დღეს კი AMBEBI.GE ექსკლუზიურად გთავაზობთ ფოტოებს, რომლებიც დუშეთში, პრეზიდენტის სახლშია გადაღებული. ფოტოებზე 3 თვის თომა დედასთან, მაკა ჩიჩუასთან ერთად პოზირებს ფოტოობიექტივის წინ.
"თომა არის ბრაზიანი, მსუნაგი და მძინარა", - ასე დაახასიათა საქართველოს პრეზიდენტმა ახლადშეძენილი ვაჟი ერთ-ერთ ტელეეთერში საუბრისას. გიორგი მარგველაშვილმა იხუმრა კიდეც, რომ ორი ბავშვის
"ასევე მინდა ვთქვა, რომ თემო თომას ძალიან კარგად ექცევა, ეფერება და მის ყველა თვისებას დადებითად უყურებს", - აღნიშნა მარგველაშვილმა.
პირველმა ლედიმ კი ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ თომაზე ორსულობა მაშინ გაიგო, როცა 3 თვის ფეხმძიმე იყო: "თემო ძალიან დაგეგმილი ბავშვი იყო, ველოდებოდით, 2 თვე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვიყავი. ეს კი სრულიად მოულოდნელად გამოგვეცხადა... 3 თვისამ გავიგე, რომ ორსულად ვიყავი", - აღნიშნა მაკა ჩიჩუამ ინტერვიუში.
მაკა ჩიჩუასა და გიორგი მარგველაშვილის პირველი საერთო ვაჟი თემო მარგველაშვილი სამი წლისაა, წყვილს წინა ქორწინებებიდან ქალიშვილები - ანა მარგველაშვილი და მაშო ჩიჩუა ჰყავთ.
განაგრძეთ კითხვა: