30 იანვარი, 2014
ნანუკა ჟორჟოლიანის საოცნებო გადაცემას თურქულმა სერიალებმა ''სილა დიდებულად'' გააწნეს
გუშინ, ნანატრი გადაცემა ეთერში გავიდა, თუმცა ნანუკას ეთერი ვანო მერაბიშვილზე გავრცელებულმა სკანდალურმა ვიდეომ გადაფარა ნანუკა ჟორჟოლიანი სამი კვირის განმავლობაში აანონსებდა ახალი სეზონის პირველ გადაცემას. ტელეწამყვანი მაყურებელს დაუჯერებელ და არნახულ შოუს ჰპირდებოდა. გადაცემაში ნანუკას ის სამი სტუმარი ჰყავდა, რომელთა დათანხმებაზეც ჟორჟოლიანი თურმე დიდი ხანი ოცნებობდა.

როდესაც მაყურებელმა გადაცემის იდუმალი ანონსი ნახა, გაჩნდა ვერსიები, თუ ვინ შეიძლება ყოფილიყვნენ სტუმრები. მათ შორის მოიაზრებოდნენ - ბიძინა ივანიშვილი, ეკატერინე ხვედელიძე, ირაკლი ღარიბაშვილი და თვით ელენ დეჯენერესი.

საბოლოოდ, სტუმართა სამეული ასე
გამოიყურებოდა: თეონა კონტრიძე, ნინო ქათამაძე და ნიკოლოზ რაჭველი...

გუშინ, ნანატრი გადაცემა ეთერში გავიდა, თუმცა ნანუკას ეთერი ვანო მერაბიშვილზე გავრცელებულმა სკანდალურმა ვიდეომ გადაფარა.

მართალია, ნანუკა ჟორჟოლიანი ამტკიცებდა, რომ ამ გადაცემის რეიტინგს მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაგრამ ფაქტია, რომ გული მაინც დასწყდა, რადგან თურქულმა სერიალებმა რეიტინგით მოუგეს.

იმ დროს, როდესაც ''რუსთავი 2''-ის ეთერში თეონა კონტრიძე ''შთამბეჭდავი'' დეკოლტით მღეროდა და ნინო ქათამაძე მეორე ხმას აძლევდა, "მაესტროსა" და "იმედზე" თურქული სერიალები ''სილა'' და ''დიდებული საუკუნე'' გადიოდა.

შედეგის შესახებ კი ნანუკა ჟორჟოლიანმა საკუთარი ''ფეისბუქის'' გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა:

''გუშინდელ ჩემს გადაცემას მოუგო ორმა თურქულმა სერიალმა! ასეთი ჯერ არ მომხდარა! მე
კი ვთქვი რომ ეს ის შემთხვევაა როდესაც რეიტინგი არ მადარდებს-მეთქი, მაგრამ მაინც...

რომ იცოდეთ ამ ქვეყანაში გია სურამელაშვილი 2- ჯერ მეტ რეიტინგს დაწერდა!! ესაა ჩვენი ქვეყნის რეალობა და აღარ დავინახო პრეტენზიები რომ თურმე სიყვითლე და ერთი და იგივე სახეები მოგბეზრდათ! შეეგუეთ ამ ქვეყანაში არ უნდათ ასეთი
კონცერტები! ამ ქვეყანაში ჭაბუა ამირეჯიბის გადაცემას სურამელაშვილი უგებს!!!! შეეგუეთ და მორჩით აწი შენიშვნებს!''

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 74 /
დალი
დიდი მადლობა ასეთი შოუსთვის.დიდი სიამოვნება მივიღე.
14:53 / 30-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ირი
ვინაიდან ნანუკას გადაცემას არ ვუყურებ და ამ ადამიანს პატივს არც ვცემ,არ ვაპირაბდი ყურებას,მაგრამ ქათამაძის არ ნახვა არ შეიძლებოდა.ვუყურე და დიდი სიამოვნება მივიღე ნინოს მოსმენით,მხოლოდ ნინოსი...
14:48 / 30-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ვახო12
ეგაა ქარტველოა ლიჟბი ვინე აქილიქონ იმიტოა შოუბიზნესი ჩამკვდარი იქნებ ასეთმა შოუებმა გამოაგვდზოს შოუბიზნეს
14:22 / 30-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ნატი
შენ გაიხარე ნანუკა იმ საიამოვნებისათვის რაც შენმა გადაცემამ მომანიჭა გუშინ. . . .
14:09 / 30-01-2014
გამოხმაურება / 0 /
დიკო
ეს იყო ნიჭიერი ადამიანების ზეიმი, რომელმაც ორი საათით გამომრთო რეალობიდან და უდიდესი სიამოვნება მომანიჭა მადლობა ყველა ორგანიზატორს, ნანუკას... ეს ის შემთხვევა, როცა კიდევ პიქრობ, რომ ვიღაც მაინც არის ამ ქვეყანაში ნიჭიერი და გამორჩრული...
14:00 / 30-01-2014
გამოხმაურება / 0 /
რუსთავი
სხვისი არ ვიცი, მე კი მართლაც ვისიამოვნე ამ ორი ნიჭიერი მომღერლის მოსმენით.ასეთი იმპროვიზაცია,მუსიკის შეგრძნება, ამხელა გრძნობის მიტანა მაყურებლამდე – ეს ბუნებრივი ნიჭით დაჯილოდოებულებს ძალუძთ მხოლოდ. ფონოგრამაზე და კომპიუტერით დამუშავებულ ხმაზე ნამღერი – სიმღერაა? რა ხდება? მართალია, გემოვნებაზე არ დაობენ, მაგრამ თურქული სერიალის ყურება იმ დროს, როცა მუსიკის ზეიმია?! არ ვიცი, არ ვიცი...
14:00 / 30-01-2014
გამოხმაურება / 0 /
მეეეეე
მაშინ გვეშველება თურქულ სერიალებს მართლაც გემოვნებიან შოუებით თუ ჩავანაცვლებთ,მაგარი იყო ნანუკას შოუ აშკარად და საახალწლო კონცერტიც ძაან მაგარი გამოვიდა.
13:53 / 30-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ირინკა
არ ვუყურებ არც ერთ თოქ შოუს, არც ერთ სერიალს და საერთოდ ტელევიზორს. გუშინ კი ძალიან ვისიამოვნე. გემოვნებიანი მუსიკა, თავისუფალი იმპროვიზაცია... არ მაინტერესებს არც ერთის პირადი ცხოვრება. ვუსმენდი დიდი სიამოვნებით მხოლოდ მუსიკას :)
13:39 / 30-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანიკო
სულ არ მაინტერესებს ნანუკა,ვისიამოვნე ამ ორი მომღერლის მოსმენით,მადლობთ,ზალიან კარგები იყავით.
13:28 / 30-01-2014
გამოხმაურება / 0 /
მცხეთა
კი ვუყურე თეონას ამოყრილ ძუძუებს და ნინოს შემოხვეულ ჭრელ საბანს
13:28 / 30-01-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS