30 იანვარი, 2014
ნანუკა ჟორჟოლიანის საოცნებო გადაცემას თურქულმა სერიალებმა ''სილა დიდებულად'' გააწნეს
გუშინ, ნანატრი გადაცემა ეთერში გავიდა, თუმცა ნანუკას ეთერი ვანო მერაბიშვილზე გავრცელებულმა სკანდალურმა ვიდეომ გადაფარა ნანუკა ჟორჟოლიანი სამი კვირის განმავლობაში აანონსებდა ახალი სეზონის პირველ გადაცემას. ტელეწამყვანი მაყურებელს დაუჯერებელ და არნახულ შოუს ჰპირდებოდა. გადაცემაში ნანუკას ის სამი სტუმარი ჰყავდა, რომელთა დათანხმებაზეც ჟორჟოლიანი თურმე დიდი ხანი ოცნებობდა.

როდესაც მაყურებელმა გადაცემის იდუმალი ანონსი ნახა, გაჩნდა ვერსიები, თუ ვინ შეიძლება ყოფილიყვნენ სტუმრები. მათ შორის მოიაზრებოდნენ - ბიძინა ივანიშვილი, ეკატერინე ხვედელიძე, ირაკლი ღარიბაშვილი და თვით ელენ დეჯენერესი.

საბოლოოდ, სტუმართა სამეული ასე
გამოიყურებოდა: თეონა კონტრიძე, ნინო ქათამაძე და ნიკოლოზ რაჭველი...

გუშინ, ნანატრი გადაცემა ეთერში გავიდა, თუმცა ნანუკას ეთერი ვანო მერაბიშვილზე გავრცელებულმა სკანდალურმა ვიდეომ გადაფარა.

მართალია, ნანუკა ჟორჟოლიანი ამტკიცებდა, რომ ამ გადაცემის რეიტინგს მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაგრამ ფაქტია, რომ გული მაინც დასწყდა, რადგან თურქულმა სერიალებმა რეიტინგით მოუგეს.

იმ დროს, როდესაც ''რუსთავი 2''-ის ეთერში თეონა კონტრიძე ''შთამბეჭდავი'' დეკოლტით მღეროდა და ნინო ქათამაძე მეორე ხმას აძლევდა, "მაესტროსა" და "იმედზე" თურქული სერიალები ''სილა'' და ''დიდებული საუკუნე'' გადიოდა.

შედეგის შესახებ კი ნანუკა ჟორჟოლიანმა საკუთარი ''ფეისბუქის'' გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა:

''გუშინდელ ჩემს გადაცემას მოუგო ორმა თურქულმა სერიალმა! ასეთი ჯერ არ მომხდარა! მე
კი ვთქვი რომ ეს ის შემთხვევაა როდესაც რეიტინგი არ მადარდებს-მეთქი, მაგრამ მაინც...

რომ იცოდეთ ამ ქვეყანაში გია სურამელაშვილი 2- ჯერ მეტ რეიტინგს დაწერდა!! ესაა ჩვენი ქვეყნის რეალობა და აღარ დავინახო პრეტენზიები რომ თურმე სიყვითლე და ერთი და იგივე სახეები მოგბეზრდათ! შეეგუეთ ამ ქვეყანაში არ უნდათ ასეთი
კონცერტები! ამ ქვეყანაში ჭაბუა ამირეჯიბის გადაცემას სურამელაშვილი უგებს!!!! შეეგუეთ და მორჩით აწი შენიშვნებს!''

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 74 /
შორენა
არავითარი სერიალები,როცა შენ ასეთ გადაცემას ამზადებ ეთერში გასასვლელად და რამდნიმე საათით ადრე შენი საყვარელი პარტიის ასეთ ბინძურ და ამაზრზენ ფაქტებს დადებენ და მერე გარკვევით ისმის გვარი-კოდუა, ნორმალურ ადამიანს ნანუკას დანახვა არ მოუნდებოდა. საკუთარ თავში და ოჯახში ეძიე დამნაშავე. ქართველმა ხალხმა კარგად ვიცით სამივე მონაწილის ფასი,მაგრამ შენი აფერისტი სახე ამოვიდა ყელში
19:14 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
როზა
ყოდჯახ ნანუკა ყოველტვის განსხვავებული იყავი ხარ და იქნები
18:08 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ეშტონი
თურქულმა სერიალებმა კი არა, ეკა ხოფერიას შოუმ გაჯობა, ნანუკა! შენ უკვე ამოწურე შენი თავი, წადი დაისვენე!
16:07 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ვანდა
როცა შოუში უძლიერესი ქათამაძე და რაჭველია კონტრიძეს იქ რა ესაქმება ვერ ვხვდები...კონტრიძის დახმარებით თურქულ სერიალს ფართო ასპარეზი დაეთმო ოთხშაბათს! :))
15:56 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
დანიელი
ყველას თავის მსმენელი ყავს,როგორი გემონებაც აქვთ ისეთს უსმენენ....მე მოვითხოვ ახალ სახეებს და ახალ ნიჭიერ ხლხს ხელი შეუწყონ ამათ არაფერი აკლიათ და მაგის მეტს ვეგარაფერს შექმნიან რაც შექმნეს....თვითონ ეძიონ აბა თავისთავზე შეყვარებული ორი გორილა სიგიჟეში ეჯიბრება
15:43 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ქეთი
გემოვნებაზე არ დაობენ. არაჩვეულებრივი საღამო იყო. გული დამწყდა, რომ მალე დამთავრდა. ორივე მუსიკოსისგან ძალიან დიდი დადებითი ენერგია მოდის, პროფესიონალიზმზე რომ არაფერი ვთქვათ. დიდი სიამოვნებით ვუყურებდი კიდევ მსგავს გადაცემას.დიდი მადლობა ასეთი შოუსთვის ნანუკა.დიდი სიამოვნება მივიღე, კიდევ ველით ასეთ გრანდიოზულ და დარგ გადაცემას.
15:01 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ქეეთ
დედა ღორის- თეონა კონტრიძის ძუძუები რა საყურებელია, მაგას თუ თურქული სერიალი არ ჯობდა კიდე რა:დ
14:07 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
მანანა
გემოვნებაზე არ დაობენ. არაჩვეულებრივი საღამო იყო. გული დამწყდა, რომ მალე დამთავრდა. ორივე მუსიკოსისგან ძალიან დიდი დადებითი ენერგია მოდის, პროფესიონალიზმზე რომ არაფერი ვთქვათ. დიდი სიამოვნებით ვუყურებდი კიდევ მსგავს გადაცემას. ერთი რამ მიკვირს, თუ ვინმეს არ მოსწონს ან მომღერალი, ან წამყვანი ან გადაცემა, მაზოხიტები ხართ, რომ უყურებთ? თუ ბოღმას რომ ანთხევთ იმით იღებთ სიამოვნებას?
13:38 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
რა გვჭირს ნეტა?
ნინო ქათამაძეს ვინც ერთხელ რეალში, კონცერტზე მოუსმენს და არ მოეწონება, ვერ იგრძნობს ენერგიასა და ადრენალინის გამოყოფას, იმან თავის თავში ეძებოს პრობლემები!
12:59 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
თამო
ძალიან კარგი შოუ იყო, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით. ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე მეც და ჩემმა შვილებმა. ყველას არ ესმის ნამდვილი მუსიკა და სიმღერა რა არის.სამწუხაროდ
12:30 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS