30 იანვარი, 2014
ნანუკა ჟორჟოლიანის საოცნებო გადაცემას თურქულმა სერიალებმა ''სილა დიდებულად'' გააწნეს
გუშინ, ნანატრი გადაცემა ეთერში გავიდა, თუმცა ნანუკას ეთერი ვანო მერაბიშვილზე გავრცელებულმა სკანდალურმა ვიდეომ გადაფარა ნანუკა ჟორჟოლიანი სამი კვირის განმავლობაში აანონსებდა ახალი სეზონის პირველ გადაცემას. ტელეწამყვანი მაყურებელს დაუჯერებელ და არნახულ შოუს ჰპირდებოდა. გადაცემაში ნანუკას ის სამი სტუმარი ჰყავდა, რომელთა დათანხმებაზეც ჟორჟოლიანი თურმე დიდი ხანი ოცნებობდა.

როდესაც მაყურებელმა გადაცემის იდუმალი ანონსი ნახა, გაჩნდა ვერსიები, თუ ვინ შეიძლება ყოფილიყვნენ სტუმრები. მათ შორის მოიაზრებოდნენ - ბიძინა ივანიშვილი, ეკატერინე ხვედელიძე, ირაკლი ღარიბაშვილი და თვით ელენ დეჯენერესი.

საბოლოოდ, სტუმართა სამეული ასე
გამოიყურებოდა: თეონა კონტრიძე, ნინო ქათამაძე და ნიკოლოზ რაჭველი...

გუშინ, ნანატრი გადაცემა ეთერში გავიდა, თუმცა ნანუკას ეთერი ვანო მერაბიშვილზე გავრცელებულმა სკანდალურმა ვიდეომ გადაფარა.

მართალია, ნანუკა ჟორჟოლიანი ამტკიცებდა, რომ ამ გადაცემის რეიტინგს მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაგრამ ფაქტია, რომ გული მაინც დასწყდა, რადგან თურქულმა სერიალებმა რეიტინგით მოუგეს.

იმ დროს, როდესაც ''რუსთავი 2''-ის ეთერში თეონა კონტრიძე ''შთამბეჭდავი'' დეკოლტით მღეროდა და ნინო ქათამაძე მეორე ხმას აძლევდა, "მაესტროსა" და "იმედზე" თურქული სერიალები ''სილა'' და ''დიდებული საუკუნე'' გადიოდა.

შედეგის შესახებ კი ნანუკა ჟორჟოლიანმა საკუთარი ''ფეისბუქის'' გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა:

''გუშინდელ ჩემს გადაცემას მოუგო ორმა თურქულმა სერიალმა! ასეთი ჯერ არ მომხდარა! მე
კი ვთქვი რომ ეს ის შემთხვევაა როდესაც რეიტინგი არ მადარდებს-მეთქი, მაგრამ მაინც...

რომ იცოდეთ ამ ქვეყანაში გია სურამელაშვილი 2- ჯერ მეტ რეიტინგს დაწერდა!! ესაა ჩვენი ქვეყნის რეალობა და აღარ დავინახო პრეტენზიები რომ თურმე სიყვითლე და ერთი და იგივე სახეები მოგბეზრდათ! შეეგუეთ ამ ქვეყანაში არ უნდათ ასეთი
კონცერტები! ამ ქვეყანაში ჭაბუა ამირეჯიბის გადაცემას სურამელაშვილი უგებს!!!! შეეგუეთ და მორჩით აწი შენიშვნებს!''

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 74 /
პეტრო
თამრიკო გვერდწითელი და მანანა თოდაძე მოეწვიათ არ ჯობდა???ყურსაც და გულსაც ესიამოვნებოდა.რა იყო ეს გოლიათების კაცური ორგია
12:23 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ფიფია
რა ენაზე ასრულებს.ან რა ბგერებს გამოსცემს ნინო ვერ გავიგე.ის გაუგებარი სიტყვები თუ ბგერებიც შესრულების დროს იქმნება მგონი იქვე სცენაზე.სხეულით მღერრის თუ რას კივის ვერ გავიგე.მე ვერ ვუსმენ.თეონა რა ჯვრისწერაზე ღადაობს ვერ გავიგე.არ ვიცი მე არ მომეწონა არცერთი
12:21 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინო
თეონა კონტრიძე შემსრულებელია მისგან დიდი ენერგია მოდის და კარგად შეუძლია მაყურებელზე მუშაობა.ნინო ქათამაძე მუსიკოსია თავისი პერფომანსებით.მე ქათამაძის მხოლოდ 2-3 სიმღერა მომწონს.როგორც მივხვდი ტექსტებზე უარი თქვა-)) შოუ ნამდვილად კარგი იყო
11:51 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ლილ
ამდენი ახალგაზრდა ნიჭიერი მომღერალია გამოაჩინეთ რააა ამღერეთ რომ ჩაკალით...ორი სიმღერა ნინო ქათამაძის რომელიც მომწონს დანარჩენი რავიცი კივილი და რაღაც დებილობა ვერ ვხვდები რა უნდა მოგეწონოს...
11:20 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
მარადონა
ნინოს ქმარი მართლა ჰყავს.??????ანუ ტუ ჰყავს სად არის და ერთად არასოდეს არ არიან.ვერც ვუსმენ ქათამაძეს და ტანი ხომ საერთოდ მარაზმია.დაიკლოს ამ ქალმა არ შეიძლება.ვიზუალურად არასასიამოვმოა.კონტრიძეს როგორც შემოქმედი მაგარია,თუმცა ტანი და მკერდი გადმოყრილი და ძუნძული ნამდვილად არ უხდება.სახე მარტლა კარგი აქვს.
11:14 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
კონტრიძის შემოქმედებას ნაკლებად ვიცნობ მაგრამ ნინოს და ნიკას გენიალურ ნიჭს დიდ პატივს ვცემ და თითქმის ყოველ დღე ვუსმენ. არ ვიცი რატომ, მაგრამ გადაცემის ნახვის სურვილი არ გამიჩნდა. ნანუკას გული არ დაწყდეს კომედი არხს ვუყურე, თურწული სერიალების მოყვარული არ ვარ :-)
10:41 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანუკას გემოვნებას მიესადაგებოდა
01:29 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
გიო
ნანუკა შენ ძალიან კარგი ადამიანი ხარ და იცოდე რომ შენს შოუში რაც მოხდა, ის არასდროს, ა რ ა ს დ რ ს არ მომხდარა ქართულ ტელესივრცეში, ბრავო ნანუკა!!! (ჰმ,, სილა )
22:41 / 30-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინიკოოო
ცუდი ნამდვილად არ იყო,ქათამაძე მაგარია,კონტრიძეც კარგად მღეროდა,მაგრამ მისი ძუნძული ნამდვილად არ იყო გადასარევი,საერთო ჯამში სანახაობრივად კარგი შოუ გამოვიდაა
22:36 / 30-01-2014
გამოხმაურება / 0 /
თამო
უმაგრესი იყოოოო... მთელმა ოჯახმა ვისიამოვნეთ!!!! დადებითი, სასიამოვნო მუხტი მოდიოდა ეთერიდან!!! ბრავო ნანუკა!
22:09 / 30-01-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS