30 იანვარი, 2014
ნანუკა ჟორჟოლიანის საოცნებო გადაცემას თურქულმა სერიალებმა ''სილა დიდებულად'' გააწნეს
გუშინ, ნანატრი გადაცემა ეთერში გავიდა, თუმცა ნანუკას ეთერი ვანო მერაბიშვილზე გავრცელებულმა სკანდალურმა ვიდეომ გადაფარა ნანუკა ჟორჟოლიანი სამი კვირის განმავლობაში აანონსებდა ახალი სეზონის პირველ გადაცემას. ტელეწამყვანი მაყურებელს დაუჯერებელ და არნახულ შოუს ჰპირდებოდა. გადაცემაში ნანუკას ის სამი სტუმარი ჰყავდა, რომელთა დათანხმებაზეც ჟორჟოლიანი თურმე დიდი ხანი ოცნებობდა.

როდესაც მაყურებელმა გადაცემის იდუმალი ანონსი ნახა, გაჩნდა ვერსიები, თუ ვინ შეიძლება ყოფილიყვნენ სტუმრები. მათ შორის მოიაზრებოდნენ - ბიძინა ივანიშვილი, ეკატერინე ხვედელიძე, ირაკლი ღარიბაშვილი და თვით ელენ დეჯენერესი.

საბოლოოდ, სტუმართა სამეული ასე
გამოიყურებოდა: თეონა კონტრიძე, ნინო ქათამაძე და ნიკოლოზ რაჭველი...

გუშინ, ნანატრი გადაცემა ეთერში გავიდა, თუმცა ნანუკას ეთერი ვანო მერაბიშვილზე გავრცელებულმა სკანდალურმა ვიდეომ გადაფარა.

მართალია, ნანუკა ჟორჟოლიანი ამტკიცებდა, რომ ამ გადაცემის რეიტინგს მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაგრამ ფაქტია, რომ გული მაინც დასწყდა, რადგან თურქულმა სერიალებმა რეიტინგით მოუგეს.

იმ დროს, როდესაც ''რუსთავი 2''-ის ეთერში თეონა კონტრიძე ''შთამბეჭდავი'' დეკოლტით მღეროდა და ნინო ქათამაძე მეორე ხმას აძლევდა, "მაესტროსა" და "იმედზე" თურქული სერიალები ''სილა'' და ''დიდებული საუკუნე'' გადიოდა.

შედეგის შესახებ კი ნანუკა ჟორჟოლიანმა საკუთარი ''ფეისბუქის'' გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა:

''გუშინდელ ჩემს გადაცემას მოუგო ორმა თურქულმა სერიალმა! ასეთი ჯერ არ მომხდარა! მე
კი ვთქვი რომ ეს ის შემთხვევაა როდესაც რეიტინგი არ მადარდებს-მეთქი, მაგრამ მაინც...

რომ იცოდეთ ამ ქვეყანაში გია სურამელაშვილი 2- ჯერ მეტ რეიტინგს დაწერდა!! ესაა ჩვენი ქვეყნის რეალობა და აღარ დავინახო პრეტენზიები რომ თურმე სიყვითლე და ერთი და იგივე სახეები მოგბეზრდათ! შეეგუეთ ამ ქვეყანაში არ უნდათ ასეთი
კონცერტები! ამ ქვეყანაში ჭაბუა ამირეჯიბის გადაცემას სურამელაშვილი უგებს!!!! შეეგუეთ და მორჩით აწი შენიშვნებს!''

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 74 /
გიო-ს
კიდევ კარგი,სტალინი არა ხარ :))))) რა სასაცილოები ხართ ზოგი :)
18:24 / 30-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
გული არ დაგწყდეს ნანუკა, ვისაც მუსიკა უყვარს, ვინც დაიღალა ამდენი პოლიტიკით და ქიშპით, დამიჯერე, იმან ნამდვილად ისიამოვნა. ყოჩაღ გაიხარეთ.
18:08 / 30-01-2014
გამოხმაურება / 0 /
მაია
მე ნაციონალი არ ვარ და არც ნანუკას ფანი,მაგრამ ის რაც ვნახე მართლაც,რომ ქართული გენის და ნიჭიერების ზეიმი იყო.დიდი ხანია ასეთი სიამოვნება არ მიმიგია.დიდი მადლობა ნანუკას !!!!!!!
17:57 / 30-01-2014
გამოხმაურება / 0 /
გიო
ვინ ბღაოდააა? :)))) კილომეტრ ნახევრიანი რიგები უდგას ნინო ქათამაძეს მოსკოვში კონცერტების დროს, ბაქოშიც და კიდე ბევრ ქალაქში. თვალებმინაბული მომღერლები გინადთ თქვენ, სატრფოს დაკარგვაზე რო მღერიან, ჩახლეიჩილი ხმით, მეტს ვერ წვდება თქვენი მუსიკალური ინტელექტი. საკუთარს ვერ აფასებთ ვერაფერს, ყველაფრის პოლიტიზირება მოგწონს და "ნანუკას ბლატაობა" უნდა დამთავრდეს, რა შუაშია მოკლედ ძალიან ცუდი ტიპები ხართ, სტალინის ეპოქა იყოს და სტალინი ვიყო დაგხვრეტდით სუყველას :))
17:38 / 30-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
პირადად მე თვალდახუჭული მოსმენით უფრო დიდი სიამოვნებას მივიღებდი, ვიდრე კონტრიძის ჩემთვის მიუღებელი კუნტრუშით, უკაცრავად და საყურებლად ძალიან ვულგარული იყო, ჩემთვის თქო, ჩემთვისსსს, ნუ გამკიცხავთ
17:17 / 30-01-2014
გამოხმაურება / 0 /
გივი
კარგით რაა ხალხო,უძაღლო ქვეყანაში კატებს აკნავლებდენო ისე აქაც,აქეთ ეს ნანუკა და იქით კიდევ დეხებ გაღუნული ასათიანი თავისი პროფილით,ამათ პიარს აკეთებს რუსთავი2 და ნაციონალები,ღიტ ვერ გაიგეთ ეს?საერთოდ ჟრნალისტიკის აზრზე არაა ეს გოგო,ნახეთ როგორი ჟურნალისტები არიან რუსულ არხებზე და სხვა უცხოურზე კიდევ.ან კიდევ წუხელ,რასაც ქათამაძე და კონტრიძე აკეთებენ ის რა იყო?დასაკლავი ხარებივით ბღაოდნენ ორივე.
17:17 / 30-01-2014
გამოხმაურება / 0 /
მია
ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს ნანუკას ბლატაობები,კარგით რა ხალხო......
17:04 / 30-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
გადაცემა მართლა კარგი იყო ძაან,მაგრამ რეკლამა უფრო მეტს გვპირდებოდაა
16:53 / 30-01-2014
გამოხმაურება / 0 /
თამთა
საოცარი გადაცემა იყო, ასეთი სიამოვნება ძალიან დიდი ხანია არ მიმიღია.. მადლობა ნანუკას შოუს. გააგრძელე ნანუკა გემოვნებიანი შოუს კეთება და შენ შენი მაყურებელი ყოველთვის გეყოლება... :*
16:39 / 30-01-2014
გამოხმაურება / 0 /
daro
Kargi ra nanuka gia sufsmelsshvilis ase moxsenieneba namdvilad sircxvilia , shen uazro daketebul reklamas ro uyurebdi ragac saocrebas chaiddndi megona ,gias ro ase moixsenieb eg swored migacnia,gia cudi xmis patroni namdvilad ar aris ,wuxel ro gadscema gaketda magashi ra iyo sareitingi? Shen reklamebze mushaob ukve eg randeni xania , shen gsketebul shouebs turquli serialebi mirchevnia namdvilad.upro azrs daafsns adamiani vidre shen uszro reklamebis kdtebas.
16:28 / 30-01-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS