16 აპრილი, 2018
"ძალიან უყვარს საქართველო, უნიჭიერესი მუსიკოსი აღმოჩნდა" - რას ჰყვება დათო ევგენიძე ივან ურგანტის ბომონდური დაბადების დღის შესახებ
ცნობილმა რუსმა იუმორისტმა ივან ურგანტმა დაბადების დღე თბილისში გადაიხადა. რუსი ტელევარსკვლავის იუბილეზე უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი, სტუმრებს შორის იყვნენ როგორც რუსები, ასევე ქართველებიც. სტუმრებს შორის იყვნენ თეონა თავართქილაძე, ეკა ხოფერია, ქრისტინე იმედაძე, რეზი არველაძე, დავით ევგენიძე და სხვები. რუსმა ტელეწამყვანმა ქართველ მომღერლებთან დაუკრა. მას დაბადების დღე სიმღერით მიულოცეს. სტუმრებმა "თბილისოც" კი შეასრულეს.

„რეიტინგი“ მუსიკოს დავით ევგენიძეს დაუკავშირდა, რომელმაც ივან ურგანტის საქართველოში ვიზიტზე დეტალურად გვიამბო.

- ივან ურგანტი საქართველოში მედიკო მირიანაშვილის ოჯახს ესტუმრა. მირიანაშვილების ოჯახს დიდი
მადლობა მინდა გადავუხადო იმისთვის, რომ თავიანთ მისიას ასრულებენ. უამრავი ცნობილი ადამიანი ჩამოყავთ საქართველოში და აცნობენ ჩვენს ქვეყანას. ივან ურგანტმა მირიანაშვილების ოჯახში გადაიხადა დაბადების დღე.

- იცნობდით მას, თუ როგორ მოხვდით ივან ურგანტის დაბადების დღეზე?

- მე ის წინა წელს პოზნერის დაბადების დღეზე გავიცანი. ვლადიმერ პოზნერმა მედიკო მირიანაშვილის ოჯახში გადაიხადა დაბადების დღე, იქ იმყოფებოდა სტუმრად ივან ურგანტი. მე დავუკარი, ის მღეროდა. წელს, როცა მისი დაბადების დღის საქართველოში გადახდა გადაწყვიტა, დამპატიჟა. უნიჭიერესი მუსიკოსი აღმოჩნდა. რამდენიმე ინსტრუმენტზე უკრავს, მღერის. უყვარს ჩვენი ქვეყანა. სიღრმისეულად იცნობს. მეუღლეც ქართველი ჰყავს და ჩამოყვანილი ჰყავს ახლა თბილისში.

- რუსეთიდანაც ჰყავდა სტუმრები?
- დიახ, უამრავი ადამიანი ჰყავს რუსეთიდან ჩამოყვანილი. ჟურნალისტები, მსახიობები და სხვა მეგობრები. დაუვიწყარი საღამო იყო, კიდევ ერთხელ გადავუხდი დიდ მადლობას მირიანაშვილების ოჯახს, ასე რომ აყვარებენ ჩვენს ქვეყანას სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს.

"სიძე, შე ძველო..." - ივან ურგანტი სტუმრად ქართული ბომონდის წარმომადგენლებთან - ფოტოები წვეულებიდან

იხილეთ ვიდეო:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 1 /
მარინა
მივესალმები ასეთ ღონისძიებებს. პოლიტიკოსები გაქრით ხალხის ცხოვრებიდან. თქვენ ხართ სისხლისმწოველი პარაზიტები. ხალხების დაპირისპირებას უწყობთ ხელს, რომ რაც შეიძლება ბევრი ომები იყოს და იარაღი გაყიდოთ... ამით შოულობთ ფულებს.
14:00 / 19-04-2018
გამოხმაურება / 0 /
TOPS