29 იანვარი, 2014
სოფია სებისკვერაძე მიშამ გასასინჯად მანქანაში დაიბარა
იგივე პროცესი შეიძლება მოხდეს მანქანაშიც და თუ დავაკმაყოფილებ პირველად ეფექტს, გადავალ მეორე ტურში და უკვე ამის შემდეგ დამიბარებენ სააგენტოს სტუდიაში მსახიობ სოფია სებისკვერაძეს ორი დღეა ტელეფონზე უცნაური შინაარსის მესიჯები მისდის არარსებული სამოდელო სააგენტოდან. სარეკლამო მესიჯები არავის გვიკვირს, მაგრამ როდესაც უკვე ტელეფონზე გირეკავენ და უცნაურ წინადადებას გთავაზობენ, დამეთანხმებით რთული მოსათმენია.

გაბრაზებულმა მსახიობმა სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა:

''მეორე დღეა ტელეფონზე მომდის მესიჯები სამოდელო სააგენტო ''ელესგან''. საეჭვოა რადგან მსგავსი სააგენტო ვერ ვიპოვე თბილიში, რომ დაწვრილებით მივწერო ჩემი
პარამეტრები რაც cv-ში არ მიწერია და მივიდე ქასთინგზე.

ვწერ, რომ მე არ გამიგზავნია cv მსგავს სააგენტოში, რომ ალბათ შეცდომაა, რადგან არ ვარ მოდელი. მპასუხობენ, რომ არა უშავს, მთავარია მივიდე, რადგან სჭირდებათ სხვადასხვა ტიპაჟები ფოტო რეკლამებისთვის, რაშიც საკმაოდ დიდ ანაზღაურებას მპირდებიან.

დღეს, რამდენიმე წუთის წინ მირეკავს ვიღაც ამ სააგენტოს აგენტი მიშა, რომელიც მითანხმებს სად შევხვდე ანუ სად მოვიდეს რომ გამსინჯოს (ზუსტად ამ სიტყვებით). იგივე პროცესი შეიძლება მოხდეს მანქანაშიც და თუ დავაკმაყოფილებ პირველად ეფექტს, გადავალ მეორე ტურში და უკვე ამის შემდეგ დამიბარებენ სააგენტოს სტუდიაში.

უკვე სისხლი მასხამს ტვინში, ისეთი გაბრაზებული ვარ და ვუხსნი, რომ ეს დიდი შეურაცხყოფაა ადამიანის როგორც ინდივიდის და მსგავსი არაპროფესიონალიზმის მომსწრე არ ვყოფილვარ. არანაირ ეთიკურ ნორმებში არ ზის, რომ ასე დააკნინოს ადამიანი.

ის ძალიან გაკვირვებულია და მიხსნის რომ ბევრი გოგო ოცნებობს ეს შანში არ გაუშვას ხელიდან... ვემშვიდობები და ვთიშავ ტელეფონს.

გოგონებო და ბიჭებო, ვისაც მოდელობა გსურთ, ძალიან გთხოვთ კარგად, დაკვირვებით და ფრთხილად მოეკიდეთ მსგავს წინადადებებს. მართალია, ქუჩაში ბევრი ცნობილი და წარმატებული სახეები აღმოუჩენიათ, მაგრამ არა ასეთი ფორმით რაც მე ზემოთ დავწერე.

ჯერ ხუმრობა მეგონა, მერე ძალიან გავბრაზდი და თან ცოტა შემეშინდა კიდეც. ათასი ბოროტება ხდება, ფრთხილად იყავით. ზუსტად ამიტომ დავწერე ეს პოსტიც. მრცხვენია, რომ ჩემს ქვეყანაში ასე საშინლად ბნელა''... _ წერს სოფია.

ქეთი მელაძე
სპეციალურად ''რეიტინგის
'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 4 /
მაიკო
იმდენი რამე ხდება რო მრცხვენია კავკასიელობა
23:50 / 07-02-2014
გამოხმაურება / 0 /
თეო
საერთოდ ვინ არის ეს სოფია სებისკვერაძე? Что за птица?
16:33 / 07-02-2014
გამოხმაურება / 0 /
ჯერ სად ხართ
აი რას ნიშნავს ვანო მერაბიშვილი :) და ჟურნალისტი რა ინტრიგანია: მიშამ გასასინჯად დაიბარაო ესე დაასათაურა სააკაშვილი რო იფიქროს ხალხმა და დაინტრიგდეს :D
19:18 / 04-02-2014
გამოხმაურება / 0 /
გული
მართლაც როგორი სიბნელეა საქართველოში....ეს ამდენი სიფრთხილეც ხომ დამგლელია..ყველგან უნდობლობა...
19:28 / 02-02-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS