20 მაისი, 2013
ინფექციური საავადმყოფოს სირცხვილი ნომერი #2!!!!!!
მართლა მრცხვენია, რომ ამ ქვეყანაში ექიმებს მგონი დაავიწყდათ საკუთარი მოვალეობები და პირადი ანგარიშწორების გამო შეიძლება უდანაშაულო, ისევ მათი უყურადღებობით გამწარებულმა პაციენტებმა იზარალონ. რამდენიმე დღის წინ ვაცნობეთ ჩვენს მკითხველს, რომ მსახიობი კოტე თოლორდავას, რომელიც დიტოს როლს ასრულებს სერილაში „ჩემი ცოლის დაქალები“, წითელა შეეყარა და ინფექციურ საავადმყოფოში დააწვინეს. კოტეს იმ დროს ლაპარაკი უჭირდა, კომენტარი მისმა მეუღლემ, განო მელითაურმა მოგვცა და საავადმყოფოში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე გულახდილად ილაპარაკა. ჩვენს სტატიას კი თურმე საკმაოდ მძაფრი გამოხმაურება მოჰყვა.

„ის, რომ კოტეს
მიმართ ჟურნალისტების ყურადღება ადეკვატური იყო მისი ბატონებიდან გამომდინარე და ყველა დაინტერესდა, რა პირობებში გვიწევდა მკურნალობა, ეს მგონი არ არის გასაკვირი. ჟურნალისტმა მაშინ დარეკა, როცა იქაური სამარცხვინო და გაუსაძლისი სიტუაციის გამო ექიმთან ვკამათობდით. შესაბამისად, სტატია საკმარისი სიმწვავით დაიბეჭდა, თუმცა უნდა ითქვას, რომ შემსუბუქებულ ფორმებში, ვიდრე იქაური რეალობაა.
ამან გამოიწვია ჩვენი არაჩვეულებრივი ექიმების, რომლებიც თავის თავს ინფქციონისტებს უწოდებენ, აღშფოთება და ეტყობა ამის ნიადაგზე არასწორი დანიშნულებით გამოგვისტუმრეს იქიდან. შედეგად კოტეს გაურთულდა ფილტვებზე ბატონები და ამ წუთებშიც საშინელი ბრონხოსპაზმის მოხსნას ცდილობენ სასწრაფოს ექიმები, რომლებსაც ძალიან გაუკვირდათ, როცა ანტიბიოტიკის დასახელება ვუთხარი, რომელიც ინფექციურში დაგვინიშნეს.
სტატიაზე გამწარებულებმა უარი თქვეს ჩვენთვის დახმარება ხელმეორედ აღმოეჩინათ. გართულება რატომ მოხდა? იმიტომ, რომ არასწორად იყო დანიშნული ანტიბიოტიკი, იმიტომ, რომ იმ მომენტში, როცა დავწექით, ამის აუცილებლობა არ არსებობდა, გადასხმა ახლა უფრო საჭიროა, იმიტომ, რომ თავის დროზე, სტატიაზე დაბოღმილებმა, არ ისურვეს პაციენტის დახმარება და მართლა მრცხვენია, რომ ამ ქვეყანაში ექიმებს მგონი დაავიწყდათ საკუთარი მოვალეობები და პირადი ანგარიშწორების გამო შეიძლება უდანაშაულო, ისევ მათი უყურადღებობით გამწარებულმა პაციენტებმა იზარალონ. და თურმე ხმას თუ ამოიღებ, რომ სადაც გადასხმას გიკეთებენ, გვერდით აყროლებული ფსელიანი ტილო დამლაგებელმა არ უნდა გიტრიალოს ცხვირწინ, თუ იტყვი, რომ სხვის უკანალში ამოსმული დაუსპირტავი თერმომეტრი არ ჩაგადებინონ ბავშვისთვის და თუ გაიკვირვებ, როცა ინფექციურ საავადმყოფოს სუპრასტინიც არ ექნება რომ დაგალევინოს, ესე იგი დამთავრებულია შენი საქმე და მათი ხელმეორედ დახმარების იმედი აღარც კი უნდა გქონდეს!!! იმედი მაქვს ამ ფაქტებზე ვინმე მაინც მოახდენს რეაგირებას. დიდ მადლობას ვეუბნები იმ ჟურნალისტს, რომელმაც პირველმა გაბედა ამის თაობაზე ჩვენი რეაქციები გაეშუქებინა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!“

Ratingეს სტატუსი მსახიობ კოტე თოლორდავას მეუღლეს, განო მელითაურს ეკუთვნის. მან ის „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. გახსოვთ ალბათ, კოტეს ჯანმრთელობის მდგომარეობით რომ დავინტერესდით და ამის შესახებ თქვენც შეგატყობინეთ. ჰოდა, ასეთი გაგრძელება მოჰყვა ამ ამბავს. ჩვენ კვლავ დავუკავშირდით განოს და მსახიობისა და მისი შვილის მდგომარეობა ვიკითხეთ.

განო მელითაური:
- არ იცით, თქვენს სტატიას რა ამბავი მოჰყვა, კინაღამ გამოგვაგდეს საავადმყოფოდან. ამის მიუხედავად, დიდი მადლობა, რომ გამოიჩინეთ გამბედაობა და დაწერეთ. ალბათ არავინ არ იცის, იქ რაც ხდება რეალურად. გამწარებული ვარ. ეს რა ხალხია. კოტე დღეს ძალიან მძიმედ იყო. ამ წუთას წავიდა სასწრაფო. ბრონხოსპაზმი დაემართა. კინაღამ დაიხრჩო. არასწორად ჰქონდა ანტიბიოტიკი დანიშნული. თქვენი სტატიის შემდეგ იქაურმა ექიმებმა უარი შემომითვალეს დახმარებაზე. მრცხვენია, რომ ეს არის ჩემი ქვეყნის რეალობა. სტატია რომ ნახეს, კიდევ კარგი უკვე მოვდიოდით იმ დღეს, რადგან აზრი არ ჰქონდა ჩვენს იქ გაჩერებას. მერე თითქოს აეწვათ და დაგვიწყეს დევნა, ვინ გაწყენინათ, ზედ გადაგყევითო. დღეს, კოტეს შეტევა რომ დაეწყო, ექთნის წამოყვანა მინდოდა ინფექციურიდან, რადგან ჩვეულებრივმა სასწრაფომ უარი მითხრა სახლში გადასხმაზე. უარი შემომითვალეს. იმ სტატიის მერე ჟურნალისტები გვაწუხებენ და მეტი საქმე არ გვაქვს, მივიდეთ და მოვემსახუროთო. მგონია, რომ ამაზე ყველამ უნდა ამოიღოს ხმა. იქ მართლა განუკითხაობაა. თქვენი სტატიის შემდეგ ყველას უყვებიან, რა ცუდი ხალხი ვართ ჩვენ.
- ახლა როგორ არიან ბავშვი და კოტე?
- ტასიკო ცოტა უკეთ, კოტეს ყველაზე მძიმე დღეები აქვს, სასწრაფომ გაუკეთა დღეს სპაზმის მოსახსნელი ნემსი და დამამშვიდებელი, ძალიან ცუდად იყო, საერთოდ ვეღარ სუნთქავდა.
- განო, ხომ არ იცი, რამდენ სერიას გამოტოვებს კოტე და რა გამოსავალს იპოვნის რეჟისორი?
- არ ვიცი, სერიალს ალბათ არ გააჩერებენ. ეს დღეები მაგაზე ფიქრის დრო არ მქონდა, ძირითადად კოტესა და ტასიკოს შუბლები მიჭირავს, ან სადაზღვევოსა და ინფექციურის ექიმებს ვედავები.
- სწრაფად გამოჯანმრთელებას გისურვებთ, ახლა ეს ყველაზე მეტად გჭირდებათ.

ნინო მჭედლიშვილი

სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის




ტეგები:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 186 /
tata
sxvatashoris gudushaurshi viceqi bodoshit kvelas da ert fexmzime gogos guli aeria sanitarma icit ra gaaketa??tiloti rom cmendda mtel otaxshi moatara is gulareuli tilo sazizgrobaa rodis gveshveleba qartvels sacodav xalxs apachebi vart da aborigenebi.amas adamianuri cxovreba ar qvia rac saqartveloshi xdeba.
21:14 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
მთელი უბედურება ისაა, რომ ვერაფრით შეეჩვია სამედიცინო პერსონალი, რომ ავადმყოფი უტყვი მონა არ არის და მას ისე უნდა მიუდგე როგორც დიდი ექიმი და პიროვნება ვახტანგ ალადაშვილი გვასწავლიდა - :"ყველა ავადმყოფი ან შენი და ძმაა, ან დედა და მამა, ან ბებია და ბაბუა ასაკის მიხედვით, თუ ესე არ მიუდექი მას კაპიკია შენი ფასი რაც არ უნდა დიდი პროფესიონალი იყო." ეს ამ საკითხის ერთი მხარეა მხოლოდ. ერთი წუთითაც არ მეპარება ეჭვი ინფექციურის სამედიცინო პერსონალის პროფესინალიზმსა და ეთიკურობაში. მათ უაღრესად მძიმე პპირობებში უწევთ პაციენტებისათვის დახმარების გაწევა. თუმცა, სერვისი როგორც ესეთი, საქართველოში მომუშავე პრაქტიკულად არც ერთ სამედიცინო დაწესებულებას, გარდა ერთეული კერძო კლინიკებისა, პრაქტიკულად არაფრად უვარგა. ამას პერსონალის დასჯა არ უშველის. ამ საკითხის გადაწყვეტას უნდა მუდმივი ტრეინინგები, პერსონალის და განსაკუთრებით კი საშუალო და უმცროსი სამედიცინო პერსონალის მომზადება და გადამზადება. ეს საავადმყოფოს მენეჯერების უპირველესი ამოცანაა და პასუხიც მათ უნდა მოეკითხოთ და არა რიგით ექიმებს და სხვა სამედიცინო პერსონალს.
21:11 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ავთო
ინფექციური საავადმყოფოს ექიმების არაპროფესიონალიზმზე ლაპარაკი ცოტა უხერხულია, თანაც არაპროფესიონალების მხრიდან.ჟურნალისტებმა თავად დაინტერესდით ამ პრობლემით და თუ ობიექტურები იქნებით მიხვდებით , რომ გაურემონტებელი შენობა, მედიკამენტების უქონლობა ექიმების ბრალი არა არის. სადაზღვეო რომ არ აფინანსებს აღნიშნულ დაავადებას ესეც ექიმების ბრალი არ არის. დღეს წითელას და პნევმონიის მკურნალობი არციოდნაზე ლაპარაკ კი საერთოდ სასაცილოა.
20:48 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მეგი
ჩვენ მივმართოთ? პირდაპირ მინისტრს ხომ არდავურეკო? იმ საავადმყოფოში ყველა დამლაგებელმა თავის საქმე რომ აკეთოს, ექთანმა თავისი და ექიმმა თავისი ესეთი ამბავი არ იქნება, მესმის რომ ხელფასი დიდი არ არის მაგრამ, დღეს ვის აქვს დიდი ხელფასი? თუ არ აკეთებ უნდა წახვიდე, მორიგე ექიმი არ უნდა ყავდეთ? თუ ყავთ ყოველ დილით თავის პაციენტები არ უნდა დაიაროს? მაგრამ სუნი აწუხებთ ალბათ და... მე ასეთი ფეხებზე მკიდია და გულგრილობა არსად არ მინახავს, ფული იმდენი ექნებათ რასაც ამ ხალხს ხელზე აწერენ!
20:21 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ლოლა
სამარცხვინოა ჩვენი ექიმების საქციელი,მხოლოდ ფული ამოძრავებთ-ამ პროცედურას ამდენი სჭირდება,გააქვთ?-გკითხავენ მოკრძალებულად...სისხლის საერთო ანალიზის გარეშე იწყებენ ვითომ მკურნალობას და შედეგიც შესაბამისია...გადასულნი არიან იმაზე ,თუ როგორ აშოვინონ ერთმანეთს ფული-კლიენტების გაგზავნას ვგულისხმობ...
20:12 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
გიორგი(ისევ :))
მიმართეთ სამინისტროს - იქნება რეაგირება... სასწრაფოს ექიმმა როგორ დააგინა , მერე ექიმის მიერ დანიშნული ანტიბიოტიკის უვარგისობა, გენიოსი და "გულთმისანია"? ყველა შემთხვევაში - ეთიკური და კოლეგიალური შეცდომაა, იატროგენულ დაავადებებზე და ა.ს. რომ არაფერი ვთქვათ... ყველა შემთხვევაში ჯანმრთელობას ვუსურვებ კოტე თოლორაიას და საერთოდ ყველას...
20:07 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
გიორგი
ნინუცას. 1. სერგეენკო დასჯის- არ ვარგა, არ დასჯის- კარგია; 2. სერგეენკო დასჯის- კარგია, არ დასჯის - არ ვარგა. კმაყოფილი მაინც არ იქნებით... ყველა შემთხვევაში(!)- ჯერ მიმართოს ვისაც ეხება და აუცილებლად იქნება რეაგირება . სხვა საქმეა, მერე მაინც არავინ იქნება კმაყოფილი და თანაც, როგორ უნდა დაუმტკიცოს სერგეენკომ(ზოგადად მინისტრმა) დაწესებულებას - უკანალში იყო თუ არა ნადები თერმომეტრი და ტილო იყო თუ არა ფსელით გაჯერებული?! ეგ - ამის პერიოდული ინსპექტირება, გაუქმებული სანიტარული სამსახურის ფუნქცია იყო!!!
19:59 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მარი
ონკოლოგიურ მკურნალობაზე უარესი არაფერია როცა გგონია რომ გიშველიან,არადა განყოფილების ექიმი ასე უტიფრად გიყურებს თვალებში და გეუბნება,იცით?შენი დიაგნოზიდან გამომდინარე არ გაქვს შანსი დიდი ხნის სიცოცხლისთვისო,ამას ეუბნება 37 წლის გოგოს,რომელსაც გასაზრდელი ყავს 2წლის შვილი,რომელსაც მთელი ცხოვრება ელოდა,ასეთი ცივი აზროვნების ტენდეციებია ექმიებში,ექსპერიმენტებს ატარებენ პაციენტებში.
19:54 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
თიკო
ინფექციურისა არ ვიცი, მაგრამ თბილისში ერთ-ერთ ქალთა კონსულტაციაში რამოდენიმე წლის წინ სამკურნალოდ მივედი. საშინელი სიტუაცია იყო. აუცილებლად უნდა შემოწმდეს ეს დაწესებულებები. ბინძური, უზრდელი, უცოდინარი, მექრთამე ხალხი უნდა შეამოწმონ და გააბრძანონ!
19:45 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მარი
სად ნახულობთ ერთი ამ 20 წლის ექიმებს, მეც მასწავლეთ. იმ დღეს უბნის ექიმი რომ გამოვიძახე და კაი 50 წლისაც იყო,მაგრამ იმიტომ იყო პროფესიონალი? დანიშნულება ვერ მომცა....
19:44 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS