდა.

როდესაც მაყურებელმა გადაცემის იდუმალი ანონსი ნახა, გაჩნდა ვერსიები, თუ ვინ შეიძლება ყოფილიყვნენ სტუმრები. მათ შორის მოიაზრებოდნენ - ბიძინა ივანიშვილი, ეკატერინე ხვედელიძე, ირაკლი ღარიბაშვილი და თვით ელენ დეჯენერესი.

საბოლოოდ, სტუმართა სამეული ასე
გამოიყურებოდა: თეონა კონტრიძე, ნინო ქათამაძე და ნიკოლოზ რაჭველი...

გუშინ, ნანატრი გადაცემა ეთერში გავიდა, თუმცა ნანუკას ეთერი ვანო მერაბიშვილზე გავრცელებულმა სკანდალურმა ვიდეომ გადაფარა.

მართალია, ნანუკა ჟორჟოლიანი ამტკიცებდა, რომ ამ გადაცემის რეიტინგს მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაგრამ ფაქტია, რომ გული მაინც დასწყდა, რადგან თურქულმა სერიალებმა რეიტინგით მოუგეს.

იმ დროს, როდესაც ''რუსთავი 2''-ის ეთერში თეონა კონტრიძე ''შთამბეჭდავი'' დეკოლტით მღეროდა და ნინო ქათამაძე მეორე ხმას აძლევდა, "მაესტროსა" და "იმედზე" თურქული სერიალები ''სილა'' და ''დიდებული საუკუნე'' გადიოდა.

შედეგის შესახებ კი ნანუკა ჟორჟოლიანმა საკუთარი ''ფეისბუქის'' გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა:

''გუშინდელ ჩემს გადაცემას მოუგო ორმა თურქულმა სერიალმა! ასეთი ჯერ არ მომხდარა! მე
კი ვთქვი რომ ეს ის შემთხვევაა როდესაც რეიტინგი არ მადარდებს-მეთქი, მაგრამ მაინც...

რომ იცოდეთ ამ ქვეყანაში გია სურამელაშვილი 2- ჯერ მეტ რეიტინგს დაწერდა!! ესაა ჩვენი ქვეყნის რეალობა და აღარ დავინახო პრეტენზიები რომ თურმე სიყვითლე და ერთი და იგივე სახეები მოგბეზრდათ! შეეგუეთ ამ ქვეყანაში არ უნდათ ასეთი
კონცერტები! ამ ქვეყანაში ჭაბუა ამირეჯიბის გადაცემას სურამელაშვილი უგებს!!!! შეეგუეთ და მორჩით აწი შენიშვნებს!''

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 74 /
ასმათი
რა გჭირთ, ხალხნო!? რამ გაგაბოროტათ ასე? თუ არ მოგწონთ,(ძალიან სამწუხაროა) თქვენი საქმეა! ვაი, ჩვენს პატრონს, თურქულ სერიალებზე რომ ვკარგავთ ესოდენ ძვირფას დროს!
13:24 / 30-01-2014
გამოხმაურება / 0 /
სალომე
ავტორ როცა წერ სტატიას ესეც უნდა იცოდე რომ ნანუკას დროს სერიალი სილა დამთავრებულია და მაგ დროს ხოფეროას თოქ შოუ გადის.ასე რომ ჯერ გაეცანი გადაცემებს და მერე დაგვმოძღვრე.მაესტროს რაც შეეხება რომ არა სერიალები თანაც თურქული,ვერც იარსებებდა.ნანუკას ვეთანხმები 100%ით
13:10 / 30-01-2014
გამოხმაურება / 0 /
მარინა
საერთოდ არ დამწყვეტია გული ნანაუკს ეს გადაცემა რომ არ გავიდა ეთერსი, რეკლამიდან გამომდინარე იმდენად ამაზრზენი იყო ტეონა კოტრიკაძის ხტუნვა და ნინო ქათამაძის, ზოგაგად არც ერთ მომღერალზე არ ვგიჟდები ასე რომ ტრაგედია არ იყო ნამდვილად მას მერე რაც ვანო მერაბიშვილის კადრები რაც ანახეს და იქ მაგის მეუღლე კოდუას გვარიც იყო ხსენებული საერთოდ გამიქრა სურვილი ნანუაკს შოუს ვუყურო
13:08 / 30-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ირმა
es vin gamoitvala neta. aramgonia rom zusti informacia iyos. es tu esea mashin sircxviliii.. me mandvilad udidesi siamovneba mivige. madloba nanukas. eseti donis koncertebis deficitia saqartveloshi
13:06 / 30-01-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS