ნუმარ აჯანი კინოსურათში მაღაროელის როლს თამაშობს. გადაღებები საქართველოში ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზის“ ქარხნებში მიმდინარეობს.
ცნობილი მსახიობი ნუმან აჯარი საქართველოშია. ქართველი მაყურებელი მას კარგად იცნობს ამერიკული სერიალიდან
პროექტი დაფინანსებულია თურქეთის კულტურის სამინისტროსა და თურქეთის ეროვნული ტელეარხის – TRT-ს მიერ.
პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის სამინისტრო და ეკონომიკის სამინისტრო, Georgian Manganese, ჭიათურის მუნიციპალიტეტი, თურქეთის საელჩო საქართველოში, თურქეთის კულტურის ცენტრი და ქართულ-თურქული ბიზნესასოციაცია „Gurtiad“.
პროექტი მონაწილეობს „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, „ქეშ რიბეითის“ პროგრამაში.
ფილმის გადაღებები მიმდინარეობს მთლიანად ჭიათურაში მანგანუმის მომპოვებელ მაღაროებსა და ქარხნებში Georgian Manganese-ის ტერიტორიაზე.
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო თანდათან უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება უცხოელი კინომწარმოებლებისთვის, დღემდე ძალიან იშვიათია ქართულ-თურქული კოპროდუქცია.
ფილმში მონაწილეობენ როგორც თურქი, ისე ქართველი მსახიობები. გადამღები ჯგუფი დაკომპლექტებულია ქართველი და თურქი პერსონალით.
გადაღებები გაგრძელდება მარტსა და აპრილში.
დახურული პრემიერა დაგეგმილია წლის ბოლოსთვის, რის მერეც ფილმი საფესტივალო ცხოვრებას დაიწყებს.