29 იანვარი, 2014
რობერტ სტურუა: ''მიშველეთ, გადამარჩინეთ ამ სიძულვილს''...
ზოგჯერ კი მეცოდებიან ეს არაკაცები - როგორ იოლად შეტოპეს ბოროტების ჭაობში რობერტ სტურუა სოციალურ ქსელში ცნობილია თავისი სკანდალური და მწვავე სტატუსებით. რეჟისორი ყველაზე ხშირად ყოფილ ხელისუფლებას და ნაციონალური მოძრაობის ამჟამინდელ სახეებს აკრიტიკებს.

ამჯერად სტურუამ ხალხს მიმართა:

''ზოგჯერ ვფიქრობ, რამ გამამწარა ასე, რით ვერ დავშოშმინდი, რატომ ვერ ვწყნარდები. კი ბატონო, გამაგდეს, არ დამიჯერებთ, ამით ხომ უნებლიეთ თავისუფლებაც მაჩუქეს.

ისიც გაიხსენეთ, რომ უფრო ადრე, 2004-დან ავარდი - ვიგრძენი რა ნაძირალებს ჩაუგდეთ ხელში ჩვენი ბედკრული სიცოცხლით სავსე მხარე! და
ვეტაკე!..

იქნებ მომარჩინოს ვინმემ?! მიშველეთ, გადამარჩინეთ ამ სიძულვილს! არა! არა! მირჩევნია ასევე დაუნდობელი წავიდე ამ ქვეყნიდან - ვერ შეუნდებ, ვერ ვაპატიებ!

ზოგჯერ კი მეცოდებიან ეს არაკაცები - როგორ იოლად შეტოპეს ბოროტების ჭაობში, რა იოლად ჩაკლეს საკუთარი სულები?! ამ!''

სალომე დადიანი
სპეციალურად ''რეიტინგის'' საიტისთვის

FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 2 /
მეგი
ბატონო რობერტ, მიკვირს უფრო ადრე რომ არ "ავარდით". იუსტიციის მინისტრობის დროს რომ კლოუნებივით დააყენა სამინისტროს კართან კოსტიუმირებული დაცვა თითქოს პარიზი გვქონოდა და არა ორ სამოქალაქო ომგამოვლილი გაჭირვებული ქვეყანა. ხომ ნატელი იყო ამ კაცის არაადეკვატურობა, სულ ცოტა ისტერიულობა. რაც შეეხება "მაშკა"-ს კომენტარს, ალბათ სიტყვა - თეატრი არ გაუგია და სპექტაკლი სიცოცხლეში არ უნახავს
20:55 / 01-02-2014
გამოხმაურება / 0 /
მაშკა
ყველამ საკუთარ სულს და თავს რომ მიხედოს კარგი იქნება, დაავიწყდა ამას თავისი ქსენოფობიური გამოხტომები და გამოვიდა ეხლა ანგელზი.. სირცხვილი ბატონო რობერტ !!
11:09 / 30-01-2014
გამოხმაურება / 0 /
TOPS