20 მაისი, 2013
ინფექციური საავადმყოფოს სირცხვილი ნომერი #2!!!!!!
მართლა მრცხვენია, რომ ამ ქვეყანაში ექიმებს მგონი დაავიწყდათ საკუთარი მოვალეობები და პირადი ანგარიშწორების გამო შეიძლება უდანაშაულო, ისევ მათი უყურადღებობით გამწარებულმა პაციენტებმა იზარალონ. რამდენიმე დღის წინ ვაცნობეთ ჩვენს მკითხველს, რომ მსახიობი კოტე თოლორდავას, რომელიც დიტოს როლს ასრულებს სერილაში „ჩემი ცოლის დაქალები“, წითელა შეეყარა და ინფექციურ საავადმყოფოში დააწვინეს. კოტეს იმ დროს ლაპარაკი უჭირდა, კომენტარი მისმა მეუღლემ, განო მელითაურმა მოგვცა და საავადმყოფოში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე გულახდილად ილაპარაკა. ჩვენს სტატიას კი თურმე საკმაოდ მძაფრი გამოხმაურება მოჰყვა.

„ის, რომ კოტეს
მიმართ ჟურნალისტების ყურადღება ადეკვატური იყო მისი ბატონებიდან გამომდინარე და ყველა დაინტერესდა, რა პირობებში გვიწევდა მკურნალობა, ეს მგონი არ არის გასაკვირი. ჟურნალისტმა მაშინ დარეკა, როცა იქაური სამარცხვინო და გაუსაძლისი სიტუაციის გამო ექიმთან ვკამათობდით. შესაბამისად, სტატია საკმარისი სიმწვავით დაიბეჭდა, თუმცა უნდა ითქვას, რომ შემსუბუქებულ ფორმებში, ვიდრე იქაური რეალობაა.
ამან გამოიწვია ჩვენი არაჩვეულებრივი ექიმების, რომლებიც თავის თავს ინფქციონისტებს უწოდებენ, აღშფოთება და ეტყობა ამის ნიადაგზე არასწორი დანიშნულებით გამოგვისტუმრეს იქიდან. შედეგად კოტეს გაურთულდა ფილტვებზე ბატონები და ამ წუთებშიც საშინელი ბრონხოსპაზმის მოხსნას ცდილობენ სასწრაფოს ექიმები, რომლებსაც ძალიან გაუკვირდათ, როცა ანტიბიოტიკის დასახელება ვუთხარი, რომელიც ინფექციურში დაგვინიშნეს.
სტატიაზე გამწარებულებმა უარი თქვეს ჩვენთვის დახმარება ხელმეორედ აღმოეჩინათ. გართულება რატომ მოხდა? იმიტომ, რომ არასწორად იყო დანიშნული ანტიბიოტიკი, იმიტომ, რომ იმ მომენტში, როცა დავწექით, ამის აუცილებლობა არ არსებობდა, გადასხმა ახლა უფრო საჭიროა, იმიტომ, რომ თავის დროზე, სტატიაზე დაბოღმილებმა, არ ისურვეს პაციენტის დახმარება და მართლა მრცხვენია, რომ ამ ქვეყანაში ექიმებს მგონი დაავიწყდათ საკუთარი მოვალეობები და პირადი ანგარიშწორების გამო შეიძლება უდანაშაულო, ისევ მათი უყურადღებობით გამწარებულმა პაციენტებმა იზარალონ. და თურმე ხმას თუ ამოიღებ, რომ სადაც გადასხმას გიკეთებენ, გვერდით აყროლებული ფსელიანი ტილო დამლაგებელმა არ უნდა გიტრიალოს ცხვირწინ, თუ იტყვი, რომ სხვის უკანალში ამოსმული დაუსპირტავი თერმომეტრი არ ჩაგადებინონ ბავშვისთვის და თუ გაიკვირვებ, როცა ინფექციურ საავადმყოფოს სუპრასტინიც არ ექნება რომ დაგალევინოს, ესე იგი დამთავრებულია შენი საქმე და მათი ხელმეორედ დახმარების იმედი აღარც კი უნდა გქონდეს!!! იმედი მაქვს ამ ფაქტებზე ვინმე მაინც მოახდენს რეაგირებას. დიდ მადლობას ვეუბნები იმ ჟურნალისტს, რომელმაც პირველმა გაბედა ამის თაობაზე ჩვენი რეაქციები გაეშუქებინა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!“

Ratingეს სტატუსი მსახიობ კოტე თოლორდავას მეუღლეს, განო მელითაურს ეკუთვნის. მან ის „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. გახსოვთ ალბათ, კოტეს ჯანმრთელობის მდგომარეობით რომ დავინტერესდით და ამის შესახებ თქვენც შეგატყობინეთ. ჰოდა, ასეთი გაგრძელება მოჰყვა ამ ამბავს. ჩვენ კვლავ დავუკავშირდით განოს და მსახიობისა და მისი შვილის მდგომარეობა ვიკითხეთ.

განო მელითაური:
- არ იცით, თქვენს სტატიას რა ამბავი მოჰყვა, კინაღამ გამოგვაგდეს საავადმყოფოდან. ამის მიუხედავად, დიდი მადლობა, რომ გამოიჩინეთ გამბედაობა და დაწერეთ. ალბათ არავინ არ იცის, იქ რაც ხდება რეალურად. გამწარებული ვარ. ეს რა ხალხია. კოტე დღეს ძალიან მძიმედ იყო. ამ წუთას წავიდა სასწრაფო. ბრონხოსპაზმი დაემართა. კინაღამ დაიხრჩო. არასწორად ჰქონდა ანტიბიოტიკი დანიშნული. თქვენი სტატიის შემდეგ იქაურმა ექიმებმა უარი შემომითვალეს დახმარებაზე. მრცხვენია, რომ ეს არის ჩემი ქვეყნის რეალობა. სტატია რომ ნახეს, კიდევ კარგი უკვე მოვდიოდით იმ დღეს, რადგან აზრი არ ჰქონდა ჩვენს იქ გაჩერებას. მერე თითქოს აეწვათ და დაგვიწყეს დევნა, ვინ გაწყენინათ, ზედ გადაგყევითო. დღეს, კოტეს შეტევა რომ დაეწყო, ექთნის წამოყვანა მინდოდა ინფექციურიდან, რადგან ჩვეულებრივმა სასწრაფომ უარი მითხრა სახლში გადასხმაზე. უარი შემომითვალეს. იმ სტატიის მერე ჟურნალისტები გვაწუხებენ და მეტი საქმე არ გვაქვს, მივიდეთ და მოვემსახუროთო. მგონია, რომ ამაზე ყველამ უნდა ამოიღოს ხმა. იქ მართლა განუკითხაობაა. თქვენი სტატიის შემდეგ ყველას უყვებიან, რა ცუდი ხალხი ვართ ჩვენ.
- ახლა როგორ არიან ბავშვი და კოტე?
- ტასიკო ცოტა უკეთ, კოტეს ყველაზე მძიმე დღეები აქვს, სასწრაფომ გაუკეთა დღეს სპაზმის მოსახსნელი ნემსი და დამამშვიდებელი, ძალიან ცუდად იყო, საერთოდ ვეღარ სუნთქავდა.
- განო, ხომ არ იცი, რამდენ სერიას გამოტოვებს კოტე და რა გამოსავალს იპოვნის რეჟისორი?
- არ ვიცი, სერიალს ალბათ არ გააჩერებენ. ეს დღეები მაგაზე ფიქრის დრო არ მქონდა, ძირითადად კოტესა და ტასიკოს შუბლები მიჭირავს, ან სადაზღვევოსა და ინფექციურის ექიმებს ვედავები.
- სწრაფად გამოჯანმრთელებას გისურვებთ, ახლა ეს ყველაზე მეტად გჭირდებათ.

ნინო მჭედლიშვილი

სპეციალურად „რეიტინგის“ საიტისთვის




ტეგები:
FaceBook Twitter Google ელფოსტაბეჭდვა
კომენტარი / 186 /
დავით ამირიძე
ეხლა სტალინი გაამტკუვნე აბა ხომ დასახვრეტია კველა ეკიმი ეკიმებზე ისედაც ალერგია მაკვს უბრალოდ ჩემს თავს ვცემ პატივს და არ დავიHკებ მათ გინებას თორე დიდი სიამოვნებით მოვკვებოდი რა პროცედურებს ჩაუტარებდი
23:33 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
მარი
საერთოდ ჩვენ ექიმები გვყავს?რაც გაწუხებს იმას ვერ შველიან სამაგიეროდ იმდენ რამეს გამოჩხრეკენ და გაგჭყეპენ წამლებით თავს გაწყევლინებენ სერიოზულად მეშინია ექიმთან მისვლის
23:10 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ლადო
აცრებზე რატომ არავინ არ ლაპარაკობს, ევროპასშიც ეპიდემია, რადგან ბევრნი აცრებს თავს არაიდებენ. განსაკუთრებიტ მდზიმეთ მიმდინარეობს ცითელა მოზრდილებში. ვფიქრობ რომ მამაც და შვილიც აცრილები არ იკვნენ.
22:50 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ეთუნა
სირცხვილი ექიმებო თქვენ !!! ადამიანის იმედები კი არ ხართ, პირიქით ადამიანს უნდა ეშინოდეს არსებულზე უფრო ცუდად არ გახადოთ.
22:22 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ფემინა
კოტე თოლორდავა ცნობილი მსახიობია დამას რომ ასე ექცეოდნენ,რა მდგომარეობაში იქნებიან უბრალო მოკვდავნი,ხომ წარმოგიდგენიათ:(
22:17 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ეკა
ქვეყანამ ამ 9 წლის მანძილზე გადაიტანა :რევილუცია, ომი, ნოემბერი, მაისი, გირგვლიანი, რობაქიძე, ლაფანყური, ააშენა ბათუმი, დააგო ასფალტი, ააშენა ეტაკადა,გააკეთა შადრებნები და ვერ მოიცალა მედიცინისთვის ფული დაააკლდა და ასესხეთ ყუ შეგიძლიათ....
22:13 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ეკუსა
ვაიმე საყვარელი რა ცოდოა დიდუუუუუუუუუუუუუუუუ!!!!!!!!
22:04 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ვოვა
თუ უცოდინრობა სუფევს ხალხნო საავადმყოფოებში საერთოდ არ მიხვიდეთ და თავისით მორჩებით ან საერთოდ რატო დადიხართ მაინც ვერ მოგარჩენენ . ენას ძვალი არ ააქვს და ეგ გჭირთ . როგორც იქცევით საავადმყოფოში პასუხსაც ისეთივეს გაგცემენ,მე ვიწექი მაგ საავადმყოფოში მართალია ევრო რემონტი არ დამხვედრია , მაგრამ ყველა ძალიან კარგად მექცეოდა ყოველდღე გამგე შემოდიოდა , მკურნალ ექიმზე საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია. ერთი კვირა იკო გასული თვითონ ექიმმა დამირეკა და მომიკითხა . P.S თუ არ მოგწონთ მიბრძანდით საზგვარგარეთ და უფრო უკეთესად მოგემსახურებიან . და ვინც იძახის რო ცუდად მოგექცათ დაუძახეთ ტელევიზიებს ჯურნალისტებს და მიმართეთ საავადმყოფოს და დაადეთ ხელი ზოგი არც კი ხართ ნამყოფი და ნუ ლაყბობთ ტყუილად .
21:23 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
ტეო
მინისტრს უნდა მოეტხოვოს პასუხი ასე რომ აიშვეს ექიმებმა მე მახსოვს სულ რამდენი ცლის ცინ როგორ ეშინოდათ და როგორ აქცევდნენ კურადგებას ავადმკოფებს,აი ახლა კი ჯიბე გამოცეული აქვთ არაფრის აგარ ეშინიათ და ეს არის ჩვენი რეალობა და ეს მეტკველებს იმაზე რომ მინისტრიც არაა ნორმალური მინისტრი.
21:23 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
nana
bavshvs qobuletshi sisixl;is analizi gavukete,pasuxebi eqimma rom caikitxa mitxra amxela gemoglobini rogor eqneba bavshvs roca enterobiusis jiebi yavso.sisxlis analizi polisit gaukete da shesabvamisic gamovida.
21:17 / 21-05-2013
გამოხმაურება / 0 /
TOPS