20 მაისი, 2013
ინფექციური საავადმყოფოს სირცხვილი ნომერი #2!!!!!!
მართლა მრცხვენია, რომ ამ ქვეყანაში ექიმებს მგონი დაავიწყდათ საკუთარი მოვალეობები და პირადი ანგარიშწორების გამო შეიძლება უდანაშაულო, ისევ მათი უყურადღებობით გამწარებულმა პაციენტებმა იზარალონ. რამდენიმე დღის წინ ვაცნობეთ ჩვენს მკითხველს, რომ მსახიობი კოტე თოლორდავას, რომელიც დიტოს როლს ასრულებს სერილაში „ჩემი ცოლის დაქალები“, წითელა შეეყარა და ინფექციურ საავადმყოფოში დააწვინეს. კოტეს იმ დროს ლაპარაკი უჭირდა, კომენტარი მისმა მეუღლემ, განო მელითაურმა მოგვცა და საავადმყოფოში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე გულახდილად ილაპარაკა. ჩვენს სტატიას კი თურმე საკმაოდ მძაფრი გამოხმაურება მოჰყვა.

„ის, რომ კოტეს
მიმართ ჟურნალისტების ყურადღება ადეკვატური იყო მისი ბატონებიდან გამომდინარე და ყველა დაინტერესდა, რა პირობებში გვიწევდა მკურნალობა, ეს მგონი არ არის გასაკვირი. ჟურნალისტმა მაშინ დარეკა, როცა იქაური სამარცხვინო და გაუსაძლისი სიტუაციის გამო ექიმთან ვკამათობდით. შესაბამისად, სტატია საკმარისი სიმწვავით დაიბეჭდა, თუმცა უნდა ითქვას, რომ შემსუბუქებულ ფორმებში, ვიდრე იქაური რეალობაა.
ამან გამოიწვია ჩვენი არაჩვეულებრივი ექიმების, რომლებიც თავის თავს ინფქციონისტებს უწოდებენ, აღშფოთება და ეტყობა ამის ნიადაგზე არასწორი დანიშნულებით გამოგვისტუმრეს იქიდან. შედეგად კოტეს გაურთულდა ფილტვებზე ბატონები და ამ წუთებშიც საშინელი ბრონხოსპაზმის მოხსნას ცდილობენ სასწრაფოს ექიმები, რომლებსაც ძალიან გაუკვირდათ, როცა ანტიბიოტიკის დასახელება ვუთხარი, რომელიც ინფექციურში დაგვინიშნეს.
სტატიაზე გამწარებულებმა უარი თქვეს ჩვენთვის დახმარება ხელმეორედ აღმოეჩინათ. გართულება რატომ მოხდა? იმიტომ, რომ არასწორად იყო დანიშნული ანტიბიოტიკი, იმიტომ, რომ იმ მომენტში, როცა დავწექით, ამის აუცილებლობა არ არსებობდა, გადასხმა ახლა უფრო საჭიროა, იმიტომ, რომ თავის დროზე, სტატიაზე დაბოღმილებმა, არ ისურვეს პაციენტის დახმარება და მართლა მრცხვენია, რომ ამ ქვეყანაში ექიმებს მგონი დაავიწყდათ საკუთარი მოვალეობები და პირადი ანგარიშწორების გამო შეიძლება უდანაშაულო, ისევ მათი უყურადღებობით გამწარებულმა პაციენტებმა იზარალონ. და თურმე ხმას თუ ამოიღებ, რომ სადაც გადასხმას გიკეთებენ, გვერდით აყროლებული ფსელიანი ტილო დამლაგებელმა არ უნდა გიტრიალოს ცხვირწინ, თუ იტყვი, რომ სხვის უკანალში ამოსმული დაუსპირტავი თერმომეტრი არ ჩაგადებინონ ბავშვისთვის და თუ გაიკვირვებ, როცა ინფექციურ საავადმყოფოს სუპრასტინიც არ ექნება რომ დაგალევინოს, ესე იგი დამთავრებულია შენი საქმე და მათი ხელმეორედ დახმარების იმედი აღარც კი უნდა გქონდეს!!! იმედი მაქვს ამ ფაქტებზე ვინმე მაინც მოახდენს რეაგირებას. დიდ მადლობას ვეუბნები იმ ჟურნალისტს, რომელმაც პირველმა გაბედა ამის თაობაზე ჩვენი რეაქციები გაეშუქებინა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!“

Ratingეს სტატუსი მსახიობ კოტე თოლორდავას მეუღლეს, განო მელითაურს ეკუთვნის. მან ის „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. გახსოვთ ალბათ, კოტეს ჯანმრთელობის მდგომარეობით რომ დავინტერესდით და ამის შესახებ თქვენც შეგატყობინეთ. ჰოდა, ასეთი გაგრძელება მოჰყვა ამ ამბავს. ჩვენ კვლავ დავუკავშირდით განოს და მსახიობისა და მისი შვილის მდგომარეობა ვიკითხეთ.

განო მელითაური:
- არ იცით, თქვენს სტატიას რა ამბავი მოჰყვა, კინაღამ გამოგვაგდეს საავადმყოფოდან. ამის მიუხედავად, დიდი მადლობა, რომ გამოიჩინეთ გამბედაობა და დაწერეთ. ალბათ არავინ არ იცის, იქ რაც ხდება რეალურად. გამწარებული ვარ. ეს რა ხალხია. კოტე დღეს ძალიან მძიმედ იყო. ამ წუთას წავიდა სასწრაფო. ბრონხოსპაზმი დაემართა. კინაღამ დაიხრჩო. არასწორად ჰქონდა ანტიბიოტიკი დანიშნული. თქვენი სტატიის შემდეგ იქაურმა ექიმებმა უარი შემომითვალეს დახმარებაზე. მრცხვენია, რომ ეს არის ჩემი ქვეყნის რეალობა. სტატია რომ ნახეს, კიდევ კარგი უკვე მოვდიოდით იმ დღეს, რადგან აზრი არ ჰქონდა ჩვენს იქ გაჩერებას. მერე თითქოს აეწვათ და დაგვიწყეს დევნა, ვინ გაწყენინათ, ზედ გადაგყევითო. დღეს, კოტეს შეტევა რომ დაეწყო, ექთნის წამოყვანა მინდოდა ინფექციურიდან, რადგან ჩვეულებრივმა სასწრაფომ უარი მითხრა სახლში გადასხმაზე. უარი შემომითვალეს. იმ სტატიის მერე ჟურნალისტები გვაწუხებენ და მეტი საქმე არ გვაქვს, მივიდეთ და მოვემსახუროთო. მგონია, რომ ამაზე ყველამ უნდა ამოიღოს ხმა. იქ მართლა განუკითხაობაა. თქვენი სტატიის შემდეგ ყველას უყვებიან, რა ცუდი ხალხი ვართ ჩვენ.
- ახლა როგორ არიან ბავშვი და კოტე?
- ტასიკო ცოტა უკეთ, კოტეს ყველაზე მძიმე დღეები აქვს, სასწრაფომ გაუკეთა დღეს სპაზმის მოსახსნელი ნემსი და დამამშვიდებელი, ძალიან ცუდად იყო, საერთოდ ვეღარ სუნთქავდა.
- განო, ხომ არ იცი, რამდენ სერიას გამოტოვებს კოტე და რა გამოსავალს იპოვნის რეჟისორი?
- არ ვიცი, სერიალს ალბათ არ გააჩერებენ. ეს დღეები მაგაზე ფიქრის დრო არ მქონდა, ძირითადად კოტესა და ტასიკოს შუბლები მიჭირავს, ან სადაზღვევოსა და ინფექციურის ექიმებს ვედავები.
- სწრაფად გამოჯანმრთელებას გისურვებთ, ახლა ეს ყველაზე მეტად გჭირდებათ.

ნინო მჭედლიშვილი

სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის




ტეგები:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 186 /
ქეთი
აგვისტოში თავის ტვინზე ნაოპერაციევ ჩემს ძმას რეანიმაციაში მორიგეებმა კონდიციონერი ჩაურთეს,ეხვეწებოდა თურმე მცივა და ადეალა მომეცითო და თავზე გადაიფარა ისე ციოდა. მეორე დღეს მენინგიტი ჩამოუყალიბდა და ძლივს გადავარჩინეთ. მეორე ოპერაცია გაუკეთეს. ასე დამიტანჯეს ძმა უგულოებმა.ღმერთი გადაუხდის ყველას სამაგიეროს!
19:40 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
სოფი
თქვენ არ იცით რა ჯოჯოხეთია ბავშვთა საავადმყოფოებში. ორი თვე მეწვინა შვილი ჟვანიას კლინიკაში ნეონატოლოგიაში,წლამდე ბავშვის მკურნალობა უფასოა ვითომ,მაგრამ ყოველდღე ექიმი,დღის ექტანი,ღამის ექთანი და დამლაგებლებიც კი ურცხვად ფულს ითხოვდნენ.ნამდვილი ჯოჯოხეთია,მტერს არ ვუსურვებ იქ მოხვედრას
19:24 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ტატო
მართლაც სერგეენკოს რომელსაც ასე აქებს ჩვენი პრემიერი იცის თუ არა რაც ხდება ამ ავადსახსენებელ საავადმყოფოში
19:24 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
სალომე
ამორალური ხალხი! უვიცები და უგულოები. თუ ეზიზღებათ პაციენტები და თავიანთი საქმე, დაანებონ თავი და ახალგაზრდებს დაუთმონ გზა, ფესვები რომ აქვთ გადგმული და არავის აჭაჭანებენ! ექიმები კი არა, გამომძალველები არიან, გაჭირვებული ხალხის გატყავებით ისქელებენ ჯიბეებს!
18:26 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ტატა
ძალიან სამწუხარო და სამარცხვინო ფაქტია,არც ერთი სიტყვა არ არის ტყუილი და გაზვიადებული.ამ შემთხვევიდან 3 კვირით ადრე ახლობელი მოხვდა ამ კლინიკაში ანალოგიური მდგომარეობით და ძალიან რომ გაუჭირდათ,დამირეკეს-გვიშველეო.მიკითხვით ვერ მივაკითხავდი-არ მაქვს წითელა მოხდილი-მოვძებნე ახლობელი და იმას დავუკავშირდი ტელეფონით.მან მითხრა-კვირას ვარ მორიგე და მოვიკითხავო.მე ვტრეკავ პარასკევ-ღამეს.მე ვუთხარი-კვირადილამდე ის ადამიანი თუ არავინ მოიკითხა-მოკვდება-მეთქი-ამაზე გრძელი ლექცია მოვისმინე-თუ როგორ არიან პაციენტებზე თანგადაყოლილები და როგორი ყურადღების ქვეშ ყავთ ისინი.მისმა გაღიზიანებულმა ტონმა და რეაქციამ მე თვითონაც გამაღიზიანა,მაგრამ არ შევიმჩნიე და შევეხვეწე,დღევანდელ მორიგეს დაუკავშირდი ან მე მომეცი ტელეფონი,რომ დავურეკო და ვტხოვო ყურადღება მიმიქციოს მეთი,ეს სულ ზედმეტად ჩათვალა-მე ტვითონ დავურეკავო.იმ ღამეს პაციენტი არავის მოუკითხია,ხოლო ჩემი ნაცნობი რომ მივიდა,რეანიმაციაში გადმოიყვანა-ყურადღების ნიშნად"-მე ასე ამიხსნა და მე-3 დრეს სხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს.უამრავი მადლობა გადავუხადე,მეგონა რომ ნათესავებმა გააზვიადეს სიტუაცია,ეს წერილი რომ წავიკითხე,სიტყვა-სიტყვით აღმიდგა მეხსიერებაში მათი ნათქვამი.გრცხვენოდეთ,ვინც ექიმი და პაციენტი ამ დღეში ჩააგდო.
18:26 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ნინუცა
უკაცრავად,მაგრამ სერგენკოს ძინავს?სად არის არ ესმის ეს ამბავი.
18:18 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მაია
ერთი სიტყვაც არ იქნება გადაჭარბებული დარწმუნებული ვარ განოს სიტყვებში. ინფექციური საავადმყოფო განსაკუთრებით გამოირჩევა მედპერსონალის უგულობით,საშინელი პირობებით,ინფექციას იქ უფრო აიკიდებ.ჯოჯოხეთია!!!!
17:43 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
თიკო
ერთი კვირაა რაც ჩემი ძმა გამოვიყვანეთ ინფექსიურში იწვა ჭითელა ბატონებით. გაოცდებით და 5 Dრის განმავლობაში ექიმიც და ექტანიც საძებარი იყო. მარალი სიცხე რომ ქონდა პარაცეტამოლი მისცეს და გააფრთხილეს თუ 39 ზე ტევიტ არ ავიდა ტემპერატურა არ დალიო დაგვიბრუნეო. არაფერს არარ ვამბობ იქაურ სიბინძურეზე. მაგრამ ეს ყველაფერი და ამ დროს არაფერი 350 ლარი მაინც ღირდა. რასი გადავიხადეტ უბრალოდ ვერ ვხვდები. აი სად არის პრობლემა. ყველაფერში ფულის კეთება სეიზლება. მე მესინია ავად გახდომის ჯერ იმიტომ ,რომ დიაგნოზი არსად არ ისმევა სწორი და არსწორი მკურნალობა ისეტი,რომელმაც სეიძლება დაგჭუპოს დიდ ხარჯებტან არის დაკავშირებული
17:36 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მაკრინე
მარტო ინფექციურში არ არის ეგეტი მდგომარეობა და მარტო მანდ არ არ არის მედ პერსონალი მსგავსი საქციელისა,სანამ არ იქნება რეალური ბერკეტები რომ დაისაჯონ პროფესიული გულგრილობისათვის ყველა ვისაც არ აქვს გააზრებული რა მოვალეობა აკისრია და რა პასუხისმგებლობის მატარებელია,მანამდე ასე ღმერთები ეგონებათ თავი,სამწუხაროდ სამედიცინო დაწესებულებები კანტტორებად არის ქცეული
17:23 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მაიკო
აქ ისეთი ამბავის თქვენს ადგილას ფრთხილად ვიქნებიდი,დოტოს (კოტეს) ღმერთმა დაიფაროს და რამე რომ მოუვიდეს ლინჩის წესი არ აცდება მადაურობას.
16:56 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS