30 იანვარი, 2014
ნანუკა ჟორჟოლიანის საოცნებო გადაცემას თურქულმა სერიალებმა ''სილა დიდებულად'' გააწნეს
გუშინ, ნანატრი გადაცემა ეთერში გავიდა, თუმცა ნანუკას ეთერი ვანო მერაბიშვილზე გავრცელებულმა სკანდალურმა ვიდეომ გადაფარა ნანუკა ჟორჟოლიანი სამი კვირის განმავლობაში აანონსებდა ახალი სეზონის პირველ გადაცემას. ტელეწამყვანი მაყურებელს დაუჯერებელ და არნახულ შოუს ჰპირდებოდა. გადაცემაში ნანუკას ის სამი სტუმარი ჰყავდა, რომელთა დათანხმებაზეც ჟორჟოლიანი თურმე დიდი ხანი ოცნებობდა.

როდესაც მაყურებელმა გადაცემის იდუმალი ანონსი ნახა, გაჩნდა ვერსიები, თუ ვინ შეიძლება ყოფილიყვნენ სტუმრები. მათ შორის მოიაზრებოდნენ - ბიძინა ივანიშვილი, ეკატერინე ხვედელიძე, ირაკლი ღარიბაშვილი და თვით ელენ დეჯენერესი.

საბოლოოდ, სტუმართა სამეული ასე
გამოიყურებოდა: თეონა კონტრიძე, ნინო ქათამაძე და ნიკოლოზ რაჭველი...

გუშინ, ნანატრი გადაცემა ეთერში გავიდა, თუმცა ნანუკას ეთერი ვანო მერაბიშვილზე გავრცელებულმა სკანდალურმა ვიდეომ გადაფარა.

მართალია, ნანუკა ჟორჟოლიანი ამტკიცებდა, რომ ამ გადაცემის რეიტინგს მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაგრამ ფაქტია, რომ გული მაინც დასწყდა, რადგან თურქულმა სერიალებმა რეიტინგით მოუგეს.

იმ დროს, როდესაც ''რუსთავი 2''-ის ეთერში თეონა კონტრიძე ''შთამბეჭდავი'' დეკოლტით მღეროდა და ნინო ქათამაძე მეორე ხმას აძლევდა, "მაესტროსა" და "იმედზე" თურქული სერიალები ''სილა'' და ''დიდებული საუკუნე'' გადიოდა.

შედეგის შესახებ კი ნანუკა ჟორჟოლიანმა საკუთარი ''ფეისბუქის'' გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა:

''გუშინდელ ჩემს გადაცემას მოუგო ორმა თურქულმა სერიალმა! ასეთი ჯერ არ მომხდარა! მე
კი ვთქვი რომ ეს ის შემთხვევაა როდესაც რეიტინგი არ მადარდებს-მეთქი, მაგრამ მაინც...

რომ იცოდეთ ამ ქვეყანაში გია სურამელაშვილი 2- ჯერ მეტ რეიტინგს დაწერდა!! ესაა ჩვენი ქვეყნის რეალობა და აღარ დავინახო პრეტენზიები რომ თურმე სიყვითლე და ერთი და იგივე სახეები მოგბეზრდათ! შეეგუეთ ამ ქვეყანაში არ უნდათ ასეთი
კონცერტები! ამ ქვეყანაში ჭაბუა ამირეჯიბის გადაცემას სურამელაშვილი უგებს!!!! შეეგუეთ და მორჩით აწი შენიშვნებს!''

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 74 /
მარიმარი
ერთ ერთი საუკეთესო გადაცემა იყო,ყოჩაღ ნანუკა.
16:27 / 30-01-2014
გამოხმაურება / 0 /
მაია
ძალიან ვისიამოვნე წუხანდელი რინგი-კონცერტით. უბრალოდ, მასეთი გემოვნების მსმენელი უფროსი ასაკის ადამიანებში უფრო ნაკლებადაა და შესაბამისად გადართეს სხვა არხებზე სერიალების საყურებლად. მე ასე ვფიქრობ...
16:26 / 30-01-2014
გამოხმაურება / 0 /
შორენა
ძალიან, ძალიან კარგი შოუ იყო, ნანუკას ბრავო და ვისაც არ შეუძლია თავისი წარმატებული და გამორჩეული ადამიანების დაფასება, უყუროს თურქულ სერიალებს და გამოიშტეროს თავი. რამ გაგაბოროტათ ხალხნო, მართლაც რომ სირცხვილია. პ.ს. ნანუკა ბრავო, მხოლოდ ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ბის-ზე გამოგიძახებდიიით
16:21 / 30-01-2014
გამოხმაურება / 0 /
.....
მე ვფიქრობ ერთ ერთი საუკეთესო გადაცემა იყო, ვულოცავ ნანუკას...
16:07 / 30-01-2014
გამოხმაურება / 0 /
მაკა
ძალიან ცუდი იყო, გამოსკდა თავი, ეგრევე ჩხავილი რომ დაიწყეს ორმა ძროხამ და ჩვეულებრივ რინგად იქცა შოუ, გადავრთე, ერთმანეტს ეჯიბრებოდნენ ყვირილში
15:49 / 30-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინია
ეს ყველაფერი,ნანუკას შოუს რეიტინგიდან გამომდინარეა,ბევრს უნდა ასეტი რეიტინგული და წარმატებული გადაცემის წამყვანობა,ამ სტატიის ავტორს,ალბათ მთელი ღამე არ ეძინა ბოღმისგან:)))სირცხვილიია სირცხვვილი:)
15:36 / 30-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ჰჯგზც
მაგ კონტრიძის ძუნძული რეკლამებიდანაც საკმარისი იყო.კიდევ აღარ ვაპირებდი მაგის ყურებას.ფუუუუ....აგერევა გული.რა ხალხი ვართ მაინც,ფეხის ხმას აყოლილები.
15:35 / 30-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ინგა
ნანუკას მოწონება არ მოწონება აქ რა შუაშია. იყავით ხალხო გულახდილები. მაგარი გიჯური და შთამბეჭდავი გადაცემა იყო.
15:35 / 30-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ლია
კონტრიძე ძალიან მაგარია, ისეთი ენერგიით მღეროდა.... ძალიან მომწონს. რატომ არ შეიძლება მისნაირი მომღერლები მოიწვიოთ? ვიღაც ბანძებს რომ იწვევთ და ამღერებთ?
15:28 / 30-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
დზალიან კარგი სჰოუ იკო,კოცჰაგ ნანუკა.პაალელურად დიდებულ საუკუნესაც ვუკურებდი, სხვატასჰორის საინტერესო სერიალია.სურამელასვილის ასე მოხსენება მე მგონია მაინც არაეტიკურია.
15:23 / 30-01-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS