გიორგი მარგველაშვილისა და მაკა ჩიჩუას ვაჟი, პატარა თომა გაქრისტიანდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად პრეზიდენტი წერს და ახალშობილი თომას პირველ ფოტოებს აქვეყნებს. პატარა თომას ნათლიები დავით რაქვიაშვილი და გიორგი აბაშიშვილი არიან.
თომა მარგველაშვილი 15 იანვარს დაიბადა. მის ფოტოებს მშობლები აქამდე არ ასაჯაროვებდნენ. აღსანიშნავია, რომ თომა უფროს დას, ანა მარგველაშვილს ჰგავს.