30 იანვარი, 2014
ნანუკა ჟორჟოლიანის საოცნებო გადაცემას თურქულმა სერიალებმა ''სილა დიდებულად'' გააწნეს
გუშინ, ნანატრი გადაცემა ეთერში გავიდა, თუმცა ნანუკას ეთერი ვანო მერაბიშვილზე გავრცელებულმა სკანდალურმა ვიდეომ გადაფარა ნანუკა ჟორჟოლიანი სამი კვირის განმავლობაში აანონსებდა ახალი სეზონის პირველ გადაცემას. ტელეწამყვანი მაყურებელს დაუჯერებელ და არნახულ შოუს ჰპირდებოდა. გადაცემაში ნანუკას ის სამი სტუმარი ჰყავდა, რომელთა დათანხმებაზეც ჟორჟოლიანი თურმე დიდი ხანი ოცნებობდა.

როდესაც მაყურებელმა გადაცემის იდუმალი ანონსი ნახა, გაჩნდა ვერსიები, თუ ვინ შეიძლება ყოფილიყვნენ სტუმრები. მათ შორის მოიაზრებოდნენ - ბიძინა ივანიშვილი, ეკატერინე ხვედელიძე, ირაკლი ღარიბაშვილი და თვით ელენ დეჯენერესი.

საბოლოოდ, სტუმართა სამეული ასე
გამოიყურებოდა: თეონა კონტრიძე, ნინო ქათამაძე და ნიკოლოზ რაჭველი...

გუშინ, ნანატრი გადაცემა ეთერში გავიდა, თუმცა ნანუკას ეთერი ვანო მერაბიშვილზე გავრცელებულმა სკანდალურმა ვიდეომ გადაფარა.

მართალია, ნანუკა ჟორჟოლიანი ამტკიცებდა, რომ ამ გადაცემის რეიტინგს მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაგრამ ფაქტია, რომ გული მაინც დასწყდა, რადგან თურქულმა სერიალებმა რეიტინგით მოუგეს.

იმ დროს, როდესაც ''რუსთავი 2''-ის ეთერში თეონა კონტრიძე ''შთამბეჭდავი'' დეკოლტით მღეროდა და ნინო ქათამაძე მეორე ხმას აძლევდა, "მაესტროსა" და "იმედზე" თურქული სერიალები ''სილა'' და ''დიდებული საუკუნე'' გადიოდა.

შედეგის შესახებ კი ნანუკა ჟორჟოლიანმა საკუთარი ''ფეისბუქის'' გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა:

''გუშინდელ ჩემს გადაცემას მოუგო ორმა თურქულმა სერიალმა! ასეთი ჯერ არ მომხდარა! მე
კი ვთქვი რომ ეს ის შემთხვევაა როდესაც რეიტინგი არ მადარდებს-მეთქი, მაგრამ მაინც...

რომ იცოდეთ ამ ქვეყანაში გია სურამელაშვილი 2- ჯერ მეტ რეიტინგს დაწერდა!! ესაა ჩვენი ქვეყნის რეალობა და აღარ დავინახო პრეტენზიები რომ თურმე სიყვითლე და ერთი და იგივე სახეები მოგბეზრდათ! შეეგუეთ ამ ქვეყანაში არ უნდათ ასეთი
კონცერტები! ამ ქვეყანაში ჭაბუა ამირეჯიბის გადაცემას სურამელაშვილი უგებს!!!! შეეგუეთ და მორჩით აწი შენიშვნებს!''

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 74 /
ლიტა
მაპატიეთ,მაგრამ ლას-ვეგასში ჯვრისწერის შეთავაზება რა იყო ვერ მივხვდი.დროს ჩამოვჩი ეტყობა.
21:02 / 30-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ნატაშკა
ძალიან ვისიამოვნეთ გუშინდელი კონცერტით.ვისაც კი არ მოეწონა ნინო ქათამაძის ნამღერი ესეიგი სმენა დაუკარგავსსს
20:46 / 30-01-2014
გამოხმაურება / 0 /
მირო
მადლობა ნანუკა, ძალიან ვისიამოვნეთ ოჯახის წევრებმა.
20:41 / 30-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო-ვანი
მსგავსი განცდა დზალიან დიდი ხანია არ მკონია,ალბატ ბავსჰვობის სჰემდეგ, ეს ვულკანს გავდა ენერგიიტ რომ გავსებს და გმუხტავს/უბრალოდ დავაფასოტ ხელოვნება და ნიცჰი,აკაც პოლიტიკას ხედავდე სჰეიდზლება? ანდა როგორ უნდა გაგეკცეს ფიკრი აკეტ როცა ამას უსმენ. ხომ არ ნისჰნავს რომ საკუტარ უნიცჰობას ვუსვამტ ამიტ ხაზს?
20:41 / 30-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ირა
გემოვნებაზე არ დაობენ,ალბათ მაგარი გოიმი ვარ,თუმცა რომ იტყვიან "კარენნოი" თბილისელი ვარ და მუსიკაშიც ასეთუისე ვერკვევი,მთლიანად ვერ გავქაჩე კონცერტის ყურება,მომღერლების შეფასებისაგან კი თავს შევიკავებ. რა მაგის პასუხია და ლელა კილაძე და თავისი და როგორ გვანან ერთმანეთს და ორივე ნინა წკრიალაშვილს.
20:30 / 30-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანუკას
ვანოს შოუს ვუყურეთ მთელმა საქართველომ ნანუკას ქმრის მონაწილეობით
20:05 / 30-01-2014
გამოხმაურება / 0 /
მარი
Gემოვნებაზე არ კამატობენ!!!
19:54 / 30-01-2014
გამოხმაურება / 0 /
davit
დზალიან ცდილობ სვეცკი გადაცემები, სჰოუ, კულტურა დაავიწყო სჰენი ცოდვები კურიერსჰი რასაც იტყუებოდი და დაკვეტებს ასრულებდი, ხან ერტი პოლიციის უპროსს ეკიდებოდი კისერზე და ეპიცებოდი სიყვარულს და მოინც გალატობდი, მერე კი სჰენნაირ აგენტს გაყევი ცოლად, ვინ, ვინ მოატუეტ ეგ კიდევ საკიტხავია, მაგრამ მიუხედავად სჰენი დედულეტის პატივისცემისა ტრაც არ უნდა იტინგიცო, მაინც გოიმი და ქაჯი ხარ და ნუ იბრალწებ სიყვარულს და ოცნებას ესტრადის, ჯაზის და ასე სჰ, ცოდო ხარ!~ კონრიდზე რომ ცნობილი იყო სჰენ მგონი პროექტსჰიც არ იყავი, და გვარამიას ჰენნაირს ტუ არა სჰენზე გოიმს გადაეცი მაინც არაპერი გამოვა სჰენგან რაც ბავსჰვობასჰი მიუგებელი იყავი ის დარცჰი და სვეცკობა სჰინაგანად არ გამოგივა, კაცურად კი სამი ასო ხარ!
19:32 / 30-01-2014
გამოხმაურება / 0 /
სოფი
ნანუკას დიდი მადლობა ასეთი გრანდიოზული შოუსთვის............ ხალხო დააფასეთ რა მისი შრომა .... ამას ხომ იგი მაყურებლებისთვის აკეთებს..
19:01 / 30-01-2014
გამოხმაურება / 0 /
შორენა
მართალია ნანუკას შოუს ფანი არვარ, მარა ამდენი პოლიტიკის მერე მართლაც რომ კარგი განმუხტვის საშუალება იყო, მადლობა ნანუკა ასეთი შოუსთვის, ხალხო ისწავლეთ ხელოვანი ადამიანების დაფასება,
18:55 / 30-01-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS