30 იანვარი, 2014
ნანუკა ჟორჟოლიანის საოცნებო გადაცემას თურქულმა სერიალებმა ''სილა დიდებულად'' გააწნეს
გუშინ, ნანატრი გადაცემა ეთერში გავიდა, თუმცა ნანუკას ეთერი ვანო მერაბიშვილზე გავრცელებულმა სკანდალურმა ვიდეომ გადაფარა ნანუკა ჟორჟოლიანი სამი კვირის განმავლობაში აანონსებდა ახალი სეზონის პირველ გადაცემას. ტელეწამყვანი მაყურებელს დაუჯერებელ და არნახულ შოუს ჰპირდებოდა. გადაცემაში ნანუკას ის სამი სტუმარი ჰყავდა, რომელთა დათანხმებაზეც ჟორჟოლიანი თურმე დიდი ხანი ოცნებობდა.

როდესაც მაყურებელმა გადაცემის იდუმალი ანონსი ნახა, გაჩნდა ვერსიები, თუ ვინ შეიძლება ყოფილიყვნენ სტუმრები. მათ შორის მოიაზრებოდნენ - ბიძინა ივანიშვილი, ეკატერინე ხვედელიძე, ირაკლი ღარიბაშვილი და თვით ელენ დეჯენერესი.

საბოლოოდ, სტუმართა სამეული ასე
გამოიყურებოდა: თეონა კონტრიძე, ნინო ქათამაძე და ნიკოლოზ რაჭველი...

გუშინ, ნანატრი გადაცემა ეთერში გავიდა, თუმცა ნანუკას ეთერი ვანო მერაბიშვილზე გავრცელებულმა სკანდალურმა ვიდეომ გადაფარა.

მართალია, ნანუკა ჟორჟოლიანი ამტკიცებდა, რომ ამ გადაცემის რეიტინგს მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, მაგრამ ფაქტია, რომ გული მაინც დასწყდა, რადგან თურქულმა სერიალებმა რეიტინგით მოუგეს.

იმ დროს, როდესაც ''რუსთავი 2''-ის ეთერში თეონა კონტრიძე ''შთამბეჭდავი'' დეკოლტით მღეროდა და ნინო ქათამაძე მეორე ხმას აძლევდა, "მაესტროსა" და "იმედზე" თურქული სერიალები ''სილა'' და ''დიდებული საუკუნე'' გადიოდა.

შედეგის შესახებ კი ნანუკა ჟორჟოლიანმა საკუთარი ''ფეისბუქის'' გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა:

''გუშინდელ ჩემს გადაცემას მოუგო ორმა თურქულმა სერიალმა! ასეთი ჯერ არ მომხდარა! მე
კი ვთქვი რომ ეს ის შემთხვევაა როდესაც რეიტინგი არ მადარდებს-მეთქი, მაგრამ მაინც...

რომ იცოდეთ ამ ქვეყანაში გია სურამელაშვილი 2- ჯერ მეტ რეიტინგს დაწერდა!! ესაა ჩვენი ქვეყნის რეალობა და აღარ დავინახო პრეტენზიები რომ თურმე სიყვითლე და ერთი და იგივე სახეები მოგბეზრდათ! შეეგუეთ ამ ქვეყანაში არ უნდათ ასეთი
კონცერტები! ამ ქვეყანაში ჭაბუა ამირეჯიბის გადაცემას სურამელაშვილი უგებს!!!! შეეგუეთ და მორჩით აწი შენიშვნებს!''

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის


FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 74 /
უიმეე
აბნონში როგორც კი როსტოს გამოთაყვანებული სახე დავინახე, მაშინვე გამიქრა სურვილი გადაცემის ყურების.... ხოლო ნანუკას კი ვურჩევ, არ გინდა ეს მაპორვოცირებელი ვითომ სკანდალური ანონსები... მოეშვი და ისე, ოკ?
16:23 / 04-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ქეთა
ხოფერიას გადაცემა უკეთესი არის
19:29 / 01-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ელისო
ორივე მომღერალი მომწონს მაგრამ ჟორჟოლიანს ვერ ვიტან და არ ვუყურებ მის გადაცემას თვიტონ დარწმუნებულია რეიტინგი მაქვსო მაფრამ ვიცი ბევრი ვერ იტანს ეგონოს რომ რეიტინგი აქვს
16:08 / 01-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ემიგრანტი
ამ კონკრეტულ სჰემტხვევასჰი სურამელასჰვილიც გჯობს, დროა ისწავლოტ ერტმანეტის პატივისცემა და ხანდახან უცხოურ გადაცემებსაც უყუროტ, პირადად მე მსჰურს ზალიან რომ აქ ერტმანეტს ასე არ ამცირებენ,ყველას ტავისი ადგილი აქვს და ტაყვანისმცემელი ყავს.
14:31 / 01-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ნინა
ხან გია მოგვეწონება,ხან თურქული სერიალები და ხან ნანუკას გადაცემა...აუცილებელია ნანუკას გადაცემა სულ მოგვწონდეს???
13:42 / 01-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ეკა
კონტრიძე საშინელება იყო ნინოს პატივს ვცემ ,კონრტიძის ყურება აღარ შემეძლო და ტელევიზორი გამოვრთე და დავიძინე.რატომ გამახსენეთ ეს კონტრიძე , რა იყო ,რას გავდა ჭკუის დამრიგებელი არავინ ყავს...
13:21 / 01-02-2014
გამოხმაურება / 0 /
NINO
ისეთ სანახობას,როგორიც ნინო ქათამაძის და თეონა კონტრიძის არაჩვეულებრივი ტანდემი ჰქვია,იმიტომ არ უყურებ,რომ თურქულ სერიალებს უყურო,ამით უკვე ყველაფერია ნათქვამი! მე მეამაყება ამ ადამიანების ხელოვნება და ყოჩაღ ნანუკას,რომ მისი მონდომებით ეს შოუ შედგა!!!
23:20 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ხატია
რა უზრდელი და უხეშია. სურამელაშვილს რაღას მიახტა თავის უიღბლობაზე გამწარებული.
22:30 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
მირანდა
ვერცერთი ტელევიზია ვეღარ ხვდება თურქული სერიალები სად ჩაკვეხოს მეტის ღირსები არიან.
21:58 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
ნანა
საოცარი სანახაობა იყო.
19:57 / 31-01-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS